იტალიის რაგბის ნაკრები ნოემბერში ოთხ მატჩს მართავს ირლანდიის, საქართველოს, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან, თუმცა გამოცემა Apnews.com-ი ამ შეხვედრებიდან ყველაზე მნიშვნელოვნად საქართველოსთან მატჩს მიიჩნევს.

"მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან გასამართი შეხვედრები ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს, ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსა და ირლანდიასთან მატჩებია. საქართველოს ნაკრები იტალიას რეიტინგში ერთი პოზიციით უსწრებს და აქვს პრეტენზია, რომ 6 ერში სწორედ "აძური" ჩაანაცვლოს.

იტალიის ნაკრების კაპიტანს კი მისი გუნდის იმედი აქვს და ამბობს, რომ მთავარია, მოთამაშეებმა ირწმუნონ საკუთარი ძალების, გამარჯვება კი აუცილებლად მოვა", - ვკითხულობთ Apnews.com-ზე.

საქართველოსა და იტალიის ნაკრებების დაპირისპირება 10 ნოემბერს, ქალაქ ფლორენციაში გაიმართება, შემდეგ კი ჩვენი გუნდი თბილისში სამოასთან 17 ნოემბერს, ხოლო ტონგასთან 24 ნოემბერს ითამაშებს.

გიოშა
არაკაცურად მოგებაა თანაბარი თამაშის დროს გუნდი რომ უნამუსოდ მოგიგებს.შოტლანდიელებმა ხომ ყველა ასპეკტში გვაჯობეს.კი მართალია ინგლისელი მსაჯი მეთიუ ქარლი და სქოთი გრეიგ ლეიდლოუ უნამუსოდ მოიქცნენ,მაგრამ მათ საქციელს ხომ შედეგზე არ უმოქმედია და ვერც იმოქმედებდა იმდენად უპირატესობა ჰქონდათ შოტლანდიელებს.
სოსო
ჰო,ეგენიც კარგი ბიჭები არიანო,ამბობენ.
aristo
რომელ გაზეთს ურჩევთ?
ლევან
ესენი ღადაობენ თუ მართლა მოღალატეები არიან?
zuka
გაგანადგურებთ რა არი?)))
ვახო
პირიქით ხომ არ დაწერა,იტალიას ხომ არ ემუქრება საქართველოს სახელით )))
ილო
ერთი გასეირნებაა - ახალ ზელანდიასთან
Dato
Tinto Brass-ს - იტალიაშიც გავქვს შანსი და თან გაცილებით მეტი, ვიდრე კარდიფში გვქონდა, სადაც გაცილებით ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ და არაკაცურად მოგვიგეს (თვითონ აღიარეს, კი არ ვიგონებ), მთავარია შანსი გამოვიყენოთ, ტრავმების სიმრავლის მიუხედავად. ლელო, ლელო, საქართველო!
Qartveli
სამყურები თავის საქმესგააკეთებენ,მოუგებენ იტალიას,ჩვენ არ ჩავისვაროთ.თუ კო რაღაცას წარმოვადგენთ.ქართველებო გაგვემარჯოს!!!
tinto brass
იტალიაში შანსი არ აქვთ, სხვა საქმე იქნებოდა თბილისში რომ ჩატარებულიყო მატჩი.
zura
ანზორა, ქართველი არა ხარ მერე, რატო უნდა გაუხარდეს ნორმალურ და დალაგებულ კაცს საკუთარი ქვეყნის წაგება, ჩაგვახედე რა შენს ტვინში.
დათო
პირველ რიგში შენი ნაკრები უნდა გადარდებდეა და არა დაუნი იტალიელები ხიწ კოვს რო იღებენ მუდამ
ტიფოზი
გენაცვალე ძმაო, გაუმარჯოს იტალიას! იმედია შევინარჩუნებთ ადგილს ექვს ერში, ამისთვის ქართველებს დამაჯერებლად უნდა მოვუგოთ!
ვვვ
ანზორ, იტალიელი ხარ, შე კაი კაცო? ;)
ლაშა
მე მჯერა ჩვენი ბიჭების და დარწმუნებული ვარ თავის "დიდგორს" ჩვენი მეომრები მოიგებენ! თქვენს უკან საქართველოა და ქართული რაგბის ისტორია, სადაც ამ დღეს კიდევ ერთი ოქროს ასოები დაემატება!! რაგბი ჩვენი თამაშია!!!
patrioti
ბებია გყააავს?!
სიმართლე
როგორც შენზე და შენნაირებზეა ნათქვამი: "შადიმანებო, გაითვალეთ!"
,, ანზორი
10 ნოემბერს ვნახოთ. იტალია გაგანადგურებთ
ირაკლიუსი
თითქოს საკუთარ აზრებს ვკითხულობდი, გეთანხმები სულით ნათესავო, ასეთი შემართება იგებს საერთოდ ერწუხს, დიდგორს, შამქორს, ბასიანს... გამგები გაიგებს, რაგბი მარტო სპორტი არაა... ბიჭებო ბოლომდე ამ შემართებით, წინ გამარჯვებისკენ... ვითაცისთვის ეს შეიძლება პათოსია და ვიღაცისთვის სულის საკვები...
ირაკლი
ო, როგორ გვჭირდება ამ თამაშის მოგება და როგორ გაგვიჭირდება ამის გაკეთება. არადა არის მატჩები რომლებიც ფსიქოლოგიურად ძალიან გადამწყვეტ როლს თამაშობენ და ეს მატჩი სწორედ იმათგანია. ბოლო დროს ხომ ცოტაოდენ თითქოს პესიმიზმი შეგვეპარა რაგბის ქომაგთ, განსაკუთრებით იაპონიასთან ძალიან სუსტად ჩატარებული ტესტ მატჩის შემდგომ. იტალიის ნაკრებთან მოგებით კი ახალი ისტორია დაიწერება, ახალი სული შთაიბერება მომავალი დიდი გამარჯვებების რწმენაში. ძალიან გაგვიჭირდება მოგება, მაგრამ უკვე ვგრძნობ როგორ სწრაფად გაირბენს თამაშისთვის განკუთვნილი დრო და მორაგბეებთან ერთად რამდენ ოფლს მოვიდენთ გულშემატკივარნიც. გამარჯვებას გისურვებთ ქართველებო!
Giorgi
უფრო ძველი სურათი ვერ იპოვეთ?
ქუთაისელი
პესიმისტებმა - გაზეთი აიღეთ და ტუალეტში შედით, სანამ თამაში არ დამთავრდება არ გამოხვიდეთ! :დ
მმმ
შევეშვათ კაცო ამ ჩანაცვლებას, უბრალოდ დაგვამატონ ჩვენ და იტალიაც იყვეს რატო უნდა ჩავანაცვლოთ..........?
რიგითი იტალიის გულშემატკივარი
Forza Italia! Forza Juve! იტალიის ძველი გულშემატკივარი ვარ! ამ შემთხვევაშიც იტალიისკენ ვიქნები. იმედია გაგვახარებენ იტალიის გულშემატკივრებს, ჩვენი რაგბისტები.
მ. ტ.
აბა, თქვენ იცით, იტალიელო ქართველებო - ქუდზე კაცი ფლორენციაში და ყველას - შინაურსაც და უცხოსაც დაუმტკიცეთ, რომ იტალიაში მხოლოდ სპაგეტის მოსაპარად არ ჩასულხართ - იცოდეთ, მთელი საქართველოს სახელით უნდა უქომაგოთ!!!
იოკოძუნა ტოჩი
ბოლო პერიოდია ვკითხულობ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენატრებს და ყელში ამომივიდა ბოლოს და ბოლოს ამ პესიმიზმით შეპყრობილი ადამიანების აზრების აქ ფრქვევა, ეს მებრძოლები ეს ლომები ვისაც ვაღმერთებთ ლამის სწორედ ჩვენი წრეებიდან ჩვენი სოციუმიდან წამოსული ახალგარდები არიან , მათ არ უშოვიათ მილიონები და დღესაც გარეუბნებში ცხოვრობენ უმეტესობა , ყოველდღე ქუჩაში ისმენენ საქებარ სიტყვებს და ეს ასაზრდოებთ, ასევე ქუჩაში ისმენენ იმ პესიმიზმს რომლის კორიანტელიც აქ დააყენეთ , შესაბამისად მათაც გადაედებათ ესე თუ გააგრძელეთ, რამოდენემიჯერ ბოლო ინტერვიუებში უკვე ახსენეს და გვანიშნეს რომ შევწყვიტოთ ეს პესიმიზმი და შეუშვით მაგ თავებში. ამ კომენტარებსაც კითხულობენ და მინდა იცოდეთ რომ ეს დღე არის გადამწყვეტი ზუსტადაც გადამწყვეტი, და რისთვისაც გორგოძე და მისი თანამებრძოლეები ასევე ძველი თაობები ომობდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ის დღე დადგა ასე რომ არანაირი ოდნავი მაინც გაფიქრება რომ ტრამვიანობა და ასე შემდეგ , ბრძოლა ბოლომდე და გამარჯვება მოვა , თავისით მოვა . მე ამის მჯერა 100%ით, დანარჩენს ტრიბუნებიდან დავიხარჯები :)
ქუთაისელი
3000-მდე ქართველი ესწრებაო, ჰოდა თავი გაიგიჟეთ, რაც გისწავლიათ, გივარჯიშიათ, ამოიღეთ და დადეთ! უნდა გავიმარჯვოთ!
me
იტალიის რაგბის ნაკრები ნოემბერში სამ მატჩს მართავს ირლანდიის, საქართველოს, ავსტრალიის და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან. 1.ირლანდია; 2.საქართველო; 3.ავსტრალია; 4. ახალი ზელანდია. ანუ სამი მატჩი!!
ლევანი
როგორ არ გაგვიმართლა რომ ამხელა დანაკლისით ვხვდებით ზუსტად ამ თამაშს. თანაც იტალია ჩვენამდე მართავს ერთ მატჩს ირლანდიასთან და ჩვენთან შედარებით უკეთ შეთამაშებასაც მოასწრებენ. მაგრამ, მიუხედავად უამრავი ფაქტორისა რომელიც იტალიის სასარგებლოდაა ამ კონკრეტულ მომენტში, თავი უნდა შეაკლან ბიჭებმა და ღირსეული შედეგით თავაწეულებმა დატოვონ ბრძოლის ველი. წარმატება ბიჭებო, უფალი შეგეწიოთ!
დიდი მატჩი
მე დარწმუნებულივარ რომ ეს საუკუნის მატჩი ქართული რაგბის ისტორიაში ოქროს სასოებით ჩაიწერება დიდი მატჩი რომელსაც ასე სულმოუთქმელად ელოდება სარაგბო სამყარო. და ღმერთის ნებით ჩვენს ლელოელებს და ბორჯღალოსნებს ღირსეულ გამარჯვებას შეაძლებინებს და მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენ უფრო ამაყები ვიქნებით ჩვენი გუნდით ვიდრე ეს დღეს არის...
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
ინგლისის ნაკრების თავკაცი: საქართველოში ბიჭები წვერ-ულვაშით იბადებიან
სათამაშო დისციპლინა, ფეხით თამაში და სხვა - ექსპერტი საქართველო-ტონგას მატჩს განიხილავს
საქართველოსთან იტალიის ნაკრებს ლიდერი და კაპიტანი სერხიო პარისე დააკლდება
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტებისთვის მზადებას იწყებენ
სამოას ნაკრები უკვე თბილისშია - ის, რაც მეტოქეზე უნდა ვიცოდეთ