ყველა ადამიანს ცხოვრებაში რაღაც პერიოდი აქვს, ხან წარმატების, ხან კი წარუმატებლობის, ასეა სპოტრშიც, ასეა ფეხბურთშიც - გასულ სეზონში ნიკა კაჭარავა პოლონეთის ჩემპიონატში ურიგოდ ნამდვილად არ ასპარეზობდა, მაგრამ შემდეგ "ანორთოსისში" გადავიდა და იქ თამაში არ წაუვიდა და იმის მაგივრად, რომ ამ ბიჭისთვის მხარი დაგვეჭირა, ზოგიერთმა კრიტიკა დაუწყო.

სხვათა შორის, ნიკამ ერთა ლიგის მატჩში ყაზახეთთან ჩაკვეტაძეს საგოლედ ქუსლურად შესანიშნავად უპასა და მოდით, ნუ ვიქნებით ჩვენი ფეხბურთელების მიმართ დაუნდობლები (იგივე შეიძლება ითქვას მერებაშვილის შემთხვევაში) - მათ კარიერის განმავლობაში მხარდაჭერა ესაჭიროებათ და არა ირონია.

ჯვაროსნების შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა ნამატჩევს თქვა, რომ თავდამსხმელების ტრავმების გამო მისთვის უჩვეულო პოზიციაზე მოუწია თამაში, სერბეთთან მატჩი გაახსენდა, უნდოდა გოლი კაჭარავას გაეტანა და ამიტომ არ დაარტყა კარში.

ვერაფერს იტყვი, არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც მეგობარს, თანაგუნდელს და თანამემამულეს გვერდში უნდა დაუდგე!

daviti
შეფასება გინდათ თუ ჰუმანიტარული დახმარევა? შეშის ნაპობივით დადის და გვერდში დაუდექითო. მაგას კი არა ღვაწლმოსილ ვარსკვლავებს არ აკლიათ კრიტიკა და რატომ უნდა დაეფაროს ხელი ფეხბურთელს რომელიც ნაკრებს აზარალებს? გუშინაც აქეთ იქით უგორეს ბიჭებმა ბურთი და იმის მაგივრად ფეხი წაეკრა ცარელა კარში, მოწინააღმდეგის მცველი წააქცია და ლამის ჯარიმა აიკიდა
aburjga
კაჭარავა კარგი ბიჭია, კარგად ესმის თამაში, მაგრამ ჯერ ვერ თამაშობს იმას რაც საჭიროა და რაც მას უნდა! საჭიროა ძალიან კვალიფიციურ მწვრთნელთან 3 თვე მაინც ინდივიდუალურად ივარჯიშოს და გაზაფხულის პლეიოებში დახევს ყველაფერს!
გიორგი
ძალიან მაგარი პასი გააკეთა კაჭარავამ. რაც შეეხება ვაკოს პასს, იმიტომ გავაკეთე მიონდოდა კაჭარავას გაეტანაო, სულელური საქციელია. 1:0ზე მაგის გაკეთება არ შეიძლება! იმედია კაჭარავა ითამაშენს კარგად, მაგრამ რაც აქამდე ითამაშა ეგ თამაში არ არის, ეგ უბრალოდ ბრძოლაა. თამაშა რასაც ჩაკვეტაძე აკეთებს, კანკავა, კაშია...
ვაჟა
ღრმად პატივცემულო ბატონო თამაზ, ქუსლურად უპასა საფეხბურთო ტერმინია და არაფერი არაქართული და უსაშველოდ საგანგაშო მაგაში არაფერი არაა, ასეთი განგაშის ზარი რომ შემოჰკარით.
ირაკლი
მოდით მაშინ ვთქვათ რომ ყაზახების საგოლე მომენტი დაიწყო იმით რომ ჩაკვეტაძემ დაკარგა ცენტრში ბურთი და მეტოქემ სწრაფად წამოიღო. დვალი ჩარჩა წინ და მისი პოზიცია ეკავა კანკავას საკმაოდ ცუდად. დაცვამ ხელოვნური თამაშგარე ვერ ამოწია და მეტოქემაც ცუდად დაარტყა. დვალს პირველ ტაიმში კიდევ ერთი ცუდი განივი პასი ქონდა, როცა მეტოქემ ჩაგვიჭრა და ასევე სწრაფი შეტევა წამოიღო ჩვენი კარისკენ. კაკაბაძეს საკმაოდ ბევრი წუნი ჰქონდა და ორთაბრძოლებს აგებდა განსაკუთრებით მეორე ტაიმში, თუმცა მისი გაყვანის შემდგომ გოლი სწორედ ამ ფლანგიდან მივიღეთ. მერებაშვილმა რამოდენიმეჯერ დააგვიანა გადაცემა (კანკავა ცარიელი იდგა კარის წინ). ყაზაიშვილს საკმაოდ სიღრმეში უწევდა დაწევა და დიდი შავი სამუშაო გასწია ამ ბიჭმა.
sdfffff
საერთოდ მე მგონია, რომ კაჭარავამ საერთოდ არ იცის რატომ გადის მოედანზე და რა უნდა აკეთოს. და არც ის მგონია, რომ სადმე კარგად ეთამაშა, თუმცა ამ წარმატებული ციკლის შემდეგ ბიჭების და გოგოების გადამეტებული კრიტიკა არ ვარგა.
თამაზი
რამე წესები ქართული მართლწერისა დაიცავით,ჰკითხეთ მცოდნეს როცა რამე არ იცით,არაა სირცხვილი ეს."ქუსლურად უპასა"-საიდან მოიტანეთ ესეთი ტერმინი?
გუსანი
ვულოცავ ბიჭებს,საქართველოს! ეს ტურნირი მოიგო 1 ჩაქვეტაძემ, 2 კანკავამ 3. ვაისმა, მერე კაკაბაძე, და ..ა. შ. გამიჭირდება გამოყოფა. გადაჭარბებით მგონია ლორიას, დაცვის , კაჭარავას, მერებაშვილის ( თუმცა უკეთესად ითამაშა) შეფასება. ყაზახების გოლისას დაცვის უხეში ჩავარდნა იყო, მეკარემ ვეღარ გადაგვარჩინა, ლორიას წარმატებად არ მიმაჩნია იმ ბურთის მოგერიება, ცუდად დაარტყა მეტოქემ, ... შემდეგი ეტაპია სათამაშო და მეტი რეალური, სამართლიანი შეფასება-კრიტიკაც საჭიროა.
სოსო
ეს ვაკოს შეცდომა იყო.კაჭარავა სწორად მოიქცა რომ ბურთის მიღება არ სცადა,ის ამ დროს ბურთზე წინ,თამაშგარეში იყო.ჩაკვეტაძისათვის კი ეს პასი უკვე საკმაოდ არაზუსტი იყო და მანაც ისღა შესძლო,რომ ბურთი ძალიან მახვილი კუთხიდან შემოატრიალა და ძელს გაარტყა.ვაკოს თვითონ რომ დაერტყა,გოლის შანსი,გაცილებით უკეთესი ჰქონდა.
ვვვ
ეტყობა, შენც მძიმე პერიოდი გიდგას. ამიტომ არაფერს გეტყვი და გვერდში დაგიდგები ))
buba
აი აქედანაც ჩანს თუ რა ურთიერთობა და განწყობაა ნაკრებში! აქედან იწყება ყველაფერი!
hm
მერე შე დალოცვილო, თუ არ გვაბოლებ და პოლონეთში თუ მართლა ურიგოდ არ თამაშობდა, გადასულიყო გერმანიაში, იქვე არ იყო ახლოში? რა უნდოდა ანორთოსისში" რაც შეეხება მერებაშვილს ნუ გვასწავლი რაა, როცა საკრიტიკო იყო გავაკრიტიკეთ, ეგ კი არა ვაისი იყო საკრიტიკებელი რომ დროზე არ ცვლიდა როცა თამაში არ მისდიოდა, მოუხდა კრიტიკა? მოუხდა! ასეთი კარგი თამაში მანამდე ნაკრებში არ ქონია. არც ზედმეტი კრიტიკაა კარგი და არც გადამეტებული მლიქვნელობაში გადასული ქება!
maxa joba.
ამ ცხოვრებისეული მომენტების გამოა ჩვენ რომ ერთი შესარჩევი ციკლიდან, მეორე შესარჩევს რო ველოდებით.სხვათაშორის იმ ერთეული ცხვრებისეული მომენტებიდანაა გოლი რომ გააქვთ და შემდეგ ოქროს ბიჭები ხდებიან.
ბექა
მხარდაჭერა ყოველთვის, წარმატების და წარუმატებლობის დროს. ისინი ჩვენზე მეტად განიცდიან მარცხს...
გელა
ეხლა ნუ დაიწყებთ კაჭარავას გამართლებას. აზრზე არააა ტიპი თამაშის. არაა სანაკრებო დონეზე. ნუ იცავთ
svan
ჩვენ თუ ევროპის ჩემპიონატზე გავედით მერე ნახეთ ადამიანობა ხალხში და გაერთიანება, ისლანდია მონაგონი იქნება... ჭირდება დღეს ერს!
soso
ტქვენ არ იციტ რამხელა საქმეს ემსახურებიტ და როგორ გაგვახარეთ
912
ამ მომენტში არამგონია მართალი იყო ფაქტიურად 4 გავიდნენ მეკარესთან პირისპირ და გოლი ვერ გაიტანეს წამის მეასედით ადრე რომ მიეცა პასი ჩაკვეტაძისთვის ან თვითონ დაერტყა 99% გოლი იქნებოდა. მემგონი ამ დროს ცივსისხლიანობა უფრო საჭიროა.
კახა
რა ჯობია ადამიანურ ფასეულობებს ურთიერთ პატივისცემას დათმობას პატიებას გვერდში დგომას ოღონდ ეგ არ უნდა იყოს ფასადური და კეკლუცობა პირველ ტაიმში მაგარი მომენტი შეექმნა ყაზაიშვილს დაყოვნდა და მომენტიც გაანიავა თუმცა შესაძლებლობა შეიქმნა პასი გაეკეთებინა მან კიდე ბოლომდე ათრია და კარშიც უსუსურად დაარტყა დავესესხები პოლიტიკოსებს და ორმაგი სტანდარტები აქ კაჭარავა არაფერ შუაშია გუნდი გუნდია და თითოეულ წევრსთანაბარი ადგილი უჭირავს რატოა ეს ხელშეუხებელი აშკარად არაა ფორმაში აუ ამ ვაისმა ხო შეი...გა
Zorbegi
ეგრე გააეეთოს ვარჯიშზე ან 3 0 ზე, როცა 0 0 ია და გოლის გატანაა საჭირო, უნდა გაიტანო
vaxo
ვფიქრობ სტატიის ავტორმა ემოციების ქვეშ დაწერა, ქვეყნის ინტერესები მეგობრის ინტერესებზე წინ უნდა იდგეს ფეხბურთის თამაშის დროს და არამარტო ფეხბურთის,ვაკოს მადლობა მაგრამ ემოციების დრო არ გვაქვს
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა