ქუთაისური კლუბი "სამტრედიასთან" მატჩს თასის გათამაშების განმეორებით ნახევარფინალამდე ბოლო რეპეტიციად განიხილავს
ორდღიანი სააღდგომო პაუზის შემდეგ, 26 აპრილს ქუთაისის "ტორპედო" შეიკრიბა და "სამტრედიასთან" თამაშისათვის ვარჯიში დაიწყო, რომელსაც ეროვნული თასის სამზადისად განიხილავს.

ქუთაისური კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "დინამოსა" და "ვიტ ჯორჯიას" შეხვედრის შემდეგ ჩემპიონატის ცხრილის მეოთხე საფეხურიდან მეხუთეზე დაქვეითებული ტორპედოელები იმედოვნებენ, რომ ეს დროებითი ამბავია და მალე კვლავ დაწინაურდებიან.

"ბუნებრივია, ყურადღება უფრო თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩისკენაა მიპყრობილი, მაგრამ, ამის მიუხედავად, გია გიგატაძე 30 აპრილს ჩემპიონატის მატჩზე ფეხბურთელთა დასვენებას არ აპირებს" - იუწყება "ტორპედოს" ვებგვერდი.

"სამტრედიასთან" შეხვედრას ქუთაისელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რაც "ტორპედოს" მეკარეთა მწვრთნელის, დავით გვარამაძის კომენტარიდანაც ჩანს:"სამტრედიასთან" შეხვედრა თასის გათამაშების განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრამდე ბოლო რეპეტიციაა და ბიჭები საბრძოლველად მობილიზებულნი არიან".

"რა თქმა უნდა, "სამტრედიასთან" მოგებას ვგეგმავთ, მაგრამ, მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა, მეტოქე მაინც იბრძოლებს. გამარჯვებას სწრაფი გოლი გაგვიადვილებს. კალენდარი მეოთხე ადგილზე დაბრუნებაში ხელს გვიწყობს, თუმცა ეს მხოლოდ პრესტიჟის საქმეა. გუნდი კი "ზესტაფონთან" 4 მაისის სათასო განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაზეა ორიენტირებული.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი დაცვაზე და "ზესტაფონს" კვლავ ისეთ თამაშს შევთავაზებთ, როგორიც პირველ შეხვედრაში დავუპირისპირეთ" - თქვა "ტორპედოს" ვებგვერდთან ინტერვიუში მცველმა თენგიზ ჩიკვილაძემ.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა