ბუნდესლიგის მორიგი ტურის მთავარი თამაში დორტმუნდშია. ის კი არა, ამ შეხვედრის მნიშვნელობა იმდენად დიდია, მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მიმდინარე სეზონის ყველაზე გამორჩეული ჯახი.

ეს საკამათო არ უნდა იყოს - მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნი" ჯერჯერობით ვერ არის სტაბილური, "დორტმუნდი" კი პირიქით, ბრწყინვალე ფორმაშია, გერმანულ ტიტულზე სწორედ ეს ორი გუნდი ინადირებს.

"დორტმუნდის" ლაზარეთში რამდენიმე ფეხბურთელია, თუმცა მათი გამოჯანმრთელების შანსი მაინც არსებობს. "ბაიერნში" კი ყველაზე მეტად ის აღშფოთებთ, შეძლებს თუ არა ფეხზე დადგომას არიენ რობენი. მართალია, ჰოლანდიელი ასაკშია, მაგრამ ის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდისთვის.

ლუსიენ ფავრის კრებულს რაც შეეხება, ის ერთობ სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. სხვა საქმეა, რომ ჩემპიონთა ლიგაში გუნდს რთული გასვლითი შეხვედრა ჰქონდა "ატლეტიკოსთან", რომელშიც სავსებით სამართლიანად დამარცხდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ "დორტმუნდი" ორი სხვადასხვა სუბიექტია საშინაო და გასვლით შეხვედრაში.

ვარაუდები კი არ წყდება. ბევრის აზრით, თუ "ბაიერნმა" წარუმატებლად ითამაშა, თავისუფლად შეიძლება დღის წესრიგში დადგეს გუნდიდან ნიკო კოვაჩის წასვლის საკითხი. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ბოლო ტურში "ბაიერნმა" "ფრაიბურგთან" საშინაო შეხვედრაში საშინლად ითამაშა და მხოლოდ ფრეს (1:1) გამორჩა.

"დორტმუნდის" გულშემატკივრებისთვის "ბაიერნი" ყოველთვის განსაკუთრებული საჯილდაო ქვაა. ვინ მოთვლის, რამდენი ფეხბურთელი გადაუბირებია "რეკორდმაისტერს" ფინანსურად შედარებით მოკრძალებული რესურსის მქონე მოწინააღმდეგისგან.

ძალიან დიდ ყურადღებას იქცევს ისიც, რომ "დორტმუნდის" კარში გატანას ეცდება ამ კლუბის ყოფილი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი. ერთი სიტყვით, ლაღი, შემტევი ფეხბურთის მოლოდინში ვართ და სხვანაირად არც შეიძლება იყოს, როცა საქმე გერმანული საკლუბო ფეხბურთის ორ გამოკვეთილ ლიდერს ეხება.

ფაქტები

"ჰანოვერისა" და "ვოლფსბურგის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"ფორტუნასა" და "ჰერტას" ოთხივე შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"აუგსბურგს" 2015 წლის შემდეგ არ მოუგია "ჰოფენჰაიმისთვის".

"შტუტგარტმა" ბოლო 2 შეხვედრაში დაამარცხა "ნიურნბერგი".

"გლადბახის" მონაწილეობით ბოლო 11 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ბაიერნმა" ბოლო შეხვედრაში 6:0 მოუგო "დორტმუნდს".

"ლაიპციგისა" და "ლევერკუზენს" შორის ბოლო 2 მატჩში ორივემ გაიტანა.

გერმანია. ბუნდესლიგა. XI ტური

შაბათი, 10 ნოემბერი

ჰოფენჰაიმი-აუგსბურგი 18:30

ვერდერი-გლადბახი 18:30

ფრაიბურგი-მაინცი 18:30

ფორტუნა-ჰერტა 18:30

ნიურნბერგი-შტუტგარტი 18:30

დორტმუნდი-ბაიერნი 21:30

კვირა, 11 ნოემბერი

ლაიპციგი-ლევერკუზენი 18:30

აინტრახტი-შალკე 21:00

ბომბარდირები: 7 - სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი), თორგან აზარი (გლადბახი); 6 - მარკო როისი (დორტმუნდი), ანჯეი დუდა (ჰერტა), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

T.k
პაკოო
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბაიერნი" ბაზუმან ტურეს დამატებით ინტერესდებიან
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში