დღეს, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები დაიწყება, შედეგად კი ოფიციალურად გამოვლინდება ჯგუფების გამარჯვებულები და დამარცხებულები.

A დივიზიონი

უმაღლეს დივიზიონში ერთი სენსაცია უკვე მოხდა, რადგან გერმანიის ნაკრები ერთი ტურით ადრე ოფიციალურად გავარდა B დივიზიონში. პირველი ჯგუფის გამარჯვებული ჯერ არ გარკვეულა, საფრანგეთს 7 ქულა აქვს, ჰოლანდიას 6 და ამ უკანასკნელს მარაგში აქვს გერმანიასთან გასვლითი შეხვედრა, რომელიც შინ 3:0 გაანადგურა და ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ყოფნის.

მეორე ჯგუფში გადაწყვეტილია, რომ ისლანდია ტოვებს A დივიზიონს, რადგან მათ ყველა შეხვედრა წააგეს. ბელგიას 9 ქულა აქვს, შვეიცარიას 6 და ბოლო შეხვედრაში შანსსაც ინარჩუნებენ, დღეს შვეიცარია ბელგიას მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფსაც მოიგებს.

მესამე ჯგუფში გამარჯვებული პორტუგალია გახდა, მეორე ადგილზეა იტალია და დივიზიონს პოლონეთი ტოვებს.

მეოთხე ჯგუფში ყველაფერი ჩახლართულია, გადაწყვეტილი ამბავია რომ ესპანეთი არ გავარდება და ამავდროულად ინარჩუნებს ჯგუფის მოგების შანსს 6 ქულით. ბოლო ტურში ინგლისი-ხორვატიას მასპინძლობს და გამარჯვებული გუნდი ჯგუფსაც მოიგებს. ხოლო თუ ფრე დასრულდა, ჯგუფს ესპანეთი იგებს, ინგლისი 5 ქულით მეორე ადგილზე გადის და 5 ქულითვე ხორვატია ვარდება.

B დივიზიონი

ეს დივიზიონი ჩვენთვის ისევე საინტერესოა, როგორც დანარჩენი ორი. რადგან აქედან გამოვარდნილი გუნდი, შეიძლება მომავალ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქე გამოდგეს.

პირველ ჯგუფში გადაწყვეტილია, რომ უკრაინა უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდება. ხოლო თუ ვინ გავარდება, ეს ჩეხეთი-სლოვაკეთის მატჩში გადაწყდება, რადგან ორივე გუნდს თანაბარი 3-3 ქულა აქვს. თუ ფრე დასრულდება, ქვედა ლიგაში სლოვაკეთი დაქვეითდება, რომელმაც პირველ შეხვედრაში ჩეხეთთან საშინაო მარცხი 1:2 განიცადა.

მეორე ჯგუფში შვედეთს (4 ქულა) აუცილებლად ესაჭიროება რუსეთის (7 ქულა) დამარცხება რათა პირველ ადგილში შეეცილოს, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 0:0 დასრულდა და შვედები მინიმალური ანგარიშითაც გამარჯვების შემთხვევაში, პირველ ადგილს მოიპოვებენ. მომავალ ტურნირზე რანგით მესამე დივიზიონში კი აუცილებლად იასპარეზებს თურქეთი.

მესამე ჯგუფში ბოსნიამ გიანაღდა უმაღლეს დივიზიონში დაწინაურება, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია კი დაქვეითდება. პოზიცია ავსტრიამ შეინარჩუნა.

ცნობილია მეოთხე ჯგუფის შედეგიც: დანია უმაღლეს დივიზიონში გადადის, ირლანდია ქვეითდება და უელსი პოზიციას ინარჩუნებს.

C დივიზიონი

მომავალ ერთა ლიგაზე აქ საქართველოს ნაკრები იასპარეზებს და მეტოქეებიდან გამომდინარე შესასრულებელი მისია ცოტა გაურთულდება.

პირველ ჯგუფში შოტლანდია-ისრაელის მატჩში გადაწყდება თუ ვინ მოიპოვებს ჯგუფში გამარჯვებას, ორივეს 6 ქულა აქვს, პირველი შეხვედრა ებრაელებმა შინ 2:1 მოიგეს და ფრე მათი უპირატესობა იქნება. ხოლო იქედან გამომდინარე, რომ ამ ჯგუფში სამი გუნდი თამაშობს, ბოლო ადგილოსან ალბანეთს შანსი აქვს დივიზიონში დარჩენის, რადგან დივიზიონს ყველაზე ცუდი მესამე ადგილოსანი გუნდი დატოვებს.

მეორე ჯგუფში გადაწყვეტილი ამბავია, რომ ფინეთი ჯგუფის გამარჯვებულია, ესტონეთი კი რანგით ბოლო ლიგაში ქვეითდება.

მესამე ჯგუფში ბოლო ტურში გადაწყდება გამარჯვებულის ბედი. ნორვეგია, ბულგარეთს თანაბარი 10 ქულა აქვს და ბოლო ტურში: კვიპროსი-ნორვეგია და ბულგარეთი - სლოვენიის მატჩები გაიმართება. თუ ნორვეგია მოიგებს - იგებს ჯგუფსაც, სხვა შემთხვევაში დამოკიდებულია მეორე მატჩზე. დივიზიონს ტოვებს სლოვენია, ხოლო კვიპროსის ბედი მესამე ადგილოსნებში გადაწყდება.

მეოთხე ჯგუფში სერბეთს (11 ქულა) ლიეტუვას დამარცხება ესაჭიროება რათა 100%-ით გაინაღდოს ჯგუფიდან გასვლა, ფრის შემთხვევაში რუმინეთს (9 ქულა) შანსი აქვს ცხრილში გადაასწროს, რადგან ისინი მონტენეგროს ეთამაშებიან და თუ სამ ქულას მოიპოვებენ, ურთიერთშეხვედრებში სერბებთან უპირატესობა აქვთ. ლიეტუვამ ყველა შეხვედრა წააგო და მეოთხე დივიზიონში აუცილებლად დაქვეითდება.

რაც შეეხება მესამე ადგილოსან გუნდებს, ჯგუფებში სადაც 4 გუნდი თამაშობდა, მათ ბოლო ადგილოსან გუნდთან მოპოვებული ქულები უუქმდებათ. ამ ეტაპისთვის უნგრეთს და ალბანეთს 3-3 ქულა აქვს, კვიპროსს და მონტენეგროს 1-1 და ბოლო შეხვედრებში გადაწყდება რომელი დატოვებს რანგით მესამე დივიზიონს.

D დივიზიონი

პირველ ჯგუფში გადაწყვეტილია, რომ გამარჯვებული საქართველოს ნაკრებია.

მეორე ჯგუფში თუ ბოლო ტურში გასვლით შეხვედრაში სან მარინოსთან ბელარუსი არ წააგებს, ჯგუფიდანაც გავა. ლუქსემბურგს კი ამ მოცემულობით თეორიული შანსი აქვს დარჩენილი და ბოლო ტურში გასვლით შეხვედრაში მოლდოვა აუცილებლად უნდა დაამარცხოს.

მესამე ჯგუფში გამარჯვებული კოსოვო-აზერბაიჯანის შეხვედრაში გაირკვევა. მასპინძლებს ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ჰყოფნით, აზერბაიჯანლებს კი ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვება ესაჭიროებათ.

მეოთხე ჯგუფში მაკედონიისთვის გიბრალტართან ფრეც საკმარისია ჯგუფიდან გასასვლელად, წაგების შემთხვევაში შანსი ეძლევა სომხეთს, რომლებმაც გასვლით შეხვედრაში აუცილებლად უნდა დაამარცხონ ლიხტენშტეინი.

qomagi
ისევ გამოხტა ეს ავადმყოფი - "გელა ნუგზარაშვილი", იგივე "გიორგი"
გიორგი
მიდი გელა, მიაწექი :D
ჭაღარა
საქართველოს შეეძლო ანდორასთვის მოეგო და ყაზახეთსაც მოუღებთ ბოლოს კარგ ფორმაშია გუნდი მაგრამ ზედმეტი თავდაჯერებულობა არ შეიძლება გასვლამდე მოგებულად არ უნდა ჩათვალო მატჩი
გიო
მაინტერესებს თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა რას ენიჭება? ურთიერთშეხვედრებში გატანილ გაშვებულ ბურთებს თუ ზოგადად ბურთების უკეთეს მაჩვენებელს...
ილარიონი
ყაზაიშვილს კრიტიკა ეკუთვნის, მაგრამ დანარჩენზე ჯობია ენას კბილი დააჭირო. არავინ გთხოვს ასეთი კომენტარის დაწერას.
ანესთეზეოლოგი
გულშემატკივარს თავი შეგვეკავებინა უსაფუძვლო კომენტარებისაგან და ნეგატიურის ნაცვლად პოზიტიური განწყობა შეგვექმნა უკეთესი იქნებოდა. მითუმეტეს საგანგაშო და წყალგადასაწური არაფერი ხდება. დიდი ხანია ფეხბურთში სადმე ქულათა მაქსიმუმი დაგვიგროვებია და ტურნირის ბოლოს ქულები ასე გვითვლია? 25 წელია მსგავსი არაფერი მომხდარა! ყველაფერი შედარებითია და დანახვა უნდა შევძლოთ განსხვავებების. ამჯერად რა დონეზეც ვიმყოფებით იმის შესაბამისი მოთხოვნები უნდა გვქონდეს ჯერჯერობით და არა მასზე უფრო მაღალი სტანდარტის. ხვალ ნაკრები დამაჯერებლად მოიგებს, აუცილებლად ავალთ 4 კალათაში და ნახევარფინალსაც სახლში მივიღებთ!...
გელა ნუგზარაშვილი
პლეი ოფში საქართველოს შანსი არ ექნება ბელარუსთან კოსოვოსთან და მაკედონიასთან. საქართველო უსაცოდავესი გუნდია, რომელსაც თამაშის გადაწყობა არასოდეს არ გამოსდის. ყაზაიშვილი კი მოედანზე სეირნობისათვის გასაძევებელია ნაკრებიდან.
Ra mogeba
An 1-2 tsavagebt karg shemtxvevashi
მამუკა
თუ ხვალ ვერ მოვიგეთ ნახევარფინალს შინ ვარ ვითამაშებთ.ამაზე რატომ არ აკეთებთ აქცენტს?
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა