გიორგი ჩაკვეტაძე რომ ქართული ფეხბურთის მომავლად ითვლება, ეს არავისთვისაა ახალი. ის 19 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების ლიდერია, "გენტში" კი მიმდინარე სეზონში შეუცვლელად ასპარეზობს და გოლებიც გააქვს.

ბელგიური სპორტული სააგენტო Voetbal24.be გიორგი ჩაკვეტაძეზე კიდვ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი ძალიან მალე "გენტის" ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდება.

"გენტმა" რამდენჯერმე მოახერხა ფეხბურთელის მაღალ ფასად გაყიდვა, მაგრამ, როგორც ჩანს, აბსოლუტური რეკორდი გველოდება. გიორგი ჩაკვეტაძე ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, თუმცა უკვე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია გუნდში. ყველა თანხმდება ერთ საკითხში: ჩაკვეტაძეს დიდი მომავალი ელოდება.

სანამ ბელგიაში გადმოვიდოდა, "ბაიერნი" უკვე იბრძოდა მის შესაძენად და როცა "ხარებთან" კონტრაქტი გააფორმა, ევროპული გიგანტებისგან კონტაქტი არც მას შემდეგ შეწყვეტილა. "გენტმა" იგი შეინარჩუნა, რადგან კარგად იცოდნენ, რომ გიორგი აუცილებლად განვითარდებოდა.

საქმეც ამაშია, გიორგი უფრო და უფრო უკეთესი ხდება და მისი ფასიც იზრდება. "გენტმა" თბილისის "დინამოს" 1.5 მილიონი ევრო გადაუხადა, დღეს კი მისი ფასი უკვე 5 მილიონია.

ბელგიურ კლუბში იმედოვნებენ, რომ მალე ჩაკვეტაძის უცხოურ კლუბში გაყიდვით "გენტის" ყველა დროის რეკორდს მოხსნიან, რომელიც სვენ კუმსს ეკუთვნის, როცა ის 9 მილიონად "უოტფორდში" გადაბარგდა. ეს რეკორდი აუცილებლად მოიხსნება" - წერს Voetbal24.be.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში "გენტის" რიგებში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Elizbari
ვანო რომელი ორგვამა მერაბიშვილი, თუ მისი ბოღმიანი მხარდამჭერი?
გბფჯ
ფრენბურთელი არა ნიჩბოსანი.
ვანო
დიდი ფრენბურთელი იზრდება უდავოდ.
rasa
ერთის მხრივ კაია, მაგრამ მეორეს მხრივ ამასაც ქინქლაძესავით არ დაემართოს სახიფათოა
dato
გიორგის კაი დროება უდგას და ბიჭი დაფრინავს ეხლა მინიმუმ ერთი წელი ამის გაყიდვა დანაშაული იქნება გენკის მხრიდან არც უნდა ჩაასმინონ ყურში რომ ასე სარფიანად შEიძლება გაყიდონ არა მგონია ეხლა მაგაზე სტატიების წერა კაი საქმე წერეთ მის თამაშებზე და რომელ თამაშში უფრო უკეთეს გოლს გაიტანს ასე ჯობს ამ ეტაპზე.
kika
რა შუაშია აქ ქება დიდება ვამბობთ იმას რაც არის რეალობა. თუ თავში ასავარდნია ისედაც აუვარდება ჩვენი ქება-დიდების გარეშე.და რომ იცოდეთ პიარს აქვს დიდი მნიშვნელობა,თუნდაც აგერ აიღე იტალიელები როგორც კი გამოჩნდება მათში ახალგაზრდა ტალანტი, სერია A ში, არაიტალიელიც კი მაშინვე ტეხენ ამბავს და გაიძახიან 100 მილიონი ღირსო,ესაა ერთგვარი პიარი.ასეა პორტუგალიაში,ჰოლანდიაში,ბელგიაში და სხვაგან.კიდეც ყიდიან ძვირად ფეხბურთელებს!
Baggio
Giorgi, es qartuli pexburtis momavalia. Warmatebebi mas. Ar unda chavardes eiporiashi, es erti da unda ishromos tavdauzogavad, esaa gza misi momavali warmatebebisaken. Tqven ki aq milionebs itvlit, saocaria visas an ratom?
N
ჩემის აზრით, ამ ასაკში მთავარი უფრო ისაა, რომ, სადაც წავა, იქაც ჰქონდეს სათამაშო პრაქტიკა და არ დასვან სკამზე. ეს უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე ის, რამდენს გადაიხდიან მასში!
Ki
Tilemansi iyida anderlextidan 30 milionad monakom!
Ki ka
Xabus ROM ambob ver gayidis 15 milionze metado monakom iyida anderlextidan 30 milionad.
ზვიად
გიორგის ვურჩევდი მიხეილ მესხის ფინტზე ემუშაოს და დაუფლებოდეს, გამარჯვებები.
rustavii
მე რო ბავში ვიყავი სახლში შემოსვლა მეზარებოდა.სულ ფეხბურთს ვთამასობდით ისე გვიყვარდა.ხოდა ეს ბიჭი თურმე ბაზიდან გარეთ არ გამოდის.სიამოვნებს რასაც აკეთებს და ფული კიდე მოვა რაა უფრო მეტსაც გეტყით.დროე მადრიდმა იყიდოს მეორე მესია,თუ არადა დაასწრებს ბარსელონა,მესი უკვე ასაკშია.შემცვლელი ჭირდება
T.k
გეთანხმებით
დათო
ვახ, შენ გაიხარე, ზუსტად ჩემი სათქმელი დაწერე-რა... სულ მაგას ვამბობ, რომ არ შეიძლება ასე ზეცაში აყვანა (არა-და ძალიანაც მიხარია, როცა დადებითს ვკითხულობ ნებისმიერ ქართველ სპორცმენზე), ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და ღმერთმა აშოროს ტრამვები, მეც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გაცილებით ბევრს მიაღწევს და ასეთი კომენტარები - ამდენ და ამდენ მილიონად გაიყიდება - თავში არ აუვარდება... წარმატებები გიორგი და ღმერთი შენსკენ!!!
kroosi
დინამოს 50% ეკუთვნის გენტი თუ გაყიდის, ეს მაინც მოიფიქრეს და ჩადეს კონტრაქტში
გიგა
ფეხბურთის გულშემატკივართა უმეტესი ნაწილი ამბობს ( და მეც ვეთანხმები), რომ მესის ბუნების ნაჩუქარი ნიჭი აქვს და უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მას იმდენი შორომა არ დასჭირვებია და არ შეუქმნია საკუთარი თავი ისე როგორც ეს რონალდომ მოახერხა. გიორგის აქვს ეს ნაჩუქარი ნიჭი, ახლა წარმოიდგინეთ მან რომ რონალდოს ნაირად იშრომოს რა მაშტაბის ფეხბურთელი გვეყოლება.
dadu
მოდი ნუ დავითვლით ჯერ მილიონებს და უბრალოდ დავტკბეთ მისი თამაშით. ნუ მოვაქცევთ თუნდაც ჩვენი სტატიებით და გადამეტებული მოთხოვნებით ამ ბიჭს წნეხის ქვეშ. უდიდესი ნიჭის მფლობელია და მივცეთ ამ ნიჭის გამოყენების შესაძლებლობა ზედმეტი წნეხისა და პასუხისმგებლობების გარეშე. ეხლა ის კი არ არის მთავარი სად წავა და რამდენ მილიონათ, მთავარი ისაა ასევე სტაბილურად განაგრძოს ზრდა. ყველაფერი იქნება თავის დროზე, მას შეუძლია გახდეს მსოფლიო ვარსკვლავი და ჩვენ ნუ შევუშლით ხელს გადამეტებული წნეხით.
avto
ნუ ურევთ ქალბატონო ნარგიზა!!
xabu
ვერ გაყიდიან 15 ზე მეტად. არა იმიტო რო არ ღირს, უბრალოდ მაგდენს არ უხდიან ბელგიის გუნდებს, რაც არუნდა მაგარი იყოს მოთამაშე. Milinkovic-Savic რომ ავიღოთ მაგალითად, ლიგაში საუკეთესო იყო და ყველა ტოპ გუნდი დაინტერესებული იყო და აშკარად 50 ზე ნაკლები არ ღირდს მაგრამ გაიყიდა £16მილიონად. ლაციოში გადასვლისთანავე კი 100 მილიონამდე ავიდა ფასი, მარტო იმიტო რო ტოპ ლიგაშიც შეძლო კარგი თამაში
გიორგი
სწორია, ვეთანმხმები. ნუ ატეხვთ აჟიოტაჟს.
felisio
გიოს კარგი ამბები ყველას გვიხარია, მაგრამ ძაანაც ნუ ავიყვანთ ჰაერში, მისთვისვე ესე აჯობებს. წარმატებები და ტემპი არ დააგდო ჩაკვე !!!
ვ
ტოლისო და შანშეში ღირს 50 მილიონი და ჩაკვე 30? არა ძმაო, ეს ბიჭი 50 მილიონი ღირს, თუ მეტი არა! უბრალოდ დროის ამბავია
Kika
Minimum 30 milionad gayidis!
საქართველოს რიგითი გულშემატკივარი
დაუწიეთ ფითილს ცოტა, არ შეიძლება ყოველი მეორე სტატია ჩაკვეტაძეზე იყოს
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" "სტოკს" სძლია
ცნობილია, რა თანხას მიიღებს თბილისის "დინამო" ჩაკვეტაძის ტრანსფერიდან
ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა - "უოტფორდმა" და "ვრექსჰემმა" ქულები გაიყვეს
ქართველების "აპოელი" "გენტთან" დამარცხდა [VIDEO]
"ჩაკვეტაძის თამაშს ამ პოზიციაზე განვიხილავ" - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
მიქაუტაძეს "ლიონში" ერთით ნაკლები კონკურენტი ეყოლება - ქართველის ტრანსფერის გამო ორბანს უშვებენ
"აპოელი" "გენტთან" ისევ დამარცხდა და ტურნირიდან გამოვარდა
"უოტფორდი" ჩაკვეტაძეს "გენტიდან" გამოისყიდის - დეტალები ცნობილია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა - "უოტფორდმა" ჩაკვეტაძე "გენტისგან" გამოისყიდა