გერმანულმა პრესამ კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატეხა "ბაიერნს". "რეკორდმაისტერი" კარგა ხანია, ძველებურად დამაჯერებელი ვეღარ არის.

დაცვაში არსებული პრობლემები კი ძალიან თვალსაჩინოა. ამ ტურში ნიკო კოვაჩის მიერ გაწვრთნილ გუნდს ამოსუნთქვის საშუალება ეძლევა. თუ სასწაული არ მოხდა, მიუნხენურმა გიგანტმა "ფორტუნას" დამაჯერებლად უნდა სძლიოს.

ძველ ტრავმირებულებს დაემატა არიენ რობენი, თუმცა მინდორზე მისი გასვლის შანსი მაინც არსებობს. ჰოლანდიელი უკვე სოლიდურ საფეხბურთო ასაკშია, მაგრამ გუნდისთვის ჯერაც დიდი ძალაა. გერმანიის ნაკრებში მივლინებული ფეხბურთელები კი ოდნავ მაინც უნდა იყვნენ გადაღლილები ჰოლანდიასთან გამაოგნებელი ფრის (2:2) შემდეგ.

"დორტმუნდმა" ბოლო შეხვედრა წააგო "მაინცთან" და რა გასაკვირია, რომ ბუნდესლიგის ამჟამინდელ ყოჩს რევანში სწყურია. ამ შეხვედრაში გამორიცხულია დიალოს თამაში. ფრანგი მცველი დაშავებულია. საეჭვოა შმელცერის, აკანჯისა და ბიურკის მინდორზე გასვლაც.

მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა "გლადბახია". ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი გუნდი ძალიან შედეგიან და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. რა თქმა უნდა, ის ფავორიტია "ჰანოვერთან" შეხვედრაში. ეგაა, მასპინძლებს რამდენიმე მოთამაშე ჰყავთ დაშავებული.

"ლაიპციგი" ყოჩაღად თამაშობს. გუნდს რთული შეხვედრა ელის "ვოლფსბურგთან". ბოლო დროს ამ გუნდების უშუალო დაპირისპირებები კარგი სანახავი გამოდის და, იმედია, ასე იქნება ამჯერადაც. "ლაიპციგის" სამედიცინო შტაბზეა დამოკიდებული, გავა თუ არა მინდორზე შვედი ემილ ფორსბერგი, ვისაც მცირე ტრავმა აწუხებს.

კიდევ ერთი აღმოჩენა "აინტრახტი" "აუგსბურგს" ეწვევა. სტუმრებს, შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდეთ. მათ შორისაა გამოცდილი მექსიკელი უკანახაზელი კარლოს სალსიდო.

ფაქტები

"ლევერკუზენსა" და "შტუტგარტს" შორის ბოლო 3 მატჩში ორივეს არ გაუტანია.

"აუგსბურგმა" ზედიზედ ორ შეხვედრაში მოუგო "აინტრახტს".

"მაინცმა" ბოლო მატჩში შეძლო "დორტმუნდის" დამარცხება.

"ჰერტასა" და "ჰოფენჰაიმის" ბოლო 2 დაპირისპირება ფრედ დასრულდა.

"ვოლფსბურგისა" და "ლაიპციგის" უკანასკნელ 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"ნიურნბერგმა" ბუნდესლიგაში ბოლოს 29 სექტემბერს მოიგო.

"ვერდერი" ჩემპიონატის ბოლო 3 შეხვედრაში დამარცხდა.

"გლადბახი" ბოლო ორ ურთიერთდაპირისპირებაში "ჰანოვერზე" ძლიერი აღმოჩნდა.

ბუნდესლიგა. XII ტური

პარასკევი, 23 ნოემბერი

ლევერკუზენი-შტუტგარტი 2:0

გოლები: 1:0, 2:0 კევინ ვოლანდი (76, 83)

შაბათი, 24 ნოემბერი

ბაიერნი-ფორტუნა 18:30

ჰერტა-ჰოფენჰაიმი 18:30

აუგსბურგი-აინტრახტი 18:30

მაინცი-დორტმუნდი 18:30

ვოლფსბურგი-ლაიპციგი 18:30

შალკე-ნიურნბერგი 21:30

კვირა, 25 ნოემბერი

ფრაიბურგი-ვერდერი 18:30

გლადბახი-ჰანოვერი 21:00

ბომბარდირები: 9 - ლუკა იოვიჩი (აინტრახტი); 8 - მარკო როისი (დორტმუნდი), სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი), ალასან პლეა (გლადბახი); 7 - თორგან აზარი (გლადბახი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
მიულერის მე-500 გამარჯვება - "ბაიერნის" ვეტერანის შთამბეჭდავი მაჩვენებელი
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
5 მატჩიანი მოუგებელი სერია დასრულდა - "ბაიერნმა" "გლადბახი" დაამარცხა [VIDEO]
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
"ბაიერნი" "ლაიპციგს" დაუზავდა [VIDEO]
რასისტული შეტყობინებები კამავინგას - გულშემატკივრებმა "რეალის" ნახევარმცველს შეუტიეს
ცნობილი გახდა, როდის იგეგმება ნოიერის დაბრუნება
"ლაიპციგი" ელმასის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის - "ნაპოლის" პასუხი ცნობილია
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: მბაპემ და მესიმ გაიბრწყინეს - უმოტივაციო "სიტი" გერმანიაში დანებდა
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ევროპა ლიგის ფინალში "აინტრახტი" და "რეინჯერსი" გავიდნენ [VIDEO]
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
სამი თავისუფალი აგენტი - "მილანი" ზაფხულში გაძლიერებას ფინანსების გაღების გარეშე გეგმავს
ტურამს იტალიაში ეპატიჟებიან - 5 მილიონი ევრო სეზონში