17 ნოემბერი, 2018 წელი, 15:00, "ბიბლუსი გალერეაში" (მის: ს. კანდელაკის 7, ჟვანიას მოედანი) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და "ბიბლუსს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და "ბიბლუსის" დირექტორი ირაკლი გაგნიძე.

შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და "ბიბლუსი" ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ამასთან, წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა პროექტს ერთობლივად განახორციელებენ.

"ბიბლუსსა" და ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოს შორის დაწყებული თანამშრომლობა, აღნიშნული მემორანდუმის გაფორმებით, სისტემატურ და პარტნიორულ ხასიათს შეიძენს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოში ყველაზე დიდ წიგნის მაღაზიათა ქსელს უკვე აქვთ ერთობლივი მუშაობის წარმატებული გამოცდილება. ფეხბურთის ფედერაციის უნიკალური პროექტის - აუტიზმის მქონე ბავშვთა კლუბების საზაფხულო ფესტივალი 2018-ის პარტნიორი სწორედ შპს "ბიბლუსი" იყო.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა მონაწილეობით შედგება. გიორგი ლორია, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი ჩაკვეტაძე "ბიბლუსი გალერეაში" მისულ სტუმრებს 15:00 საათიდან დაელოდებიან. ფეხბურთელებთან შეხვედრა ყველა მსურველს შეეძლება. გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი ლორია "ბიბლუსის" სტუმრებს სამახსოვრო ბარათებს საკუთარი ავტოგრაფებით გადასცემენ.

მომზადებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდის მიხედვით

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
სართიჭალის ახალი სტადიონის დათვალიერება
ლევან კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
ნიკა ცქიტიშვილის ორმაგი დუბლი ლიბანის ჩემპიონატზე
უეფას დელეგაციის ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში
სფფ-ის რუსთავის ტექნიკურმა ცენტრმა პრო ლიცენზიის მასტერ-ტესტს უმასპინძლა
სუპერთასის განსხვავებული ფორმატი და მეტი ინფრასტრუქტურა - სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეტ ჩექირი უხელმძღვანელებს