საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას თბილისში ჩაატარებს. უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩს ვლადიმირ ვაისის გუნდი ყაზახეთთან გამართავს. ანდორასთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს, გიორგი ნავალოვკის შემდეგ ბაჩანა არაბულიც გამოაკლდა. გუშინ გამართულ ვარჯიშზე ოთარ კიტეიშვილი დაშავდა და გრაცის „შტურმის“ ქართველი ლეგიონერი შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ანდორასთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს სამი მოთამაშე ვერ დაეხმარება, სწორედ ამიტომ, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ყაზახეთთან მატჩის განაცხადში თბილისის „საბურთალოს“ წევრი ვლადიმერ დვალიშვილი იქნება. დღეს ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე , საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მატჩისწინა ვარჯიშამდე ვლადიმირ ვაისმა მედიის წარმომადგენელთ შეკითხვებს, „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერნეციაზე უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი: „ყაზახეთთამ საინტერესო თამაშს ველით, სადაც გამარჯვებასა და სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია, რომ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის დროს მეოთხე კალათაში ვიყოთ და აღნიშნული სამი ქულა სწორედ ამაში დაგვეხმარება. გუნდში კარგი განწყობაა, ყველას ყაზახეთის დამარცხება და გულშემატკივრის გახარება სურს. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება. ერთა ლიგის დაწყებამდე ყაზახეთი ჯგუფის ერთერთ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა, ჩემი აზრით, ფეხბურთელები მზად არიან, რომ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშონ და ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულონ.

ერთა ლიგის გასულ ტურში გამართულ ყაზახეთი - ლატვიის შეხვედრას ვუყურეთ და გავაანალიზეთ. მასპინძლებს საკმაოდ ბევრი საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. შეიძლება ითქვას, რომ ყაზახებს ჩვენი მსგავსი ხარვეზი აქვთ და ეს საგოლე მომენტების ვერ გამოყენებას უკავშირდება.

შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, მათ შორის - იძულებითი. იცით, რომ ნავალოვსკიმ ტვინის შერყევა მიიღო და ასეთი ტრავმით ის ვერ დაგვეხმარება. ცვლილებები იქნება და იმედი მაქვს, ისეთ შემადგენლობას შევარჩევთ, რომელიც გაიმარჯვებს.

ფაქტობრივად, მთელი შესარჩევი ტურნირის განმავლობაში ძირითადი შემტევების გარეშე გვიწევს თამაში. ეს ფეხბურთია, ტრავმები და ბარათები მისი შემადგენელი ნაწილია და ამ თემაზე წუწუნი არ ღირს. ჯგუფი სწორედ იმ ფეხბურთელებმა მოგვაგებინეს, რომლებიც ახლა ნაკრებში არიან, ამისთვის მათ მადლობა უკვე გადავუხადე და მიხარია, რომ შანსი გამოიყენეს. ჩვენ სწორედ ამ ბიჭების კარგი თამაშის ხარჯზე მოვიგეთ ჯგუფი. რა თქმა უნდა, იმ ქართველი ვარსკვლავების დაბრუნება, რომლებიც კარგ ჩემპიონატებში თამაშობენ და ჩვენ ნამდვილად გვჭირდებიან ძალიან გამიხარდება, მაგრამ ვთვლი, რომ ხვალ მოედანზე ის საუკეთესო თერთმეტეული გავა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს ჰყავს.

ანდორაში თამაში ადვილი არავისთვისაა, იქ პორტუგალიის ნაკრებსაც კი გაუჭირდა. ჩვენს მსაგვსად ანდორაში გასვლაზე ქულები ყაზახეთის ნაკრებმაც დაკარგა და დარწმუნებული ვარ, რომ ადვილი თამაში არც ლატვიელებს ელით. ჩვენ ვერ შევძელით გვეჩვენებინა ის, რაც რეალურად შეგვიძლია, მეორე გოლის გატანის შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული თამაში იქნებოდა. ჩვენ დავუშვით ერთი შეცდომა და მივიღეთ გოლი საკუთარ კარში, თუმცა ეს უკვე ისტორიაა და მასზე საუბარს აზრი არ აქვს. მარტივი თამაში არც ყაზახეთის წინააღმდეგ გველის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ ხარისხიან თამაშს ვაჩვენებთ, როგორც ეს ლატვიაში და ყაზახეთთან გავაკეთეთ.“

ნიკა კვეკვესკირი: „ანდორას წინააღმდეგ გამართული შეხვედრა იყო ერთი კონკრეტული მატჩი, რომელიც ნაკრებმა ვერ ჩაატარა იმ დონეზე როგორიც მას სჩვევია. ამ ყველაფერს როგორც სუბიექტური ისე ობიექტური მიზეზები აქვს, თავის როლი ძირითად შემადგენლობაში მომხდარმა როტაციამაც ითამაშა. გარკვეული პრობლემები მინდვრის საფარმაც შეგვიქმნა, რომელზეც შემტევი ფეხბურთის თამაში ძალიან რთული იყო. ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ანდორას წინააღმდეგ გამართული თამაშის ხარიხს თავიდან ბოლომდე ჩვენს თავზე ვიღებთ და გათვიცნობიერებული გვაქვს, რას ელის გულშემატკივარი ჩვენგან. ამასთან ერთად, ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რეალურად რა შეგვიძლია და ვფიქრობ, რომ გასულ მატჩებში ეს დავამტკიცეთ.

ის ფაქტი, რომ ხალხი ნელ-ნელა სტადიონზე ბრუნდება ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ ჯგუფურ ეტაპზე ყველა თამაში მოგვეგო და გოლი არ გაგვეშვა, სამწუხაროდ, ამას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ჩემი აზრით, ფეხბურთი სწორედ იმითაა საინტერესო, რომ ყველაფერს წინასწარ ვერ დაგეგმავ. ანდორას წინააღმდეგ ჩაგდებული თამაში ერთგვარი სიგნალი იყო ჩვენი ნაკრებისთვის, რომ ჯერ ყველაფერი ისე არაა, როგორც გვსურს და სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხბურთელებს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება, ვიცით, რა შეგვიძლია და ამ ყველაფერს ხვალ მოედანზე დავამტკიცებთ.

ჩვენს ტაქტიკურ სქემაზე და იმაზე, თუ რას დავუპირისპირებთ მეტოქეს ასე საჯაროდ საუბარი გამიჭირდება. ეს მთავარმა მწვრთნელმა უკეთ იცის და ყველაფერი უკვე განხილული გვაქვს. ნამდვილად ვიცით, რა ხერხებით უნდა დავამარცხოთ ყაზახეთი და ეს პირველ თამაშში უკვე დავამტკიცეთ. ამ თემას აღარ განვავრცობ, მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ეროვნული ნაკრების მიზანია ხვალინდელ შეხვედრაში ქართველ გულშემატკივარს ზეიმი აჩუქოს.“

საქართველოს ნაკრების 21-კაციანი შემადგენლობა ყაზახეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსკვეიკსი, აშშ), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი), ვლადიმერ დვალიშვილი (საბურთალო)

საქართველო-ყაზახეთის შეხვედრა, დინამო არენაზე 19 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

dadu
დვალიშვილის გამოძახებას არ ჯობდა ფორა მიგვეცა ყაზახეთისთვის და 0:3 დან დაგვეწყო თამაში? სულ ათი კაცი გავსულიყავით მოედანზე თავს დავდებ უფრო მეტ გოლს გავიტანდით. საერთოდ რო არ გავიდეთ სტადიონზე უფრო უკეთესად ვითამაშებთ ვიდრე დვალიშვილთან ერთად. საერთოდ ქართველი რო არ იყოს დვალიშვილი არა? 90 წუთით მაინც სანამ დამთავრდება თამაში. რას გადაგვეკიდე ადამიანო რა გინდა ძლივს დავამსგავსეთ ნაკრები რაღაცას. ნუ მათქმევინებ ფეხი მოგტყდეს რო ნაკრებში აღარ ითამაშო აღარასოდესთქო, შენით დაანებე თავი იმას რაც არაა შენი საქმე არ შეიძლება? რამე დაგიშავა ქართველმა ერმა?
შ თ
რით ვერ გაიგეთ, რომ პრობლემაა კობიაშვილი და არა ვლდიმირები!
ლაშა
ბეგლარიშვილი "ბალტიელი" არის მგონი უკვე (საბუთებით) და ვერ გამოიძახებდა, ფედერაცის კი, აბა რა ვთქვა - რა ინტერესი უნდა ჰქონდეს დვალიშვილის გამოძახებაში? ეგ ტრანსფერისთვის უბებრესია და ....
valderrama
მეც არ მომწონს დვალიშვილის გამოძახება, მაგრამ ამის გამო იმ მწვრთნელის ასე ხელაღებით გინება, ვინც ნაკრებში მცირე მაგრამ მაინც დიდი ხნის ნანატრი შედეგი და თამაშის ხარისხი დადო, არასწორი მგონია. უნდა ვისწავლოთ მწვრთნელის აზრის პატივისცემა, იქნებ ის უკეთესად ხედავს რაღაცას ვიდრე ჩვენ სახლიდან და კომპიუტეირს კლავიატურიდან. მეც არ მგონია სწორი დვალიშვილის გამოძახება თუნდაც გაბედავას მაგივრად, მაგრამ კრიტიკა ერთია და ლანძღვა და გაგდების მოთხოვნა ამის სისულელეა
Buhehe
ვაის ეკითხებიან მესი გამოვიძახოთ თუ დვალიშვილიო და დვალიშვილიო
გიორგი
დვალიშვილი ეტყობა უთავმოყვარეოა. იმდენი კაცობა მაინც არ ყოფნის, თქვას, სხვასაც მიეცით შანსიო?! მამუკა გორგოძე წავიდან რაგბის ნაკრებიდან, ახალ თაობას მიეცეს შანსიო და ესენი ვინ არიან?! კობიაშვილს დაავიწყდა ალბათ, ხალხის მოთმინების ფიალა რა მალე ივსება და რომ ხალხის ფულით ფინანსდება ფეხბურთი. და იმიტომ კეთდება ასე, რომ საერთო დონემ აიწიოს და ბავშვებში მეტი ინტერესი გაჩნდეს, სპორტს მისდიონ და ჯანმრთელები იყვნენ. ეს არის არაპირდაპირი ინვესტიცია ჯანდაცვაში. და კიდევ ერთხელ დვალიშვილს: წადიიიით.
adjjk
აიი ყოჩაღთ... პროსტა მე საერთოდ არ მგონია რრო ვაისმა გამოიძახა ეს კარიერაში გოლგაუტანელი კაცი აქ ფედერაციის ხელი ურევია 100%... არ მესმის ის ფაქტი რო გაბედავას ამაზე ბევრად მეტი გოლი აქ გატანილი ჩემპიონატში და ლადოს იძახებთ??? ან ამ ბეგლარიშვილმა დაგიშავათ რამე?? იმენა "კობი" "იაშკა" კა(ლ)ას ხელებს ვხედავ მე აქქ
ვვვ
კარგია, კარგი. ერთი შანსი მაგასაც ხო უნდა მიეცეს )) მიდი, დვალო, ჰეთთრიკი შეასრულე და ჩაგვაგდებინე ენა! ;)
Geo_Dinamo
ეს რაც მიღწეული გვაქვს ვაისი ამასაც წყალს გაატანს, თუ არა და ნახავთ)) რახან დვალიშვილს დაუბრუნდა ჩვენი საქმე ძალიან ცუდადაა ნამდვილად. რა გონების პატრონი უნდა იყო რომ დვალიშვილი დააბრუნო ამდენი ხნის შემდეგ? ეს თამაში უცილობლად თუ არ მოვიგეთ, გასცლაზე ძალიან გაგვიჭურდება 1/2 ფინალი, გინდა ბელორუსთAნ გინდა კოცოვოსთან.
maxoxia
არავინ არ არის მანდ ან არ უყურებს საქართველოს ჩემპიონატს კაპანაძეს გოლი გოლზე გააქვს მაგარ ფორმაში არის იქნებ ერთი შანსი მიეცათ კაპანაძისთვის
ქუთაისი
მაგის გამოძახებას გუცაევი გამოეძახა ჯობდა!...
გიორგი
ვაისის ვერაფერი გავიგე, თუ იძახებ ჩვენი ჩემპიონატიდან ფეხბურთელს მაშინ ან გაბედავა ან კიდე კაპანაძე იმსახურებენ ნაკრებში ყოფნას. მაგრამ ამათ "ნაცნობობა" არ ყავთ ალბათ.და საერთოდ ძალიან ცუდია ნაკრების მწვრთნელი ესე ხაზს რო უსვავს ეროვნულ ჩემპიონატს.!!!
ჰმ!
აჰა თქვენ დვალიშვილი და უყურეთ ახლა საქართველო-ყაზახეთს
ოთო
რა დვალიშვილი ??????????? ბავშვობის მერე გოლი არ გაუტანია :( სხვა თავდამსხმელებს ალბათ არ იცნობს პირადად (((... და რა ხდება ამ ვარჯიშებზე ერთმანეთს ხოცავენ? ამდენი ტრავმა ვარჯიშზე არსად არ ხდება
Me
რაში ვარჯიშობთ? კლავთ ერთმანეთს?
Kupri
Etyoba vaisi am komentarebs ar kitxulobs da arc eubnebian,jurnalistebma mainc miawodet am kacs gulshematkivrebis xma an bombardirebis sia sheaparet an chaukuwet jibeshi iqneb shemtxvevit mainc naxos
Kaxa
Es ukve martla gagijda.namdvilad gagijda vaisi!
Kupri
Etyoba vaisi am komentarebs ar kitxulobs da arc eubnebian,jurnakistebma mainc miawodet am kacs gulshematkivrebis xma an bombardirebis sia sheaparet an chaukuwet jibeshi iqneb shemtxvevit mainc naxos
mazzola
ვლადიმერები თუ ასე ევასება, ბარემ ვოვა გუცაევი გამოეძახა დვალიშვილის ნაცვლად:)))))))))))))))))) პენალტებს აიკიდებდა მაინც:))))))))))))))
დინამო
ცხადაძე ბევრად ჯობია ამ ვაისს!
მერაბი
მართლა რა გახდა ჩვენი ჩემპიონატის ბომბარდირების არგამოძახება! თუნდაც ანდორასთან მიეცა შანსი! ლოგიკას ვერ ვხედავთ!
status quo
ვაისი ვერ არის კარგად,რა ჩაიციკლა ამ დვალიშვილზე.ვერ ატყობს,რომ დაბერდა და ვერ თამაშობს? აბა,ერთი გაიხსენოს ბოლოს როდის გაიტანა გოლი?
გოჩა
დვალიშვილი საბურთალოშიც ზამენაშია.ვერ ქაჩავს ერკვნულსაც.კაპანაძე და გაბედავა ჯობნიან 100 თავით. კაპანაძეს შედევრები გააქვს ყველა შეხვედრაში, გაბედავა იბრძვის და არ იღლება. დვალიშვილს ღუ არ რცხვენია?!
Geo
ჩაკვეტაძემ თუ არ გაიტანა, ეს ეგრედ წოდებული ფორვარდები გოლებს ვერ გაიტანენ! ერთი ბავში აკათებს თამაშს! Vაის, სადაა შენი ჭკუა მოედანზე?? ვინ ნახა? ჩაკვეტაძე ყოველთვის ვერ გიშველის! არაბიძე მაინც გამოიძახე, ტექნიკურია ეს ბიჭი.. კაჭარავა და დვალიშვილი შემთხვევით თამაშობენ ფეხბურთს ეს ბებიაჩემიც იგებს უკვე!!! რას მიახწიე შენ ვაის? არაფერს, ასეთი მრწვთნელები ბევრი ყავს საქართველოს!!!
ლაშა
კარგი, სათადარიგოდ იყოს, მაგრამ ვაი და ვაისმა ძირითადში ჩასვა?
Lasha
Vაის მოგიტკან პატრონი.
niko
რა დვალიშვილი? ამ ადამიანს ამ ათწლეულში ბურთი არ გაუტანია. Aზალებს ვინმე ფედერაციიდან თუ სად ნახულობს ამ კაცის თამაშს? საქართველოს ჩემპიონატს რომ თვალს არ ადევნებს ამითაც დაამტკიცა კიდევ. ჟერ ერთი ახალგაზრდებს გამოუძახოს და გზა გაუხნსას უნდა აეთი თამაშებით რომ ნახოს მომავლისთვბის ვისი Gამოყენება შეიძელბა. მჭედლიძის დაბრუნების Iმედით კარლოც არ არის და ქვილითაია შემდეგ ზაფხულისკენ თუ ჩადგება მწობრში კარგი იქნება. ჩამოვალ მაშინ ოცი წლის უთამაშებელი და 25 კილო მომატებული და მათამაშოს მაშინ:)
კახა
სად ხართ ეხლა ამ ყ..შვილის დამცველებო ეს ფეხბურთის აზრზეა საერთოდ ჩ.. ვი ფედერაციაში
გიორგი
აქ ხშირად იწერებოდა, ვაისი თამაშებზე არ დადისო და აი დასტურიც. ჟურნალისტებს გთხოვთ, მოითხოვეთ ამ კაცთან ინტერვიუ და დასვით კრიტიკული კითხვები.მაგალითად გერმანიაში ნაკრები იგებს თუ აგებს ლიოვს თამაშის შემდეგ ეძახიან სტუდიაში და ხშირადაც " გაუტისკიათ" პირდაპირ ეთერში. კაცი მსოფლიო ჩემპიონია. და ეს ვაისი ვინ გახდა. სანამ ხალხი პირდაპირ პირში არ დაუწყებს გინებას, არ გვიპასუხებს? თუ იმუნიტეტი იცავს?

ამ კაცს ჯანმრთელობის ცნობა მოთხოვა ფედერაციამ? კიტეიშვილი დაემტვრა და დვალიშვილით ჩაანაცვლა - მსგავსი სტილის ფეხბურთელები არიან ხომ ეგენი? ანდორას ვერ მოუგო და ლორიას შეაწმინდა ხელი, არადა კარში არ დაგვირტყავს 1:1 ის მერე და ნორმალური შეტევა არ გაგვიკეთებია, თან თამაში კაჭარავათი "გააძლიერა", ახლა დვალიშვილი მიამატა და 2 ჩაქუჩით უნდა ყაზახეთის მოგება? მოკლედ დ ლიგაში საუკეთესოობის იმედი ჩაბარდა წარსულს - ასეთი სუსტ ჯგუფში ბოლო 2 ტურში რომ ამ შანსს დაკარგავ, საერთოდ რისი იმედი უნდა გქონდეს.
ქუთაისი
არაბიძე მანდვე ყავს,თბილისში....ჩვენი ჩემ იონატის საუკეთესო გოლავიკებიც.... და ეს დვალიშვილს ეძახის....ნავალოვსკის ბოლომდე ათამაშებს,ტვინის შერყევით...ზამენას აკეთებს 84 წუთზე და 6 წუთს ათამაშებს ზარანდიას....არაბულს კი თითქმის მთელ თამაშს....ერთი წლის უთამაშებელი მეკარე უყენია კარებში ....არ მოწონს ტექნიკური და ამჯობინებს ხესავით ფეხბურთელებს....საერთოდ იგნორს უკეთებს ეროვნულ ჩემპიონატს...არც ჰყურდბს და არც იცის ვინ თამაშობს და რა შესაძლებლობებით....გამოგვისეირნებს სამ თვეში ერთხელ ორი კვირით და ეგ არის ....მოაშორეეეეეეეეთ !
არა
თუ საქართველოს ჩემპიონატს არ უყურებ ბომბარდირები მაინც ნახე ვინები არიან...! გაბედავას რატომ არ იძახებ!!!!!! 2 დიპლომობა არ უნდა ამას ლოგიკური რაც არის იმას ვიძახი ჯერ კიდევ ევროპალიგის საკვალიფიკაციოზე ვნახე როგორი მონდომებული იყო ლოკომოტივზე ტაშიც კი დაუკრეს ამის გამო არ გაჩერებულა თამაშის დროს!
ბოიკოტი
ვაისს ალბათ გაბედავას არ გამოძახებაზე დაფიცებული აქვს, კაცმა 20 გოლი შეაგდო უმაღლესში და არ აღირსა ნაკრები. რა დვალიშვილი ბოლოს მგონი ლეგიაში გაიტანა, ვაის გეყოფა რა.
დ.ნ
დვალიშვილი საუკეთესო წლებშიც საშინელება იყო ახლა რა გამოასწორებდა ვაის ### ხარ
ზიზუ
რას ეწევა ასეთს ეს ორი ვლადიმერი ვიცოდე რა ამდენი წლები რომ ვერ გამოვიდნენ დავიღალეთ ძმებო ამდენი დაცინვით და დაგვანებეთ თავი, რა ლობი ყავს ამ დვალიშვილს ამ ფედერაციაში
ვატო
გამოცდილება თორე ეგეც არ მყავდეს ისეთი გამოცდილი რო თამაში მოგვაგებინოს.რაღა დროის დვალიშვილია.ლეგიონერები ხო გვყავს ხალხნო ვისაც არ უთამაშია და ეხლა კარგ ფორმაში არიან.რომელიმეს უნდა მიეცეს შანსი აუცილებლად.პირადად მე ვაისის მიდგომა არ მომწონს.
ჭაღარა
არა რა ეს კაცი ხალხის ნერვებზე თამაშობს ჯერ შეცვლებს აგვიანებს ჯიუტად მერე მთელი საქართველო ეხვეწება დვალიშვილი არაოდა მაინც!არა რა გაუშვათ ეს კაცი აქედან ეს ჩვენი ნაკრებია თუ ვაისის საკუთრება
Emigranti
Esec chveni samartlianoba dvalishvils lokomotivshi zamenaze yavt arc atamasheben saqartvelos chempionatshi goli ver gaaqvs pensionerebs ro idzxeb she kvercxi gamoidzaxe gabedava vacadze kapanadze zivzibadze visac gilebi aqvs gatanili an bombardirebis sias mainc gadaxede davmase mainc gamogedzaaxa magas jobda vinme 17 clis perspeqtiuli bavshvi gamogedzaxa imas mainc ityoda xalxi axalgaxrdebze aketebs aqcentso pensiineri arafris momcemi bvalishvili rat gvinda kargit ra martla da martla ra tu cavaget gaushvit es kaci ra ara ara adekvatur gadacyvetilebebs igebs dzaan ra
tarieli
გამოვუცხადოთ ბოიკოტი. რაღა დროის დვალიშვილია ხალხო!!!
ave
ტავისი სეხნიაა და მაგიტომ იზახებს.დ.დ.
გელა
რა დვალიშვილი? გაბედავა კაპანაძე ზივზივაძე არაბიძე ჭანტურია ვაწაძე ლობჟანიძე ამათ რით ჯობია დვალიშვილი????????
Grisha
ეს ვაისი მგონი კაიფშია. მეგონა მოვიშორეთ დვალიშვილი და გვეშველა თქო, მაგრამ არა. უკეთესი ვერავინ ნახე ადგილობრივ ჩემპიონატში? მინიმუმ 10 უკეთესი თავდამსხმელი მაინც იქნება. რა გახდა ეს გამოცდილება? თუ არ ათამაშე გამოცდილებას საიდან მიიღებს?
RUS-777
ვაიმე ვაიმეეეეეე.ისევ დვალიშვილი?ეს კაცი მგონი ან მაგრად ეწევა ან გვეკაიფება.ან....ნუ არ ვიცი,მართლა არ ვიცი რაა..მ
Bajo
Vinari eg jorii ra lamis mteli saqartvelo exveceba gabedava atamasheo da esli am never dvalishvili izaxebs. Me at mivdivar tamashze.
emigranti
ისევ დვალიშვილი და თან კაჭარავას შეუწყვილებს ალბათ:)...დაგვცინის მგონი ვაისი. რამდენჯერ უნდა დარწმუნდეს, რომ ამათგან არაფერი გამოვა, გამოიძახოს ჩვენი ჩემპიონატიდან, იმას მაინც ვნახავთ რას შეძლებენ, თორემ პლეიოფში ხომ არ გამოცდის. ე.ი. იქაც ამათმა უნდა ითამაშონ? არა რა, მოსაშორებელია ეს მწვრთნელი დროზე, მადლობა და ნახვამდის!
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..