სამოას ნაკრების 27:19 ძლევის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა ერთი დღე დაისვენეს, ორშაბათიდან კი თიბისი რაგბის სერიების და 2018 წლის დასკვნით მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.

მილთონ ჰეიგის შეგირდები 24 ნოემბერს ტონგას ერკინებიან. შეხვედრა 18 საათზე, „მიხეილ მესხზე“ დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთები იყიდება ონლაინ და ასევე მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღე 11-დან 19 საათამდე

ორი გამოცდილი და ერთი დებიუტანტი

ჰეიგმა ტონგასთან მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში სამი ახალი მოთამაშე შეიყვანა, რომელთაგან ორი გამოცდილი ბორჯღალოსანია, ხოლო ერთი დებიუტანტია.

ტრავმა მოიშუშა და მომავალი თამაშისთვის ემზადება ყველაზე მეტი კეპის მფლობელი, ირველი ქართველი ცენტურიონი და საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილი. 35 წლის მორაგბე ნაკრებში 2003 წლიდან თამაშობს, მონაწილეობდა ოთხივე მსოფლიო თასზე და ბორჯღალოსანთა კვართი 114-ჯერ მოირგო. მის ანგარიშზე 833 (16 ლელო, 147 გარდასახვა, 150 ჯარიმა და 3 არეკნი) ქულაა. მეკოს ტონგას ნაკრების წინააღმდეგ 4-ჯერ უთამაშია და მეტოქე 3-ჯერ ყავს დამარცხებული. მან კუნძულელებთან ჯამში 27 ქულა გააკეთა.

ტრავმა მოიშუშა და ნაკრებთან ერთადაა 27 წლის მესამეხაზელი გიორგი (კოკი) თხილაიშვილი, რომელმაც ტონგას 2015 წლის მსოფლიო თასზე, ისტორიული გამარჯვებისას ლელო გაუტანა. მას ამ მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ უთამაშია და მსოფლიო თასის გარდა 2016 წელს, წყნარი ოკეანის ტურნეზეც დაამარცხა, წელს კი ოკეანეთში ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა. კოკის ანგარიშზე ჯამში 45 კეპი და 10 ლელოა.

‘ლელო-სარასენსის’ აღზრდილი მეორე-მესამე ხაზელი ბექა საღინაძე დებიუტანტია. ის ბორჯღალოსნების შეკრებაზე ადრეც ყოფილა, მაგრამ ეროვნულის კვართით ჯერ არ უთამაშია. სამაგიეროდ ითამაშა ზედიზედ ორ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში და გულშემატკივარს თავი დაამახსოვრა. ზაფხულში ის პრო დე2-ის ‘ორიაკმა’ წაიყვანა, სადაც ესპუარებში თამაშობს.

მეშვიდედ ტონგასთან

ბორჯღალოსნებს ტონგას ნაკრების წინააღმდეგ 6-ჯერ უთამაშია და დადებითი ბალანსი აქვს - 4 მოგება და 2 მარცხი, თუმცა ჩვენს მიერ გატანილი 9 ლელოს წილ მიღებული გვაქვს 17 და გატანილ-გაშვებული ქულათა ბალანსიც მათ სასარგებლოდაა - 99:132.

ლელოთა და ქულების ასეთი სტატისტიკა შორეულ წლებს უკავშირდება. ტონგას პირველად 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე შევხვდით და ნუკუალოფაში მასპინძლებმა 37:6 იმარჯვეს, განმეორებით შეხვედრაში კი, „ეროვნულზე“ (დინამო არენა), ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით რევანში ავიღეთ და 28:27 ვიმარჯვეთ, თუმცა მაშინ მსოფლიო თასზე მეტოქე გავიდა (ორი მატჩის ჯამში).

2014 წელს ტონგელები თბილისს მეორედ ეწვივნენ და ტესტ-მატჩში 23:9 იმარჯვეს. მას შემდეგ მეტოქეს სამჯერ ვეთამაშეთ და სამივეჯერ ნეიტრალურ მოედანზე. თბილისში განცდილი მარცხისთვის რევანში 2015 წლის მსოფლიო თასზე, გლოსთერში შედგა. შესანიშნავად მობურთალმა ბორჯღალოსნებმა, მამუკა გორგოძისა და კოკი თხილაიშვილის ლელოებით, ასევე მერაბ კვირიკაშვილის 7 ქულით, პრინციპულ შეხვედრაში 17:10 იმარჯვეს და იმ წელს მსოფლიო თასზე მეორე თამაშიც მოიგეს, რაც საქართველოს ნაკრებისთის ისტორიული შედეგია.

2016 წელს რევანშს მოწყურებულ ტონგას წყნარი ოკეანის ტურნეზე ფიჯიზე, სუვაში ვეთამაშეთ და დავით კაჭარავას წყვილი ლელოთი 23:20 ვძლიეთ. აღსანიშნავია, რომ „კაჭიმ“ მეორე, გამარჯვების ლელო გაწითლებულ დროზე გაიტანა. იმ თამაშში 3 ჯარიმა და 1 გარდასახვა (11 ქულა) კვირიკაშვილმა მოაგროვა, ხოლო ბოლო გარდასახვა ლაშა მალაღურაძემ შეასრულა.

წელს, ივნისში, ტონგას კვლავ სუვაში „წყნარი ოკეანის თასზე“ ვეთამაშეთ და მეოთხედ ვძლიეთ - 16:15. მატჩის ყველა ქულა სოსო მათიაშვილის ანგარიშზეა. მან კუნძულელებს ჯერ ლელო გაუტანა და გარდასახა, მერე კი მონაგარს 3 ჯარიმა შემატა.

ამრიგად, ტონგა სამჯერ გვყავს დამარცხებული ნეიტრალურ მოედანზე და ერთხელ თბილისში. წელს ეს გუნდი საქართველოს დედაქალაქში მესამედ ჩამოდის. მოცემული მომენტისთის ტონგა 73,84 ქულით მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-12 ადგილზეა, საქართველო კი 72,60 ქულით მე-15 პოზიციაზეა.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

zuka
ჩემ კომენტარებს რატო არ აქვეყნებთ?
ზაზა
თქვენ შემოგვთავაზეთ უფრო მაგარი ახსნა. მაგალიტად დაგვისახელეთ მოთამაშე ამ აპლუის, რომელსაც აქვს შესაბამისი გამოცდილება და არ აქვს ახლა ტრავმა?

მაგარი ახსნაა:)))
ზაზა
რა ახნა უნდა? მის პოზიციაზე კვალიფიციური მოთამაშის დეფიციტი.
პაატა
ვინმემ იცით მიზეზი მეკოს ნაკრებში გამოძახების? ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ბიჭს და ვუფასებ დამსახურებას, მაგრამ თაობათა ცვლისა და მსიფლიოსთვის მზადების გეგმაში ეს როგორღა ჯდება ვერ ვხდები...მადლობელი დაგრჩებით თუ ახსნით ამ გადაწყვეტილებას
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს