ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

10 ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ანდორასთან მატჩში

10 ბალიანი სისტემა - საქართველოს ნაკრების შეფასება ანდორასთან მატჩში

ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ანდორასთან ფრე (1:1) ითამაშა.

სამწუხაროდ ამ შემთხვევაში მოგებათა სერიაც შევაჩერეთ და მშრალი სერიაც დასრულდა, ეს კი არაერთმა მიზეზმა განაპირობა.

გთავაზობთ ფეხბურთელთა 10 ბალიან შეფასებებს.

გიორგი ლორია - 4.0 - ერთი დარტყმა და ერთი გოლი, რამდენჯერაც არ უნდა უყურო ამ მომენტს, ეს ნამდვილად არ იყო აუღებელი ბურთი. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ნაკრების მეკარეს უფრო რთულად ასაღები ბურთები გაუნეიტრალებია. თუმცა მარტო ესეც არ არის, მისი გადაცემები ხშირად არაზუსტი იყო და რამდენჯერმე გარისკა კიდეც. ფაქტია, ლორიას სასწრაფოდ ესაჭიროება პრაქტიკა, სხვა შემთხვევაში რეგრესი სახეზეა.

ოთარ კაკაბაძე - 6.0 - საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველს ორივე გოლის შემთხვევაში წვლილი მიუძღვის, პირველ შემთხვევაში გიორგი ჩაკვეტაძეს იდეალური გადაცემა გაუკეთა, მეორე შემთხვევაში მის ჯარიმას მოჰყვა გოლი. სხვა მხვრივ ძალიან ხშირად ერთვებოდა შეტევებში და დაცვაშიც ნორმალურად გამოიყურებოდა.

დავით ხოჭოლავა - 5.5 - "შახტარის" მცველს ბევრი საქმე არ ჰქონია, ცენტრალური დაცვა ძირითად შემთხვევაში უსაქმოდ გვყავდა. ერთადერთი ფაქტი რაც მას თანაგუნდელებისგან გამოარჩევს პასების სიზუსტეა, მან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 92.9% დააფიქსირა.

ჯიმი ტაბიძე - 5.5 - "უფას" მცველს დატვირთვა არ ჰქონია, არც მეტოქე აწუხებდა ხშირად და არც თვითონ აწუხებდა მათ.

გიორგი ნავალოვსკი - 5.5 - იმ ფონზე როდესაც ძირითად შემადგენლობაში ჯაბა კანკავა და გურამ კაშია არ იყო, ნავალოვსკი კაპიტნად მოგვევლინა. ფლანგიდან ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას, თუმცა ნაკლებად გამოსდიოდა და ხშირ შემთხვევაში გიორგი ჩაკვეტაძის პასებით მომმარაგებელი იყო.

ვაკო გვილია - 4.5 - სამწუხაროდ გვილია იმ ფეხბურთს ვეღარ აჩვენებს რაც გვახსოვს, ეს ისევ და ისევ პრაქტიკის არ ქონის ბრალია. ერთ-ერთი უსუსტესი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრებში და ვიმედოვნოთ, რომ უახლოეს მომავალში თავის ძველ კონდინციებს დაუბრუნდება.

ნიკა კვეკვესკირი - 5.5 - იმ ფონზე როცა ორი საქმის გაკეთება სრულად მას უწევდა - შეტევების ჩაშლაც და პასებიც გაცემაც, ცოტა აირია და ორივეს თანაბრად ვერ ახერხებდა. თუმცა ის ერთა ლიგაზე კანკავასთან ერთად კარგ წყვილს ქმნიდა და კაპიტნის დაბრუნების შემდეგ, ალბათ თავის საქმეს უფრო კარგად შეასრულებს.

ოთარ კიტეიშვილი - 6.0 - პირველ ტაიმში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, ხშირად ამწვავებდა შეტევებს და ამავდროულად თანაგუნდელებს შეტევების ჩაშლაში ეხმარებოდა. თუმცა მეორე ტაიმში ის ისეთივე აღარ იყო, რასაც საბოლოოდ მისი შეცვლა მოჰყვა.

გიორგი ჩაკვეტაძე - 6.5 - ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე თქვა, ჩაკვეტაძე ყველაფერს მარტო ვერ გააკეთებსო და მართალია, თანაგუნდელებმაც უნდა აუბან მას მხარი, რათა თვითონაც უფრო უკეთესად წარმოჩინდეს და ისინიც. მან შეხვედრის დასაწყისშივე გოლი გაიტანა, ამავდროულად ცდილობდა თანაგუნდელები დასარტყმელ პოზიციებზე გაიყვანა. მცდელობა იმისა, რომ მეტოქის მცველებისთვის თავგზა აებნია, მეტოქის უხეში ქმედებებით სრულდებოდა, რაც ტრავმის რისკს ქმნიდა ხელოვნურსაფარიან მოედანზე.

ვაკო ყაზაიშვილი - 4.0 - 34 გაცემული პასი! მისი პოზიციისთვის უჩვეულოა, იყო თუ არა საერთოდ მოედანზე ესეც საკითხავია. მოედანზე არა ვაკო არამედ მისი აჩრდილი დარბოდა, იმედია თვითონაც აცნობიერებს იმას, რომ "სან ხოსესთან" კონტრაქტი აღარ უნდა გააგრძელოს და სასწრაფოდ ევროპაში დაბრუნდეს. ამავდროულად უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ის ნომინალურად მარჯვენა ფლანგზე მოგვევლინა, თუმცა იქ მისი ადგილი არ იყო და ცენტრში გადმოსულს აღარაფერი გამოსდიოდა.

ბაჩანა არაბული - 4.5 - დაახლოებით ორი მომენტი მაინც ჰქონდა, როცა შეეძლო გაეტანა, თუმცა სათანადოდ ვერ იმოქმედა. "პუშკაშის" ფორვარდმა თავდამსხმელის პრობლემა ნამდვილად ვერ გადაჭრა. არც პოზიციონერებაში გამოირჩეოდა და არც საქმეში.

ცვლილებები

ვახტანგ ჭანტურიშვილი - დაახლოებით 13 წუთი იყო მოედანზე და მხოლოდ ორი ზუსტი პასი გააკეთა, მისთვის კი ეს დრო შანსი იყო რათა თავი უკეთესად წარმოეჩინა, მითუმეტეს იმ ფონზე რომ მეტოქის ფეხბურთელები ვარსკვლავებს ვერ წყვეტდნენ.

ნიკა კაჭარავა - "ანორთოსისის" ფორვარდისგან არც არაფერს განსაკუთრებულს ველოდით და არც არაფერი გაუკეთებია.

ლუკა ზარანდია - იმ ფონზე როცა ნაკრები ვერაფერს აკეთებდა, ზარანდიასნაირი ტექნიკური ფეხბურთელი გაცილებით ადრე უნდა გამოჩენილიყო მოედანზე, თუმცა ის მოედანზე 87-ე წუთზე ვიხილეთ.

ვლადიმირ ვაისი 4.0 - როდესაც ანდორასთან ფრეს თამაშობ, აქ მწვრთნელის ბრალეულობა დიდია. ფაქტია სლოვაკმა თავის კოლეგასთან სამწვრთნელო დუელი წააგო. იმ ფონზე, როცა ბოლომდე იდეალურად გვინდოდა საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულება, ამდენი ცვლილება არ იყო საჭირო და გუნდის მოშლა. შეიძლება ცენტრალურ მცველებს საქმე არ ჰქონიათ, თუმცა მოედანს აკლდა ლიდერი და გურამ კაშია რომელიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს მოედანზე სათადარიგო სკამზე იყო. არც უპრაქტიკო ფეხბურთელების თამაშმა გაამართლა, არც მარჯვენა ფლანგზე ყაზაიშვილის გამწესებამ და ვერც ბაჩანა არაბულის ფორვარდობამ. საბოლოო ჯამში მეოთხე კალათაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და მაკედონიაც ერთი ქულის ზღვარზე მოგვიახლოვდა.

• x.x

ეს ფეხბურთის ფედერაცია ისეა პოლიტიკაში ჩართული, რომ ფეხბურთი ალბათ დაავიწყდათ! რატომ არ მიუთითებთ ვაისს დროული შეცვლები გააკეთოს? დავიღალეთ კაჭარავას ყურებით! 87-ე წუთზე შემოყავს ზარანდია, რა ქნას ამ ბიჭმა 3 წუთში? არაბიძეს ხო საერთო აღარ იძახებენ! ნახეთ როგორ თამაშობს თავის გუნდში.

• იაგო

ვაისს ღმერთმა ნუ ქნას ნახევარფინალის თამაში სტუმრად მოგვიწიოს თორემ დაგვრჩები უმუშევარი!!!

• პეტროსი

კიდევ ერთხელ ვამბობ-ვაისი ტამაშს ვერ გრძნობს,რომ დროული და საჭირო შეცვლები გააკეთოს.მე ვხვდები,რომ გოლის მერე სასწრაფოდ უნდა შეეცვალა ყაზაიშვლი,არაბული,გვილია და მის მაგივრად ზარანდია,აბურჯანია,ხარაიშვილი შეეყვანა.ეს ფედერაციაც რომელიც ყველგან ყოფს ცხვირს აქ ჩაყოს გრძელი ცხვირი...ან ქვეყანას რას ერჩიან,ან ქართულ ფეხბურთს, ან კიდევ ჩვენ...

• Alex.F.

აბსოლუტური სიმართლეა!სამწუხაროდ ტრავმები თავს არ გვანებებს!არადა ყაზახებთან მხოლოდ მოგება გვაწყობს,წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს ნახევარფინალის გასვლაზე თამაში,რაც ჩვენს შანსებს ამცირებს!იმედია ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდება!

• ირაკლი

მოკლედ ისე გამოვიდა რომ სხვა ჯგუფების პირველადგილოსნების იმედად ყოფნა აღარ გამოდის და ეს ერთი შეხედვით იქნებ უკეთესიცაა. ბელორუსს 11 ქულა აქვს და ბურთების სხვაობა +8, ბოლო ტურში სან მარინოს ხვდებიან სახლში და სავარაუდოდ კარგად ამოტენიან. ასე რომ აგროვებენ 14 ქულას და თუკი ჩვენ ვთამაშობთ ფრეს მაშინ გამოდის რომ გადაგვასწრებენ უკეთესი ბურთების სხვაობით (ჩვენ +9 გვაქვს და თუ ფრეს ვთამაშობთ ასევე დაგვრჩევა 14 ქულით), მაკედონიას 12 ქულა აქვს და ბოლო ტურში სახლში ხვდება გიბრალტარს და სავარაუდოდ ეგენიც ამოტენიან და აგროვებენ 15 ქულას. გამოდის ყაზახებთან ფრე წაგების ტოლფასია. აი ასე იყრება წყალში ასეთი ძალისხმევით მოპოვებული უპირატესობა. ყაზახები არაფრით არ არიან ჩვენზე სუსტი ნაკრები და შანსები 50/50-ზე იქნება. არადა ნახევარფინალის თბილისში მიღება ჩვენი ფინალში გასვლის შანსებს ბევრად გაზრდიდა. საქართველოს ნაკრები შინ და გარეთ ორი სხვადასხვა გუნდია. ჩვენი გუნდის მაინც მჯერა, მაგრამ თუ რაიმე ისე არ წავიდა როგორც ჩვენ გვინდა, ვაისი თამაშის შემომტრიალებელი არაა. სამწუხაროდ ესაა რეალობა.

• Giorgi

batono avtoro sanam vakos europashi dabrunebas urchevdet iqneb genaxat amerikis chempionatis ramodenime tamashi

• QT

თუკი ექსპერიმენტების თამაში იყო, ჩემი აზრით ბოლომდე წასულიყო ექსპერიმენტზე, კარში ჩაეყენებინა კვასხვაძე,უთამაშებელი გვილიას ნაცვლად აბურჯანია ყოფილიყო და ნუ პირველი უსახური ტაიმის მეტე გაეყვანა ყაზაიშვილი. არც არავინ დაძრახავდა ასეთ შედეგს. ეხლა კი ყაზახეთთან ექსპერიმენტწბის დრო აღარაა, წაფორხილება შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს, სხვა ჯგუფებში მეტი ქულა დააგროვობ პირველადგილოსნებმა და პლეიოფის ნახევარფინალის მასპინძლობა გაგვიფრინდეს ხელიდან. იმედია ბიჭები აცნობიერებენ ამას და ყაზახეთს სრული სვლით და თავდადებით ეთამაშებიან გამარჯვებისთვის.

• ვასო

ვაისი და ფედერაცია გადააბი ერთმანეთს და გადაუძახო უნდა მოუსვლელში. ამათ გამაზული ქონდათ მე ვიყო. აბა ლორიამ რა ბურთი გაუშვა, ან რა ზამენა გააკეთა, ან როდის. ცოცხალ-მკვდარი არაბული გაიყვალა და მკვდარი კაჭარავა შემოიყვანა. შემოეშვა ზარანდია-ხარაიშვილი- ჭანტურიშვილი, გვილია-არაბული-ყაზაიშვილის ნაცვლად გაშვებული გოლის შემდეგ სრაზუ, რაღას ელოდებოდა. გამაზული იყო აბა რა, მეტი რა უნდა იფიქრო? ასე დებილია ვაისა დავიჯერო? ფულებს იყოფენ ეგ და ფედერაცია იასნია. იშონე მარა საქმეც გააკეთე ტოოო. ათამაშე ის ბიჭები, მართალს წერს ლევანი

• vai vai

""როდესაც ანდორასთან ფრეს თამაშობ, აქ მწვრთნელის ბრალეულობა დიდია. ფაქტია სლოვაკმა თავის კოლეგასთან სამწვრთნელო დუელი წააგო."" ხო ყველა ვხვდებით ვაისის კოლეგა რა კვალიფიკაციის მწვრთნელია. ეს სირცხვილი არ მოხდებოდა 78 წუთზე როარ დაეწყო ცვლილებები.

• gulshematkivari

უმუშევარია კიკინა და იმხელა კუში მოხსნა, კაი ხანს ეყოფა, გაუშვებდა აბა რა, ძლივს კარის ჩარჩოში დაურტყეს. მაგისთვის ყავთ სწორედ ნაკრებში, აბა თავმოყვარე ფედერაცია მაგას როგორ ათამაშებს, ბარეორს კიდე. ფარჩაკები.

• ლევანი

რატო არ გამომიქვეყნეთ, არ გაწყობთ ობიექტული კრიტიკა? მიტოა კარგად საქმე

• ლევანი

როგორც ჩანს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვაისი კორუმპირებულია, იმიტომ ვართ დარწმუნებულნი რომ ნაკრებში არ იძახებს ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელს და ბომბარდირს გიორგი გაბედავას.

• ოპტიმისტი

ძალან ჭკვიანი ფეხბურთელია კაკაბაძე, ჩაკვეტასთან ერთად მასაც კარგ შეფასებას მივცემდი. კანკავას მოედანზე ყოფნა ამ თამაშს ჰანდიკაპით მოიგებდა!!! წარმატებები ბიჭებს. ადმინ ნუ მიბლოკავ

• s.s.

პირველ ქულებს, რომ დაკარგავ ანდორასთან და პირველ გოლსაც გაგიტანს, ამის მიუხედავად დარჩენილ საკმაო დროში ვერ მოიგებ თამაშს... ფედერაცია სად იყურება? რატომ არ მიუთითებს, რომ შეცვლა გააკეთოს თავის დროზე? გამოყავს კაჭარავა...ხოლო ვისაც თამაშის გამწვავება შეუძლია ზარანდია გამოყავს 87-ე წუთზე!

• Fz

ლორია-ტელევიზიაში!..

• ლევანი

ვაისისთვის ქულა არ უნდა დაგეწერათ საერთოდ, ან -4. ჯერ არაბიძესთან იგი არაა მართალი, რადგან მისთვის შანსი კარგა ხნის წინ უნდა მიეცა და ახლა იგი ნორმალურ გუნდში იქნებოდა. ბენფიკასთან საოცარი იყო, გუშინაც შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. თავისუფლად შეიძლება მისი კაზახეთთან დაყენება, აქ არაა? კიტეიშვილი არაა ცუდი ბიჭი, რაც შეეძლო ითამაშა, მაგრამ ჯერჯერობით, მხოლოდ კარგი ზამენაა, ძირითადის არა და ეს ვაისს ამდენხანს უნდა შეეტყო, ასევეა არაბული, რომელიც ადრეც ყავდა გამოძახებული. კაჭარავა საერთოდ არაა გამოსაძახებელი. ვაკო არაა ფორმაში და ეგ საერთოდ ხასიათის ფეხბურთელია, თუ უნდა თამაშობს. ჭანტურიშვილიც არაა ჯერჯერობით ძირითადის იგროკი, თუმცა სტაბილურია და უკვე მეხუთედაა გამოძახებული. ზარანდია კი თავიდანვე უნდა ეთამაშებინა, ასევე ხარაიშვილიც. დანარჩენი, შემტევებზე და თავდასხმაზეა საუბარი, ლაზარეთშია და ისეთი მძიმე ტრავმები აქვთ, თან მრავალჯერადი, რომ მინიმუმ იდიოტი უნდა იყო, რომ ეგენი გუნდის ბირთვად მოიაზრო საგაზაფხულოდ გადამწყვეტი თამაშებისთვის. Gმერთმა ხელი მოუმართოთ, მარა სათუოა მათი დიდი ფეხბურთი, რაც გულსაწყვეტია. საყრდენებს რაც შეეხება, გვილიას რეგრესი სახეზეა, რაც ახალი არაა, იგივეს ვიტყვი კვეკვეზე. კანკავა გმირია, მაგრამ დაბერდა და იქნება კი მზად საგაზაფხულოდ? მეეჭვება, რობოტი ხომ არაა ბოლობოლო. აბურჯანია მართალია ას პროცენტიანი დრო არ აქვს, მაგრამ სჯობდა მას ეთამაშა და მისი გაზაფხულზეც მეიმედება. ლორია დირკა იყო და დარჩა. ძალიან ჰგავს ლორიას კვერკველია, მხოლდ კვერკვეს ბორში და პელმენი უყვარს, ხინკალი არა. ამ ყველაფრის პარალელურად ევროპაში თამაშობენ ბიჭები:პოტუგალიაში- ებრალიძე, რომელიც მეორე წელიწადია სტაბილურია, კარგი ფლანგელია, საყრდენადაც შეიძლება და უნივერსალია თითქმის, რაც ძალიან ფასეულია. ხომ უნდა მისცემოდა შანსი? ყველაზე მეტად ის იმსახურებს, თან დღევანდელ სიტუაციაში, იგივეს ვიტყვი პარუნაშვილზე, რომლის მხებზედაცაა ესბერგის საყრდენი ზონა და წარმატებითაც ასრულებს მის მოვალეობას, გუნდი კი მოწინავე პოზიციებზეა. ლობჯანიძის დამსახურებაა, რომ მისი გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს, სრული სათამაშო დრო ეძლევა და კარგი იქნებოდა მისი ცენტრფორვარდად გამოყენება, დღეის მდგომარეობით იგი საუკეთესოა, ამავე პოზიციაზე ფორმა აკრიბა სხირტლაძემაც, რომელიც შარშანაც კარგი იყო. ასევე მინდა აღვნიშნო, მოწინავე პოზიციებზეა უიპეშტი, თან თამაშით ნაკლები აქვს, ხოლო პუშკაში ფსკერზეა , სადაც არაბულია. ლოგიკური კითხვაა, არაბულს იძახებ, ბერიძეს არა, რომელიც საუკეთესო სეზონს ატარებს. სადაა აქ ლოგიკა? რატომ არ თუ ვერ ხერხდება მახარაძის ჩამოყვანა? კვასხვაძე მაინც ათამაშონ, რომელიც მშვენიერ ფორმაშია. დასკვნა არაა სასიამოვნო, მაგრამ სიმართლეს ვიტყვი, ეს გათამაშება ნაკრებს არაფერშიც არ წაადგა, რადგან ვაისმა კი გაწია სამუშაო და შემოიყვანა ახალი ხალხი, მაგრამ პირველ რიგში ვინც უნდა ენახა და დაეყენებია, ისინი კარს მიღმა დატოვა და კარი გაუღო მათ, ვინც ამას მათზე ნაკლებად იმსახურებდნენ. რა არის ეს? გამოდის რომ არ უვარგა ვაისს ხედვა. ამ გათამაშებაში უნდა მომხდარიყო ნაკრების ბირთვის შექმნა, ტაქტიკის შემუშავება, სტანდარტულების მომზადება, ცვლილებებით თამაშში გარდატეხვის შეტანა. ჯარიმის დამრტყმელი არაა გუნდში და არაბიძე გაწირეს. რომელი ერთი აქვს ვაისს? არცერთი, თუ გვიმალავს არ ვიცი. თუ ჩასულა სადმე თამაშის სანახავად? არა. ერთი გადაცემა რა გახდა, სადაც ამ შეკითხვებს დავსვამთ? ეს ბიჭები კიდევაც რომ შევიყვანოთ გაზაფხულზე, მოესწრება კი მათი შეთამაშება? არ ვიცი. ისიც არ ვიცი, ამ გუნდით მოვუგებთ თუ არა კაზახებს. კაკაბაძის პოზიციაზეც არავინ გვინახია, რომ რამე მოუვიდეს ბიჭს. აი, ამის გათვალისწინებით დაიმსახურა ვაისმა -4 და არა 4.2 წელი საკმარისია, რომ გუნდი შექმნა. ამ ჯგუფიდან მეც გავიყვანდი გუნდს და საერთოდ შეცდომა იყო დ ჯგუფი, როცა ც-ს შანსი გვქონდა. ძალიან გთხოვთ ეს მაინც გამომიქვეყნეთ და ნუ ჩამიყრით ამდენ ნაფიქრალს წყალში, ძლივს მოვაბი თავი. ნუ იმედი მაინც ბოლოს კვდება. კრიტიკა აუცილებელია, რომ იგრძნოს ვაისმა, რა თქმა უნდა კოირექთული და ამ სტანდარტს არ გავცილებივარ, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას. გთხოვთ ნუ გამაწბილებთ, წარმატებები.

• ნიკო

იმედია ყაზახეთთან მატჩში ვიხილავთ გიორგი გაბედავას !

• roma

არ გეთანხმები ავტორ, რაც არუნდა იყოს სტომატოლოგების და სასტუმროს ადმინისტრატორების გუნდს ვერ ვაჯობეთ. ასე რომ უფრო დაბალ შეფასებას იმსახურებენ, მაშინ როცა ყაზახეთს უგებენ და ამათთან ვერა ეს უბრალოს სირცხვილია, ნერვები ვერ დავიმშვიდე უკვე 2 დღეა.

• a

არც ვაისი და არც ლორია საშუალო დონისაც არ არიან, გინდა იგებდნენ და გინდა აგებდნენ ორივე ჩანს რომ უდონოები არიან, ლორია კიდევ ახლა კი არა არასდროს ყოფილა კარგი მეკარე, ერთი ესპანეთთან ითამაშა მაღალ დონეზე და იმის მერე შერჩა კაი მეკარის სახელი, თორე რაც მაგას ასაღები ბურთები გაუშვია... ყველას გვეშინია მაგას რომ ურტყავენ, დამეთანხმება გულშემატკივარი. ისე კრილიას დონეც კი არ იყო, ანჟისაც..., ვაისი კიდევ იღბალაა მწვრთნელი რომ ქვია.

• Emigranti

Nacebis saitia vashadzeze rac davcere sul dabloket )))))))

• ირაკლი

მეც ვეთანხმები რომ ვაისმა ბევრი შეცდამა დაუშვა, როგორც შემადგენლობის დაყენების ისე შეცლების დაგვიანების შემთხვევაში, უთამაშებელი გეხბურთელი რომ პრობლემაა ეს ხომ ანი ბანია, და გოლი ლორიას შეცდომას კი არაა, არამედ ვაისის!

• Emigranti

Ratom arcerti fexburteli ar gamoxatavs tavis mosazrebasgrigol vashadzis gancxadebaze romelmac titoeul tqvengans iribad tu pordapirad sheuracyofa mogayenat rom fexburtelebi ar gvasaxeleben da ase shendeg dafinanseba unda shecyvitos turme sad xar kashia yvela aqcieashi rom igeb monacileobasb da yvela fexburtrls gekitxebit tu martals ambobs iyavit chumad mashin tqveni dumili imis maniahnebelia rom etanxmebit mis gancxadebas. 90 ianebshi dabruneba ar gvindao da tu dafinanseba sheucyvites fexvurts martla dabrundeba fexburti 90 ianebshi nacnoboba fulit gundshi migebebi da ase shemdeg sheidzleba kidev aris mase marabise dzaan agar rogorc 90 ianebshi iyo fexburtelebs eqnebat isev 300-400 larebi da mere nu gagikvirdebat tamashebis chacyoba gayidvebi ai merebiqneba tu iqneba katastrofa bavshta fexburti mokvdeba saertod da momavali taoba gaqreba

• status quo

ყველას 3-იანი,ჩაკვეტაძის გარდა და მწვრთნელს კი 2-იანი.

• გულშემატკივარი

მე იმ ხალხის აზრის ვარ ვინც ვაისს ვენდობით მარა ეს შეცვლების დაგვიანება რა წესი აქვს ამ კაცს არ მესმის რა.ზარანდია დარწმუნებული ვარ რომ მაგრად მოერგება ამ ფორმაციის ნაკრებს და ხომ შეილება რომ მეტი დრო დაუთმოს?რაა ბევრი გვყავს მაგისთანა პრაქტიკის მქონე შემტევი?

• Chaachi

რა ვერ გავიგე იცი.. რა გონია ვაისს საქართველოს ნაკრების მწვრთნელია,ბელგიის თუ ბრაზილიის მესამე გუნდინრო გამოიყვანა სათამაშოთ, თუ ხშირად ვიგებთ ზედიზედ 3 თამაშს, აზრზე მოვიდეს ცოტა თავისმა სიჯიუტემ არ დაღუპოს ბატონი ვაისი!!

• ირაკლი

ვაისის ბრალეულობა სასტარტო შემადგენლობის არჩევაში რა თქმა უნდა არის, მაგრამ უფრო მეტი საყვედური მას შეცვლების კატასტროფულად დაგვიანებასა და ვერ გამოცნობაშია. მწვრთნელს უნდა შეეძლოს თამაშში გარდატეხის შეტანა. არათუ თუ გოლის გაშვების მერე, მანამდეც საჭირო იყო ზარანდიას შემოყვანა და ჩაკვეტაძესთან ერთად ეს ორი ტექნიკური და აქტიური ფლანგი ბევრ ხიფათს შეუქმნიდა მეტოქეს. ჩაკარგული ყაზაიშვილი ბოლომდე დატოვა რაც აუხსნელია. კაჭარავა? უკომენტაროდ! აი ესაა ვაისის პრობლემა. ზედმეტი სიჯიუტე ხშირად სიშტერის მიშანია.

• ტოტტი

გადამრევს ეგ ვაისი მოკლედ მათი კლუბები რომლებიც სამ დღეში ერთხელ თამაშობენ ისინი არ ათამაშებენ და ამას წელიწადში 6 თამაში აქვს და ეგ ათამაშებს რა თან ლორიას საერთოდ უკლუბოს ათამაშებს რომელსაც ერთი წელია არ უთამაშია . ვაისი უნდა წავიდეს წავიდეეეეს

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

ცნობილი გახდა ანდორისა და საქართველოს ნაკრებების სასტარტო შემადგენლობები

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...

ვლადიმირ ვაისი: ასეთი გოლი არ უნდა გაგვეშვა - ყველაფერს ჩაკვეტაძე ვერ გააკეთებს

ვაისის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა და საქართველოს ნაკრები ანდორასთან ფრეს დასჯერდა

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

დავით ხოჭოლავა: ამით კატასტროფული არაფერი არ მომხდარა

ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..

ოთარ კაკაბაძე: გავაანალიზებთ შეცდომებს და ვიმუშავებთ გამოსწორებაზე

უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა

რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე

უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა

ბარსელონიდან ანდორამდე - უსახური "კამპ ნოუ", ორბორბლიანი ქალაქი და სად ცხოვრობს მესი?