20 ნოემბერს შვედეთში ადგილობრივი ნაკრები რუსეთს დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩს დაესწრნენ შვედეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, რომლებმაც ტრიბუნებზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის დროშითა და შესაბამისი მაისურებით გააპროტესტეს.

ერთ-ერთი მათგანია ანი გამყრელიძე, რომელიც ამ ფაქტის ირგვლივ არსებულ გამოხმაურებებს სოციალური ქსელით პასუხობს:

"ძალიან საწყენია რომ ამაზე კომენტარის გაკეთება მიწევს, თუმცა მაინც მინდა გიპასუხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მწერთ, პოლიტიკა და სპორტის არევა სასაცილო ან არასწორი საქციელიაო...

დავიწყებ იქიდან, რომ არცერთი ჩვენგანი არ ურევს ამ ორს ერთმანეთში. არც გასაკვირი უნდა იყოს, შვედეთში მცხოვრებლები თუ მათ გუნდს ვგულშემატკივრობთ (!!).

როდესაც ხარ ემიგრანტი, ათასობით კილომეტრით შორს საკუთარი მიწიდან, ვერც საოკუპაციო ხაზზე აფიქსირებ შენს პროტესტს და ფიზიკურად არ გეძლევა სხვა საშუალება გულისტკივილის გამოხატვის.

სწორად მიმაჩნია, ოკუპანტებს შევახსენოთ ეს ამბავი, ყველგან (!), სადაც საშუალება მოგვეცემა!!

ეს არ ყოფილა პოლიტიკური აქცია. ნებისმიერი არასწორი მოქმედება და დამიჯერეთ, სტადიონზე არავინ შეგვიშვებდა.

ჩემი ქვეყნის დროშის გაშლას ვერასოდეს დამიშლიან, სადაც არ უნდა ვიყო!

და მაისურზეც ზუსტად ის მეწერება, რაც მიმაჩნია, რომ ყველას უნდა გვახსოვდეს და მსოფლიომ გაიგოს!

პოლიტიკური ბანერებით რომ დამინახავთ სტადიონზე, მერე მლანძღეთ და დამცინეთ, გერევა და სტადიონზე ხარო." - წერს ანი გამყრელიძე Facebook–ზე.

რუსეთის ნაკრები შვედეთთან მარცხის შემდეგ B დივიზიონში ჩარჩა.

Geo
სახელმწიპო-პოლიტიკური ინსტიტუტია! სპორტი სახელმწიფოს ერთ-ერთი სფეროა! შეიძლაბა ომი წავაგეთ ამ ღორებთან, მაგრამ ჩვენ სიტყვითა და პროტესტით მაინც უნდა გაუწიოთ ბრძოლა, თუ ამ რუსებს აქვთ შივინიზმი ყველა სფეროში, და ბლატაობენ ჩვენ ვართ რაც ვართო, ჩვენ დროშის გაშლა და ჩვენი აზრის გამოხატვაც არ უნდა შეგვეძლოს? მე როგორც ქართველი ვაღიარებ იმას რომ, რუსები არიან ოკუპანტები, და არ არიან უკეთესები ამ დედამიწის ზურგზე, ჩვენ ჩვენი დამწერლობა მაინც გაგვაქჩნია და ჩვენ იმის ჭკუა მაინც გვქონდა, რომ ჩვენი სახელმწიფო დაგვაერსა!!! ვაი ქართველნო რომლებმაც სისხლი ღვარეთ ამ რუსების გულისთვის მეორე მსოპლიო ომში!!
სოხუმელი ვეტერანი
შენ გაიხარე! სადაც ამის საშუალება იქნება, ყველგან უნდა ვაფიქსიროთ ის, რომ რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტია! სპორტს რაც შეეხება, სწორედ პუტინმა გახადა სპორტი ყველაზე დიდ პოლიტიკად და სადაც მივწვდებით რუსეთის ნაკრებს ან სპორცმენებს, რომლებიც ჩვენი სპორცმენების მეტოქეები იქნებიან, ჩვენი პოზიცია უნდა ვაფიქსიროთ! ასე რომ შენ არ იდარდო ჩემო კარგო, ყველგან მაღლა აწიეთ ქართული დროშა და განსაკუთრებით, იქ სადაც ჩვენი ქვეყნის დამპყრობელთან გვექნება საქმე!
ვენაცვალე ანის!!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა