წლის ბოლო სანაკრებო პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატი XIII ტურით განახლდება.

ვისთვის იქნება ის დანავსული? ტურის მთავარი მატჩი "ვანდა მეტროპოლიტანოზეა" - დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" "ბარსელონას" მასპინძლობს.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი ლიდერია, მაგრამ მისი ლიდერობა ერთობ სიმბოლურია, კატალონიელებს 24 ქულა აქვთ და მხოლოდ ქულით უსწრებენ, როგორც შაბათის მეტოქეს, ისე კიდევ ორ კლუბს, "სევილიასა" და "ალავესს".

გრანდების ომში, შესაძლოა, სწორედ ამ ორი გუნდიდან ერთ-ერთმა იხელთოს დრო. მადრიდელებს არ ეყოლებათ ტრავმირებული დიეგო გოდინი. საეჭვოა მისი თანამემამულე და დაცვის ცენტრში თანამეწყვილე ხოსე ხიმენესის თამაშიც. საეჭვოა კოკეს, თომა ლემარისა და სტეფან სავიჩის თამაში. სტუმრებს ივან რაკიტიჩი, ფილიპე კოუტინიო და თომას ვერმალენი არ ეყოლება. საეჭვოა სერხი სამპერის თამაში.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, სავიჩი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - კოკე, თომასი, როდრი, საულ ნიგესი - დიეგო კოშტა, გრიზმანი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, ალბა - ვიდალი, ბუსკეტსი, არტური - მესი, ლ. სუარესი, მალკომი

შაბათს "რეალი" ბასკეთში "ეიბარს" ესტუმრება. "სევილია" "ვალიადოლიდს" მასპინძლობს, "ალავესი" კი პარასკევს გახსნის ტურს, მადრიდში "ლეგანესთან" სტუმრობით.

ფაქტები

ლა ლიგაში "ბარსელონას" ბოლო 21 მატჩიდან 17-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

"ბარსელონა" ლა ლიგაში ბოლო 27 მატჩიდან 25-ში წაუგებელია საკუთარი მოედნის გარეთ.

"ბარსელონამ" ლა ლიგაში ბოლო 4 მატჩში სულ მცირე, 3-3 გოლი გაიტანა.

"ატლეტიკომ" ლა ლიგაში ბოლო 4 საშინაო მატჩი მოიგო.

"ატლეტიკოს" ლა ლიგაში 9 ტურია, რაც არ წაუგია (5 მოგება, 4 ფრე).

"ატლეტიკოს" სტატისტიკა ამ სეზონში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" - 7 მოგება, 1 ფრე, 0 წაგება.

შაბათს "ატლეტიკო" და "ბარსელონა" ლა ლიგაში 163-ედ შეხვდებიან. "ატლეტიკოს" 50 მატჩი აქვს მოგებული, "ბარსას" - 73.

ლიონელ მესის "ატლეტიკოს" კარში 28 გოლი აქვს გატანილი (0.78 გოლი თამაშში).

"ატლეტიკომ" ლა ლიგის ბოლო 8 ტურიდან 5 მატჩში კარი მშრალად შეინახავს.

სამაგიეროდ, უკვე 10 ტურია, რაც "ბარსელონას" კარი მშრალად არ შეუნახია.

სერხიო ბუსკეტსი "ბარსელონაში" მე-500 მატჩს თამაშობს.

ლა ლიგა. XIII ტური

პარასკევი, 23 ნოემბერი

ლეგანესი-ალავესი 1:0

გოლი: 1:0 იოსიფ ენ ნესირი (42)

შაბათი, 24 ნოემბერი

ეიბარი-რეალი 16:00

ვალენსია-რაიო ვალეკანო 19:15

უესკა-ლევანტე 21:30

ატლეტიკო-ბარსელონა 23:45

კვირა, 25 ნოემბერი

ბილბაო-ხეტაფე 15:00

სევილია-ვალიადოლიდი 19:15

ესპანიოლი-ჟირონა 21:30

ვილიარეალი-ბეტისი 23:45

შაბათი, 26 ნოემბერი

სოსიედადი-სელტა 23:59

ბომბარდირები: 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა); 8 - იაგო ასპასი (სელტა), კრისტიან სტუანი (ჟირონა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა