დინამო თბილისის 11 წლამდე შემადგენლობამ ვილნიუსში ატეიტის თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თბილისელები კურსკის საფეხბურთო სკოლას შეხვდნენ და 4:2 დაამარცხეს მეტოქე. გოლები თორნიკე რეხვიაშვილმა, ვახო სალიამ, ლაშა ხუციშვილმა და ანდრია აბაშიძემ გიტანეს. ამრიგად რევაზ გვარაკიძის გუნდმა ბრინჯაოს მედლები და მცირე თასი დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში 40 გუნდი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის საბურთალოც, რომელმაც საბოლოოდ მერვე პოზიცია დაიკავა, ხოლო ლივერპულმა გათამაშება მეთორმეტე ადგილზე დაასრულა. ატეიტის თასის საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული - ლუკა წულაიამ მიიღო.

ლურჯ-თეთრებმა ჯგუფურ ეტაპზე ოთხი შეხვედრა ჩაატარეს და ოთხივეში დიდი ანგარიშით იმარჯვეს. დინამომ პირველ მატჩში შვედურ ვასალუნდს 3:0 აჯობა. გოლები ვახო სალიამ, თორნიკე რეხვიაშვილმა და ლაშა ხუციშვილმა გაიტანეს. მეორე პაექრობა დინამოს მოსკოვის დევიატკასთან ჰქონდა. თბილისელებმა მეტოქე 4:0 დაჯაბნეს, გოლები რუსების კარში საბა კაკულიამ, ნიკა გვაზავამ, კობა კაკაშვილმა და ანდრია აბაშიძემ გაიტანეს.

მესამე მატჩში ჩვენმა გუნდმა ლატვიურ დაუგავპილსს ვახო სალიას ჰეთ თრიქით 3:0 მოუგო. იმავე ანგარიშით ვილნიუსის ჟალგირეიტისი დავამარცხეთ. გოლები ლიეტუველებს ლაზარე ნათენაძემ, კობა კაკაშვილმა და ვახო სალიამ გაუტანეს. მეოთხედფინალში დინამომ ლატვიურ ტუკუმსს ლაშა ხუციშვილის გოლით 1:0 აჯობა, ნახევარფინალში კი ლატვიურ მეტასთან მატჩი 0:1 დავთმეთ. 23 ნოემბრიდან ატეიტის თასზე დინამო თბილისის 10 წლამდე ფეხბურთელებიც იასპარეზებენ.

გურამი
ფორას ლატვიას იქით მივცემთ. რამდენი სასიამოვნო მოხდა ამ ტურნირზე და მარტო ეს რომ იწერება კომენტარში ძალიან ტეხავს. აშკარად საუკეთესო იყო დინამო ვინც ნახა მატჩები ეგრეა. ძალიან არ გაუმართლათ ლატვიასთან და რუსებს რომ ორჯერ მოუგეს ეგარაუშავს ხო ფორას ვაძლევთ მაგათ. ბრავო დინამოს აკადემიას,. ამდენი ტურნირზე წარმატება.
Ret
8 10 წელიწადში ალბათ ლატვია ფორას მოგვცემს
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
თბილისის "დინამოს" 14-წლამდელთა გუნდმა ატეიტის თასი მოიგო
თბილისის "დინამოს" 12-წლამდელთა გუნდმა ატეიტის თასზე მეორე ადგილი დაიკავა
"ღმერთო, დაუჯერებელია" - "დინამოს" 12 წლის ფეხბურთელის ფინტი ჩაკვეტაძის სტილში [VIDEO]
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამოს" 14-წლამდელთა გუნდი ატეიტის თასის ფინალშია
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
თბილისის "დინამოს" 14-წლამდელთა გუნდი ატეიტის თასზე გაემგზავრა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა