ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბილიარდის ტურნირი გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მორიგი ტურნირი ბილიარდში გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ თსუს სტუდენტები.

28-29 აპრილს შეჯიბრი საბილიარდო "რიოში" ჩატარდა. გამარჯვებისთვის სულ 128 სტუდენტი (2 გოგო და126 ბიჭი) შეეჯიბრა ერთმანეთს. საბოლოოდ გამოვლინდა ორი ფინალისტი მოთამაშე: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ზურა წერეთელი და ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი ოთარ ჩიტაია.

თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ ანგარიშით 5-4 გამარჯვება მოიპოვა ზურა წერეთელმა. როგორც ჩანს, ზურა არ თმობს პოზიციებს, რადგანაც წინა წლის ამავე ტურნირის გამარჯვებულიც ზურა გახდა.

გამარჯვებულებს სტუდენტური თვითმმართველობისგან გადაეცათ მედლები და თასი, ასევე პირველ ადგილზე გასულ სტუდენტს 200 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო, ხოლო მეორე ადგილზე გასულ სტუდენტს 100 ლარის ოდენობის.

თამაშს ესწრებოდნენ სტუდენტური თვითმმართველობის წამომადგენლები.

მორიგ ტურნირს თსუს სტუდენტური თვითმმართველობა გამართავს მაგიდის ტენისში, სადაც წარმატებას ვუსურვებთ ყველა მონაწილეს.

თეონა მიშველიძე

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე