19 წლის ჩოგბურთელი ანთალიის 10-ათასიან ტურნირის საკვალიფიკაციოდან ძირითადის ფინალში გავიდა
19 წლის ეკა გორგოძე (503) ანთალიის 10-ათასიან ტურნირში საკვალიფიკაციოდან ძირითადის ფინალში გავიდა.

ჩვენ ამ ტურნირის შესახებ თხრობა მეოთხედფინალზე შევაჩერეთ, სადაც ეკამ რუს ალექსანდრა რომანოვას (738) მოუგო - 6:0, 7:5. მე-2 ნომრად განთესილმა ქართველმა ნახევარფინალში გერმანელ კატარინა ლენერტს (860) სძლია - 6:3, 6:7 (5), 6:2. გორგოძე ტიტულთან ასე ახლოს იყო, მაგრამ ვერ შეწვდა - ფინალში რუს იანა ბუჩინასთან (600) დამარცხდა - 3:6, 4:6. ამ დღეებში ეკა ეროვნულ ნაკრებს ქაიროში შეუერთდება, სადაც ჩვენი გუნდი "ფედერაციის თასზე" იასპარეზებს.

17 წლის ალექსანდრე მეტრეველმა (მსოფლიოს 82-ე ჩოგანი ახალგაზრდებში) იტალიურ სალსომაჯორეში მე-2 კატეგორიის ტურნირში კარგად იასპარეზა. მე-13 ნომრად განთესილი ქართველი საბოლოოდ ერთეულთა თანრიგს ნახევარფინალში დაემშვიდობა.

აღსანიშნავია, რომ მეტრეველმა გზად შეჯიბრების ორი ფავორიტი გამოთიშა - პირველ ნომრად განთესილი შვეიცარიელი დიმიტრი ბრეტინგის (29) დამარცხების შემდეგ, ჩვენებურმა მე-5 ნომრად განთესილ ჩეხ ადამ პავლაშეკსაც (72) აჯობა - 7:5, 6:2. ნახევარფინალში ჩვენ თანამემამულეს მასპინძელი ამერიგო კონტინი (299) ელოდა, პირველი სეტი ქართველმა მოიგო, მაგრამ შემდეგ იტალიელმა იმძლავრა - 6:3, 4:6, 4:6.

ახლა მეტრეველი "დევისის ნაკრებზე" საქართველოს ნაკრებში გამოცდის ძალებს, ჩვენი გუნდი მალტაში ითამაშებს.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე