ხულენ ლოპეტეგი მადრიდის "რეალიდან" გათავისუფლებულია.

52 წლის სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი ივნისში გააფორმა. მანამდე ის ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ლოპეტეგიმ ნაკრები სკანდალით დატოვა: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლუს რუბიალესმა ლოპეტეგი მუნდიალის დაწყებამდე გაათავისუფლა, რადგან ლოპეტეგი მალულად "რეალთან" აწამოებდა მოლაპარაკებას.

ლოპეტეგის ხელმძღვანელობით, "რეალმა" მიმდინარე სეზონში 14 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, საიდანაც გუნდმა 6-ჯერ მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 6-ჯერ წააგო. ეს მაჩვენებელი საშუალოევროპული გუნდის შედეგს ჰგავს.

"რეალს" დროებით სანტიაგო სოლარი გაწვრთნის, რომელიც აქამდე "კასტილიას" წვრთნიდა.

ყველაზე მტკივნეული კი მაინც "ელ კლასიკოში" მარცხი იყო, თანაც, როგორი მარცხი - "რეალი" "ბარსელონასთან" სტუმრად 1:5 დამარცხდა. შედეგად კი ლა ლიგაში 10 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და მე-9 ადგილი უკავია.

ლოპეტეგიმ, რომელიც გაათავისუფლეს, კლუბის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს მიმართა და მადლობა გადაუხადა.

"რეალის" დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს მოცემული შესაძლებლობისთვის.

მადლობა ფეხბურთელებს მათი გარჯისა და მუშაობისთვის, ასევე, კლუბის თითოეულ თანამშრომელს.

რა თქმა უნდა, დიდი მადლობა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის. წარმატებას ვუსურვებ მათ სეზონის დარჩენილ ნაწილში", - აღნიშნა ლოპეტეგიმ.

ეს განცხადება არაფერს გაგონებთ? იგივე პათოსით იყო ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ.

ლოპეტეგის დათხოვნის შემდეგ ოფიციალური განცხადებით "რეალიც" გამოვიდა.

"ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პირველი გუნდის გამოსვლის დინამიკა შევცვალოთ, სანამ სეზონის მიზნების მიღწევა შესაძლებელი რჩება.

დირექტორთა საბჭო იაზრებს, რომ "რეალის" ფეხბურთელებსა და მიმდინარე შედეგებს შორის დიდი შეუსაბამობაა. "რეალის" 8 ფეხბურთელი "ოქროს ბურთზე" იყო ნომინირებული.

კლუბი მადლობას უხდის ხულენ ლოპეტეგის და მის სამწვრთნელო შტაბს და სამომავლო კარიერაში წარმატებას უსურვებს", - წერია კლუბის განცხადებაში.

ამ ყველაფრის შემდეგ ყველაზე გასაკვირი მაინც ის არის, რომ რატომ წავიდა ლოპეტეგი "რეალში"? რატომ თქვა უარი ესპანეთის ნაკრების გაძღოლაზე მსოფლიოს ჩემპიონატზე? ეს ხომ მისი შექმნილი ნაკრები იყო, რომელთან ერთად არც ერთი მატჩი არ წაუგია. დიახ, არც ერთი. ესპანეთის ნაკრებმა მისი ხელმძღვანელობით 20 შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა. 6 აქედან ფრედ დასრულდა, ხოლო დანარჩენი "ფურია როხამ" მოიგო.

ლოპეტეგიმ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა და შემდეგ მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე წავიდა. ეს ხომ მისი გუნდი იყო. რა უნდა მიეღწია "რეალთან" ისეთისთვის, რასაც მსოფლიოს ჩემპიონობა არ გადაფარავდა. ლოპეტეგის ესპანეთის ნაკრებს ხომ მსოფლიოს ჩემპიონობის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა.

ხოლო "რეალში" გატარებული 4-ნახევარი თვე მისთვის ნამდვილად არ იყო სახარბიელო.

თავის დროზე ლოპეტეგიმ "რეალში" დანიშვნა მის ცხოვრებაში საუკეთესო დღედ მონათლა და ახლა ეს სამსახურიც დაკარგა.

საბოლოოდ კი, ლოპეტეგი ფლორენტინო პერესის ეპოქაში სტატისტიკურად ყველაზე ცუდი მწვრთნელი გახდა.

ბოლო თვის განმავლობაში "რეალმა" 7 მატჩიდან 5-ში წააგო, ბურთების შეფარდებით 4:13-ზე.

ლა ლიგის ბოლო 5 ტურში "რეალს" 1 ქულა აქვს. ასეთი კრახი "რეალს" 2009 წლიდან არ ჰქონია, როცა ხუანდე რამოსის დროს ბოლო ხუთი ტური წააგო.

10 ტურის შემდეგ "რეალი" მე-9 ადგილზეა. ასეთი კოშმარი "რეალს" 2001/02 წლების შემდეგ არ ჰქონია.

8 საათი და 1 წუთი გოლის გარეშე - "რეალის" ყველაზე მშრალი სერია ისტორიაში სწორედ ლოპეტეგის ხელმძვანელობით დაფიქსირდა.

"რეალის" ისტორიაში მხოლოდ ერთი მწვრთნელი გაათავისუფლეს უფრო სწრაფად, ვიდრე ლოპეტეგი: 2004 წელს ანტონიო კამაჩომ გუნდს მხოლოდ 6 შეხვედრაში უხელმძღვანელა.

საერთო სტატისტიკაც ცუდია. მოგებათა პროცენტული წილი 42.86 (14-დან 6 მოგება).

რა მოუტანა ლოპეტეგის "რეალში" გადასვლამ? არაფერი. ის "რეალში" ცუდი სახელით მივიდა, უფრო ცუდი სახელით წავიდა.

Alex.F.
აბსოლუტურად გეთანხმები!
megre
ქვეყნის მოღალატეს ეგ ბედი მოელის ვერაფერს ვერ მიაღწევს, მსოფლიო ჩემპიონატზე რომ შენი ქვეყნის ნაკრებს კლუბის სანაცვლოდ მიატოვებ მოღალატე ხარ და საკადრისიც მიიღო, ეხლა ეხვეწოს უელვას, ხიმნასტიკს, კომპოსტელას მწვრთნელად დანიშვნაზე
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
საქმეში პირადად პერესი ჩაერთო - რას გადაწყვეტს ვინისიუსი და დასჭირდება თუ არა "რეალს" ახალი ვინგერი
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
ლოპეტეგი გადაყენებასთან ძალიან ახლოსაა - "ვესტ ჰემის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ცნობილია
ფონსეკამ "მილანიდან" დათხოვნის შემდეგ შესაძლოა, ახალი სამსახური მალევე იშოვნოს და პრემიერ ლიგაში დასაქმდეს
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა
"ვესტ ჰემმა" ლოპეტეგი გადააყენა და პოტერს დანიშნავს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ოფიციალურად: გრემ პოტერი "ვესტ ჰემის" ახალი მწვრთნელია
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი ლოპეტეგი შეიძლება გადააყენონ
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
პსჟ-ს პრეზიდენტმა სუპერლიგის დახურვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
"ვესტ ჰემიდან" ახლახანს დათხოვნილმა ლოპეტეგიმ შესაძლოა, სანაკრებო დონეზე გადაინაცვლოს