ერთადერთი გუნდი, რომელსაც 3 ტურის შემდეგ სუპერლიგაში მოგება არ გააჩნია, “რუსთავია”. ქვემოქართლურმა გუნდმა დღეს ტურის დასკვნით მატჩში “თსუ-ჰიუნდაის” უმასპინძლა და ისე წააგო, წარმატების შანსი არ ჰქონია.

რუსთაველებს აკლდათ ლევან ხმელიძე, ხოლო რუდოლფ ჯოლი და ბესო გუგავა ტრავმების შემდეგ ფორმაში არ იყვნენ. შესაბამისად, მასპინძლებმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს გამართულად და შედეგიანად მოთამაშე თსუ-ჰიუნდაელებს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თავიდანვე რომ მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვია.

თბილისელები გუნდურად და სწრაფად თამაშობდნენ. სამწამიან ზონაში გიორგი კორსანტიას ბადალი არ ჰყავდა, პერიმეტრიდან კი ჯეიმზ მილიკანი და სანდრო სანაძე გამოირჩეოდნენ. ეს უკანასკნელი ზუსტი შორ სროლებთან ერთად სწრაფ გარღვევებსაც ახორციელებდა და საბოლოოდ 19 ქულით კორსანტიასთან ერთად მატჩის ბომბარდირი გახდა.

შეხვედრა ისე ჩამთავრდა, არც დაძაბულა და მწვრთნელებმა მოედანზე ახალგაზრდა, სათადარიგო მოთამაშეებს უხმეს. საბოლოოდ “თსუ-ჰიუნდაიმ” 96:77 იმარჯვა და ცხრილში მე-4 ადგილზე დამკვიდრდა.

სუპერლიგაში ახლა სანაკრებო ფანჯრის გამო შესვენებაა და თამაშები 7 დეკემბრიდან განახლდება.

რამაზ გოგობერიშვილი, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი: “ცუდად ვითამაშეთ, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ ოპტიმალური შემადგენლობით არ ვიყავით. გვაკლდა ლევან ხმელიძე, ხოლო გუგავამაც ტრავმის გამო ვერ ითამაშა. რუდოლფ ჯოლი მთელი კვირა ტრავმირებული გახლდათ და დღეს ბოლომდე ვერ დაიტვირთა. მეტოქემაც კარგად ითამაშა და სამწუხაროდ, მივიღეთ ეს შედეგი”.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, “ჰიუნდაის” მთავარი მწვრთნელი: “გუნდური თამაშით კარგ შედეგს მივაღწიეთ. ყველა მოთამაშემ კარგად შეასრულა დავალება, რასაც ვერ ვიტყვით წინა 2 შეხვედრაზე. თამაში აშკარად გამოვასწორეთ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს არაა ჩვენი გუნდის მაქსიმუმი”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბათუმმა" "თსუ-ჰიუნდაიც" დაამარცხა და სუპერლიგაში ადგილი გაიმყარა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
ჯეიმს მილიკენის 42 ქულა და "თსუ-ჰიუნდაიმ" "დინამოს" სერია გაუთანაბრა
"დინამო" "თსუ-ჰიუნდაისთან" სერიაში 1:0 დაწინაურდა
თასი. მეოთხედფინალი: "მგზავრებმა" "თსუ-ჰიუნდაის", "ოლიმპმა" კი "ტიტებს" გაუთანაბრა
ფინალური სერიის მეორე მატჩი "რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" ბრძოლაში მოუგო
"დინამო" "თსუ-ჰიუნდაისთან" 2:1 დაწინაურდა
თბილისის "დინამომ" "თსუ-ჰიუნდაის" სერია 3:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
"რუსთავმა" "ცხუმ-აფხაზეთს" 76:60 სძლია და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
"ოლიმპი" ქუთაისში დამარცხდა, "ვერამ" კი რუსთავში იმარჯვა
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება