ეშტორილის ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ესპანელმა ანაბელ მედინამ გერმანელ კრისტინა ბაროისს ორ სეტში დამაჯერებლად აჯობა
ქალმა ჩოგბურთელებმა ნაადრევად დაასრულეს ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა - ბარსელონასა და ეშტორილში შაბათს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ამის მიზეზი ის არის, რომ შაბათსვე მადრიდში სტარტი აიღო უმაღლესი კატეგორიის ტურნირმა და გასული კვირის ლაურეატებს დრო სჭირდებოდათ ესპანეთის დედაქალაქში ჩასასვლელად.

რაც შეეხება ბარსელონასა და ეშტორილის ტურნირებს, რეიტინგის ლიდერებმა არ შეიწუხეს თავი იქ ჩასვლით და მადრიდის ტურნირზე გააკეთეს აქცენტი.

საუკეთესო ოცდაათეულის წევრებიდან საქმეში მხოლოდ ალისა კლეიბანოვა, ალექსანდრა დულგერუ და მარიან ბარტოლი ვიხილეთ. ფრანგი ბარსელონას ტურნირის პირველი ნომერი იყო, რუსი - ეშტორილის ბადეს ედგა სათავეში. თუმცა პირველი მათგანი უკვე საწყის წრეში გამოეთიშა ბრძოლას, კლეიბანოვამ კი მეორე ეტაპის ბარიერი ვერ გაიარა.

ეშტორილში გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ გერმანელი კრისტინა ბაროისი და ესპანელი ანაბელ მედინა გარიგესი. 28 წლის პირენეელს აქამდე კარიერაში ცხრა ტიტული ჰქონდა მოგებული, მათ შორის რვა - გრუნტზე. ამ მხრივ, მისი მეტოქე ბევრით ვერაფრით დაიკვეხნიდა. ასე რომ, გადამწყვეტ მატჩებში თამაშის გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა ტიტულისთვის ბრძოლაში. ბაროისმა ყველა კომპონენტში დათმო მატჩი მედინა გარიგესთან. გერმანელს წვიმის გამო წარმოქმნილმა პაუზამაც ვერ უშველა და ორ სეტში მხოლოდ სამი გეიმი აიღო - 1:6, 2:6.

ბარსელონას ფინალში ურთიერთობას არკვევდნენ რობერტა ვინჩი და ლუსი ჰრადეცკა. იტალიელმა ნახევარფინალში მხოლოდ მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე გამოსტაცა გამარჯვება ესპანელ ლაურა პოუს ტიოს. სხვათა შორის, ვინჩი კარიერაში მეოთხე ტიტულისთვის იბრძოდა, ჩეხს კი აქამდე სამიდან სამი ფინალი ჰქონდა წაგებული და ნავსი ვერც ამჯერად გატეხა.

არადა, ჰრადეცკამ შეხვედრა უკეთ დაიწყო და პირველი სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა, მაგრამ რობერტამ ინიციატივა მოიპოვა და ბარსელონაში მეორედ გაიმარჯვა - 4:6, 6:2, 6:2.

შაბათს კი, როგორც გითხარით, მადრიდში უმაღლესი კატეგორიის ტურნირი დაიწყო და პირველ დღე უიღბლო აღმოჩნდა რუსი ჩოგბურთელებისთვის.

ბოლო პერიოდში "დიდი სლემის" ტურნირების ორგზის ჩემპიონისთვის სვეტლანა კუზნეცოვასთვის უხერხულ მეტოქედ იქცა სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა. რეიტინგის 28-ე ჩოგანმა ზედიზედ მესამედ დაამარცხა რუსი ჩოგბურთელი, ამჯერად იოლად ორ სეტში - 6:3, 6:2.

ასევე მოულოდნელობა იყო კიდევ ერთი რუსის - მარია კირილენკოს მარცხი ავსტრალიელ იარმილა გაიდოშოვასთან, ხოლო მესამე რუსმა ვერა დუშევინამ თავი შეირცხვინა ვიქტორია აზარენკას წინააღმდეგ - 0:6, 0:6.

პირველი წრის მატჩი მოიგო რუსების ლიდერმა ვერა ზვონარევამ, თუმცა მისი სათამაშო ფორმა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან ვეტერან შვეიცარიელთან პატი შნიდერთან ტურნირის მეორე ნომერმა მეორე სეტში 1:6 წააგო.

WTA

Estoril Open

ეშტორილი (პორტუგალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/2 ფინალი

ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:1, 6:3; კრისტინა ბაროისი (გერ)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 7:6(2), 6:4.

ფინალი

ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-კრისტინა ბაროისი (გერ) 6:1, 6:2.

Barcelona Ladies Open

ბარსელონა (ესპანეით). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/4 ფინალი

ლაურა პოუს-ტიო (ესპ)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:7(7), 6:1, 7:5.

1/2 ფინალი

ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ)-სარა ერანი (იტა, 5) 6:1, 7:5; რობერტა ვინჩი (იტა, 6)-ლაურა პოუს-ტიო (ესპ) 4:6, 6:4, 7:6(4).

ფინალი

რობერტა ვინჩი (იტა, 6)-ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ) 4:6, 6:2, 6:2.

Mutua Madrid Open

მადრირი (ესპანეით). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 ევრო

I წრე

ვერა ზვონარევა (რუს, 2)-პატი შნიდერი (შვეიც) 6:2, 2:6, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 4)-ვერა დუშევინა (რუს) 6:0, 6:0; სამანტა სტოსური (ავსტრა, 5)-ხისელა დულკო (არგ) 3:6, 6:2, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 10)-იაროსლავა შვედოვა (ლატ) 2:6, 6:1, 6:3; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 12) 6:3, 6:2; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 13)-ლურდეს დომინგეს ლინო (ესპ) 6:3, 6:1; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 16)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 6:4, 6:1; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:0, 6:1; აგნეს შავაი (უნგ)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 7:6(5), 4:6, 6:1; იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა)¬-მარია კირილენკო (რუს) 7:5, 3:6, 7:6(4).

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა