ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვიოლინო და ოლიმპიადა

ვიოლინო და ოლიმპიადა

როგორც უკვე ვწერდით, 31 წლის ცნობილმა მევიოლინემ ვანესა მეიმ 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაზე გამგზავრება და სამთო-სათხილამურო სპორტში პროფესიულ დონეზე ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა.

როგორც უკვე ვწერდით, 31 წლის ცნობილმა მევიოლინემ ვანესა მეიმ 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაზე გამგზავრება და სამთო-სათხილამურო სპორტში პროფესიულ დონეზე ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა.

ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა - სახელგანთქმული მუსიკოსის ბავშვობის ოცნებაა. ერთხელ მან აღიარა, რომ ცხოვრება მუსიკისთვის რომ არ მიეძღვნა, აუცილებლად პროფესიონალი მოთხილამურე გამოვიდოდა. "მხოლოდ სწრაფდაშვება მაინტერესებს", - განაცხადა ვანესა მეიმ.

მნიშვნელოვანი კაპიტალის (რომელიც ახლა 64 მილიონ დოლარად არის შეფასებული) დაგროვებისა და ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა მუსიკოსის სტატუსის მიღების შემდეგ, მევიოლინე თავისი ოცნების ასრულებას შეუდგა. 1998 წელს ტაილანდის მთავრობას თხოვნით მიმართა - 2002 წელს, სოლტ-ლეიკ-სიტის ოლიმპიადაზე გამოსვლის ნება მიეცათ. წარმოშობით სინგაპურელსა და ბრიტანეთის მოქალაქეს მამა ტაილანდელი ჰყავს. ამ ქვეყნის მთავრობამ მეის ულტიმატუმი წაუყენა - მუსიკოსს უარი უნდა ეთქვა ბრიტანულ პასპორტზე, რაც მსოფლიო ვარსკვლავმა არ გააკეთა.

მაგრამ ახლა საკითხი ორმხრივი შეთანხმებით მოგვარდა. ვანესა მეიმ შეინარჩუნა ბრიტანეთის მოქალაქეობა და თან ტაილანდის პასპორტი მიიღო, ასე რომ, ამ ქვეყანამ, შესაძლოა, ზამთრის უახლოეს ოლიმპიადაზე საკუთარი სპორტსმენი წარადგინოს, მით უმეტეს, რომ წელს ვანკუვერის თამაშებზე ტაილანდს არც ერთი ოლიმპიელი არ ჰყოლია. წინა წლებში "თეთრ ოლიმპიადებზე" ამ ქვეყანამ ერთადერთი სპორტსმენი მიავლინა - მოთხილამურე პრავატ ნაგვაჟარა. ის 2002 წელს სოლტ-ლეიკ-სიტიში და 2006 წელს ტურინში გამოდიოდა და ბუნებრივია, ორივეჯერ გახსნის ცერემონიებზე ტაილანდის ნაკრების მედროშე იყო. 2002 წელს მან სამ რბოლაში მიიღო მონაწილეობა, 2006 წელს - ერთში. ახლა პრავატს შესაფერისი შემცვლელი გამოუჩნდა. 2014 წელს სოჭში ვანესა იმ შემთხვევაში გაემგზავრება, თუ საკვალიფიკაციო ნორმატივს გადალახავს და სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის სერთიფიკატს მიიღებს.

თუ ცნობილი მუსიკოსი შეძლებს ოცნების ასრულებას, მისი მაგალითი ბევრისთვის გადამდები იქნება და ტაილანდში, სადაც თოვლი არასდროს მოდის, შეიძლება ახალი მოთხილამურეები გაჩდნენ. მსგავსი მაგალითი გვიჩვენა 35 წლის განელმა კვამე ნკრუმახ-აჩიმპონგმა, რომელმაც წელს ვანკუვერში სამთო-სათხილამურო სპორტის ერთ-ერთ დისციპლინაში სცადა ბედი. კარგი ფიზიკური მონაცემების ათლეტმა ექვს წელიწადში აითვისა სპორტის ამ სახეობის ტექნინა, თანაც იმდენად წარმატებით, რომ ოლიმპიური ნორმატივი შეასრულა და თამაშებზე მოხვდა. თავისუფალი დროის ძირითად ნაწილს აფრიკელი ახალგაზრდობასთან ურთიერთობას ახმარს: "ჩემმა გამოცდილებამ, რომელსაც ელექტრონული ფოსტის საშუალებით ყველა მსურველს ვუზიარებ, იქამდე უნდა მიგვიყვანოს, რომ განასა და სხვა აფრიკულ ქვეყნებში ათი წლის შემდეგ გამოჩნდება ჩემზე ათჯერ ძლიერი სამთომოთხილამურე".

ვანესა მეის მტკიცებით, მას სპორტული მომზადების საკმარისი დონე გააჩნია იმისთვის, რომ საკვალიფიკაციო ბარიერი გადალახოს და ოლიმპიადაზე გაემგზავროს. სოჭში მედლებისთვის ბრძოლა არარეალურია, მაგრამ სამთო ტრასაზე მევიოლინეს ხილვა ყველასთვის საინტერესო იქნება.

არც ისე იშვიათია შემთხვევა, როცა ოლიმპიური ოჯახის წევრები VIP-პერსონები ხდებიან. 2006 წელს ტურინში დაასრულა სპორტული კარიერა ახლა უკვე მონაკოს თავადმა - ალბერ II-მ. მის კარიერაში ყველაზე ამაღელვებელი მომენტები ბობსლეის უკავშირდება - ის ევროპისა და მსოფლიოს ხუთი ჩემპიონატის მონაწილე იყო და ასევე ხუთ ოლიმპიადაზე გამოვიდა ოთხადგილიანი ბობით. თუმცა თავადი ანალოგიური წარმატებით ასპარეზობდა სპორტის დაახლოებით 15 სახეობაში. 42 წლის ასაკში ის ახლაც აქტიურად არის ჩართული სპორტულ ცხოვრებაში. მაგალითად, სათავეში უდგას ოთხი სახეობის ეროვნულ ფედერაციას - ცურვა, მძლეოსნობა, ბობსლეი და თანამედროვე ხუთჭიდი. გარდა ამისა, ალბერ II მონაკოს იახტ-კლუბის პრეზიდენტია. და, რა თქმა უნდა, უკვე 16 წელია მისი ხელმძღვანელობით ვითარდება მონაკოში ოლიმპიური მოძრაობა.

ცისფერი სისხლისა და სპორტული წარმატებების შეხამების უნიკალური მაგალითია აჰმად ალ მაქთუმი. სასტენდო სროლაში 47 წლის ოლიმპიური ჩემპიონი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ელიტურ საზოგადოებას განეკუთვნება. ის გახლავთ ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახის (დუბაის საამიროს მმართველი) წევრი. ალ მაქთუმის ხელმძღვანელობით საემიროების ეროვნული სახელმწიფო ავიაკომპანია, 18 წელიწადში პატარა რეგიონალური ავიაგადამზიდიდან მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიად იქცა. მაგრამ ალ მაქთუმი უფრო სპორტულ ასპარეზზე გახდა ცნობილი. 2004 წელს ათენში მოგებული ოქროს მედლის გარდა, მის ანგარიშზეა მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონატზე პირველობა და მსოფლიოს თასის რამდენიმე ეტაპზე გამარჯვება.

ამ წარმატების საწინდარი გახდა ბრწყინვალე საწვრთნელი ბაზა - ორი შესანიშნავი სასროლეთი, სადაც ალ მაქთუმი მრგვალ სტენდზე იმაღლებს ოსტატობას. მთავარი საიდუმლო კი მისი იარაღის სასხლეტია, რომელიც სუფთა ოქროსგან არის დამზადებული. საინტერესოა, რომ აჰმედის ერთ-ერთი კონკურენტია მისი ოჯახის მეორე წევრი - შეიხი საიდ ალ მაქთუმი. მას დიდი სპორტული სიმაღლეებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ იმდენად არის შეყვარებული ტყვიის სროლაზე, რომ ტახტზეც კი უარი თქვა. სამეფო ოჯახის ნათესავია - იორდანიელი პრინცესა ჰაია ბინტ ალ ჰუსეინი - მან 2000 წელს სიდნეიში ცხენოსნობაში მოსინჯა ძალები და პირველი არაბი ქალი გახდა, ვინც სპორტის ამ სახეობაში საერთაშორისო ტურნირზე გამოვიდა. დღეს ის მეორმე ვადით არის არჩეული საცხენოსნო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ლელო

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება

ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა

გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ