ფოტოს ავტორი: გოგიტა ბუხაიძე

24 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" ტონგასთან მატჩს გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში გამართავენ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ქართული რაგბი 2010 წლიდან თანამშრომლობენ და ზემოთ ნახსენებ კამპანიას არაერთი მატჩი მიუძღვნეს. ტრადიცია არც ამჯერად ირღვევა და "მიხეილ მესხის" მოედანზე ჩვენს ნაკრებს HeForShe-ს მაისურებში გამოწყობილი ბავშვები გააცილებენ. კამპანიის ფარგლებში ტრიბუნებზე რაგბის ბურთებსაც დაარტყამენ.

"ჩვენთვის დიდი პატივია და ამაყები ვართ, რომ ამ კამპანიის ნაწილს წარმოვადგენთ. მასში საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღიდან ჩავერთე და ვფიქრობ, ყველა, ვისაც იმავეს საშუალება ექნება, აუცილებლად იქნება ამაყი. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემთვის ეს კამპანია განსაკუთრებულია, რადგან მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. კარგია, რომ რაგბის მეშვეობით ამის საშუალება გვეძლევა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა მთელმა ქვეყანამ გაიზიაროს" - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

პრესკონფერენცია

დღეს დილით "ბორჯღალოსნებმა" "თიბისი რაგბის სერიების" დასკვნითი მატჩის წინ "მიხეილ მესხზე" კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც ჰეიგმა და მერაბ შარიქაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

მილტონ ჰეიგი: "სამი კვირაა შეკრებაზე ვართ და მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ძალიან კარგი მოსამზადებელი კვირა გვქონდა. აუცილებლად უნდა გავითავისოთ ის სათამაშო სტილი, რასაც ტონგას ნაკრები შემოგვთავაზებს.

ტონგა მსოფლიოს სარაგბო სამყაროში გამორჩეულია, როგორც ფიზიკურად ძლიერი გუნდი. შესაძლებელია, რომ ხვალ ბურთი არც გაიშალოს და თამაშში მრავლად იყოს ახლო დარტყმები. სწორედ ამიტომ, შეცვლაზე 6 მორკინალი და 2 ხაზის მოთამაშე გვყავს. გარდა ამისა, მესამე ხაზის ახალგაზრდა ბიჭებმა განვლილ ორ შეხვედრაში მოედანზე დიდი დრო გაატარეს და ესეც გავითვალისწინეთ.

ხმალაძემ წინა მატჩი 15 ნოემბერს დაიწყო და ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ის ამ ამპლუის მოთამაშე არაა, თუმცა გვსურს, რომ სხვადასხვა პოზიციაზე სიღრმეები შევქმნათ. მერაბ კვირიკაშვილი თამაშში შეცვლიდან ჩაერთვება. მას, ფულბეკის გარდა, 10 ნომერზეც შეუძლია თამაში და ფრთაზეც".

მერაბ შარიქაძე: "როგორც წესი, წლის დასკვნით თამაშს ყოველთვის კარგ ფორმაში ვხვდებით. ყველა ვაანალიზებთ, რომ ტონგა სამოაზე ძლიერია და შესაბამისი განწყობით ვემზადებით ხვალინდელი თამაშისთვის.

გვაქვს იმედი, რომ ჩვენ უფრო კარგ ფიზიკურ ფორმაში ვართ, ვიდრე ტონგელები. ვფიქრობ, მეტოქე თამაშს უფრო მაღალ ტემპსა და ხარისხში დაიწყებს, ვიდრე დაამთავრებს. ჩვენი სტრატეგია ის იქნება, რომ ვიყოთ მომთმენები, ტონგას არ მივცეთ ის უპირატესობა, რაც სამოას მივეცით და თუ ჩვენ შევძლებთ ამ უპირატესობის მოპოვებას, ის რაც შეიძლება დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ და ბოლოსკენ ტემპს მოვუმატოთ".

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

გლახუნა
მეტი აგრესია,განსაკუთრებით მოლში,დერეფანში უშეცდომოდ თამაში, ბურთის მუდმივი ფლობა ,ანუ მეტოქისათვის არანაირი ინიციატივის მიცემა, ფეხით მეტოქის მ ხ ო ლ ო დ ჩათვლის მოედანში დარტყმა და იქ გამართული ჯახი, მით მაგრად შევიწროება და მით მათ ფსიქოლოგიაზე ზემოქმედება,დაცვაში არ დალოდება მეტოქის დარტყმაზე და მით 2-3 მეტრით უკან დახევა,არამედ სისწრაფეზე მეტოქის ბურთის მიღებისთანავე- პირიქით ძლიერი დარტყმები -მით უკან დახევა -გადაგდება ( არა დარტყმებით თითქოს ვაჩერებთ ,მაგრამ მაინც წინ წამოსვლის- უფლება, რასაც ადგილი ქონდა იაპონიასთან,იტალიასთან და სამოას-1-ლტაიმში) და მ ო ვ ი გ ე ბ თ! თამაში დამოკიდებული იქნება -ვინც ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს და ეს მაქსიმალკურად უნდა ვეცადოთ,აქ განსაკუთრებით დ ე რ ე ფ ა ნ ს უნდა მიექცეს ყურადღება!
სოსო
მილტონ ჰეიგი ერთადერთი არაქართველი უცხოელია,რომელიც მინდა,რომ საქართველოში სამუდამოდ დარჩეს საცხოვრებლად.ის ერთდროულად სხვა ბევრ საქმეშიც ეხმარება ჩვენს ქვეყანას და ასეთი სპეციალისტი მთავარ მწვრთნელად თუ არა,სხვა პოზიციებიდან მაინც,ძალიან გამოადგება ჩვენი რაგბის წინსვლას.თანაც, ბევრ ქართველზე მეტად ქართული მენტალიტეტისაა.
Shio
სად უნდა წავიდეს მელიტონი მითხარით იმის არიყოს კოკოშკოვი გაუშვეს ამოწურა თავისი ძალაო და პირველივე წელს ევროპა მოიგო ..დააცადეთ ამ კაც რა შენება ... მთავარია კარგი სტრატეგოსი ...დანარჩენი ბიჭებზე და დამხმარე მწვრთნელებზე დამოკიდებული
გორდა
გამარჯვებას გისურვებთ!! დღევანდელ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს თასისათვის მოსამზადებელ ეტაპზე. თანაც ხაიათი უნდა კარგად გამოიკეთონ ბიჭებმაც და გულშემატკივრებმაც, ამისათვის მხოლოდ სამოას დამარცხება არ იქნება საკმარისი.
Beniamin
მილტონ რაღაც მობერებული ჩანს, იმედია არ ნერვიულობს ძაან. მე კი ვითხოვ მის წასვლას მაგრამ იმედია ჩვენი კომენტარი არ ანერვოულებს ისე რომ ცუდად იყოს. შენ ზელანდიურ ქართულს გულს ვენაცვალე მელიტონ, მე მხოლოდ სამშობლოს სიყვარული მალაპარაკებს, როდესაც ჩვენი მწვრთნელი აღარ იქნები შენ რაგბის კავშირში უნდა დარჩე, საპატიო მოქალქეობა და ორდენი მოგანიჭონ.
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა