"ბაიერნის" ჩამორჩენა "დორტმუნდთან" კატასტროფულად იზრდება. ჩემპიონმა ისევ შეირცხვინა თავი, ხოლო დორტმუნდელებმა "მაინცში" იწვალეს, მაგრამ მაინც მოიგეს...

ყველაზე საინტერესო ჩემპიონატის ლიდერის მატჩში შესვენების შემდეგ მოხდა, როცა მინდორზე გამოჩნდა პაკო ალკასერი, რომელიც "დორტმუნდმა" გამოისყიდა "ბარსელონადან" და ხუთწლიანი კონტრაქტიც გაუფორმა. ლუსიენ ფავრი თითქმის ყოველთვის ჯოკერის როლში იყენებს ესპანელს. ფეხბურთელიც ამის გამო სულაც არ კომპლექსდება. ანგარიშის გასახსნელად მას სულ რაღაც სამი წუთი დასჭირდა, რისი წყალობითაც, "დორტმუნდმა" უკვე გაიმეორა სეზონური რეკორდი სათადარიგოთა სკამიდან გატანილი გოლების რაოდენობით.

ეს იყო შეცვლაზე შესული ფეხბურთელების მიერ გატანილი მე-12 გოლი და აქედან სამი მეოთხედი ალკასერზე მოდის. კიდევ ერთი გოლი და ის გაიმეორებს ამ მხრივ ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდს.

ეროვნული მასშტაბის კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა პიშჩეკის გამარჯვების გოლის შემდეგ. აქამდე, მე-12 ტურისთვის ერთი გუნდის 15 სხვადასხვა ფეხბურთელს გოლი არ ჰქონდა გატანილი. ეს არის ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტის კიდევ ერთი კოზირი.

Video

25.11.18. მაინცი - დორტმუნდი 1:2

გერმანულ კლასიკოში წაგების შემდეგ რეაბილიტაცია ვერ შეძლო "ბაიერნმა", რომელსაც წელს დაუნდობლად აკრიტიკებენ.

მიუნხენელთა თამაში არაერთგვაროვანი გამოვიდა. ნიკო კოვაჩის გუნდი დომინირებდა მოედანზე, ლაღად თამაშობდა შეტევაში, ხოლო დუბლის ავტორმა მიულერმა, პირველად ბოლო სამწლინახევრის განმავლობაში, საჯარიმოს გარედან გატანა შეძლო. ამასთან, "ბაიერნის" დაცვა საშინლად გამოიყურებოდა და სამჯერ გაუშვა 21 წლის ბელგიელი ლუკებაკიოსგან. გადამწყვეტი შეცდომა ცენტრალურმა მცველებმა ბოლო წუთზე დაუშვეს, ნოიერმა კი ისევ ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი.

კიდევ ერთი ანტიგმირი გახდა ლევანდოვსკი, რომელმაც 3:2-ზე ცარიელ კარს გადააცილა ბურთი. არადა, დარტყმისას ხელს არავინ უშლიდა. ასე რომ, შინ ზედიზედ მეოთხე მატჩის ვერმოგებით, "ბაიერნმა" გაიმეორა 1966 და 1994 წლების საკლუბო ანტირეკორდი.

ამ მატჩის შემდეგ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა მიანიშნა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი შეიძლება პოსტიდან დაითხოვონ, თუ შედეგები უახლოეს პერიოდში არ გამოსწორდება.

"სამშაბათს, "ბენფიკასთან" მატჩში ჩვენი მწვრთნელი ნამდვილად იქნება ნიკო კოვაჩი. შემდეგ კი ყველაფერს გავაანალიზებთ გუნდის შიგნით. მოთამაშეებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს შეკითხვები. ფეხბურთი მათი შესრულებით ძალიან უფერული იყო.

დღეისთვის კოვაჩის გათავისუფლება არ განიხილება, მაგრამ "ფორტუნასთან" მომხდარი დაუშვებელია", - განაცხადა "ბაიერნის" "ტვიტერთან" კომენტარში ჰიონესმა.

Video

24.11.18. ბაიერნი - ფორტუნა 3:3

ფაქტები

"ბაიერნი" ზედიზედ სამი მატჩია ვერ იგებს.

ლუკებაკიო ბუნდესლიგის პირველი ფეხბურთელია ებე სანდის (2001 წელი) შემდეგ, რომელმაც "ბაიერნს" სამი გოლი გაუტანა.

მიულერმა შეწყვიტა 561-წუთიანი უგოლო სერია ბუნდესლიგაში.

"ჰერტა" ზედიზედ ექვსი მატჩია ვერ იგებს.

"ჰოფენჰაიმმა" შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია.

"ჰოფენჰაიმი" სტუმრად ოთხი მატჩია არ აგებს.

დემირბაი პირველი გერმანელია ამ სეზონში "ჰოფენჰაიმში", რომელმაც ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა.

იბიშევიჩს მინიმუმ 33 გოლი აქვს გატანილი გერმანიის სამ კლუბში ("ჰერტა", "ჰოფენჰაიმი", "შტუგარტი"). ასეთი რამ აქამდე არც ერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია.

"აინტრახტი" შვიდი მატჩია არ აგებს (+6=1-0).

"აინტრახტი" ზედიზედ სამი მატჩია უცვლელი სასტარტო შემადგენლობით თამაშობს.

ჰალერი ზედიზედ შვიდი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

ცხრა გოლითა და ექვსი პასით, ჰალერი საუკეთესოა ბუნდესლიგაში "გოლი+პასის" სისტემით.

"დორტმუნდი" წაუგებელია მიმდინარე ჩემპიონატში.

"დორტმუნდს" 12-მატჩიანი წაუგებელი სერია მეორედ აქვს ისტორიაში. პირველად 2002-03 წლების სეზონში ჰქონდა და მაშინ ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.

"დორტმუნდმა" სტუმრად ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.

ალკასერმა ცხრიდან რვა გოლი შეცვლაზე შესვლის შემდეგ გაიტანა.

შეწყდა "ლაიპციგის" 10-მატჩიანი წაუგებელი სერია.

შეწყდა "ლაიპციგის" 5-მატჩიანი "მშრალი" სერია.

"ლაიპციგს" ამ სეზონში ყველაზე მეტჯერ აქვს ძელისთვის მორტყმული ბურთი - შვიდჯერ.

"ნიურნბერგს" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

"ნიურნბერგს" სტუმრად 12 მატჩია არ მოუგია.

ჰარითმა შეწყვიტა 1145-წუთიანი უგოლო სერია ბუნდესლიგაში.

"ვერდერმა" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია.

"გლადბახი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც შინ ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

"გლადბახს" საკუთარ მოედანზე ცხრამატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

"გლადბახი" ზედიზედ 18 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

"ჰანოვერი" 19 მატჩია სტუმრად ვერ იგებს ბუნდესლიგაში. ეს სერია 2017 წლის 4 ნოემბერს დაიწყო.

ბუნდესლიგა. XII ტური

ლევერკუზენი-შტუტგარტი 2:0

გოლები: 1:0 ფოლანდი (76), 2:0 ფოლანდი (83)

ლევერკუზენი: ჰრადეცკი - ლ. ბენდერი (78. ვენდელი), ტა, ს. ბენდერი, იედვაი (66. ვაიზერი) - ბაუმგარტლინგერი, არანგისი (66. ალარიო) - ბელარაბი, ჰაფერცი, ბრანდტი - ფოლანდი.

ბაიერნი-ფორტუნა 3:3

გოლები: 1:0 ზიულე (17), 2:0 მიულერი (20), 2:1 ლუკებაკიო (44), 3:1 მიულერი (58), 3:2 ლუკებაკიო (77), 3:3 ლუკებაკიო (90+3)

ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ბოატენგი, ალაბა - ხავი მარტინესი - გორეტცკა, მიულერი (90+1. ჰუმელსი), რენატო სანჩესი (80. რაფინია), რიბერი (70. რობენი) - ლევანდოვსკი.

ჰერტა-ჰოფენჰაიმი 3:3

გოლები: 0:1 დემირბაი (1), 0:2 კრამარიჩი (10), 1:2 იბიშევიჩი (12), 1:3 ბიჩაკჩიჩი (55), 2:3 ლეკი (71), 3:3 ლაზარო (87)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - კადერჟაბეკი, ფოგტი, ბიჩაკჩიჩი, შულცი - ნორდტვეიტი (88. ნელსონი) - აკპოგუმა, დემირბაი - კრამარიჩი (79. ბიტენკურტი), ჟოელინტონი, შალაი (69. ბელფოდილი).

აუგსბურგი-აინტრახტი 1:3

გოლები: 0:1 დე გუზმანი (1), 0:2 ჰალერი (47), 0:3 რებიჩი (68), 1:3 კორდობა (90)

მაინცი-დორტმუნდი 1:2

გოლები: 0:1 ალკასერი (66), 1:1 კიასონი (70), 1:2 პიშჩეკი (76)

დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, ზაგადუ, ჰაკიმი (83. დიალო) - ვიტსელი, დილეინი - სანჩო, როისი, ბრუუნ ლარსენი (77. პულიშიჩი) - გიოტცე (64. ალკასერი).

ვოლფსბურგი-ლაიპციგი 1:0

გოლი: 1:0 რუსიონი (50)

ლაიპციგი: გულაში - კლოსტერმანი, კონატე, ორბანი (70. სარაკი), ჰალშტენბერგი (70. ოგუსტენი) - ლემერი (80. კუნია), ილსანკერი, დემე, ბრუმა - ვერნერი, პოულსენი.

შალკე-ნიურნბერგი 5:2

გოლები: 1:0 სკრჟიბსკი (27), 2:0 ჰარითი (32), 2:1 პალასიოსი (38), 3:1 ბურგშტალერი (70), 3:2 ზრელაკი (78) , 4:2 სკრჟიბსკი (84), 5:2 ოშჩიპკა (90+3)

შალკე: ფერმანი - სანე, სტამბული, ნასტასიჩი - კალიჯური, ბენტალები, რუდი (80. მასკარელი), ოშჩიპკა - სკრჟიბსკი (88. რაითი), ბუგრშტალერი, ჰარითი (86. შიოპფი).

ფრაიბურგი-ვერდერი 1:1

გოლები: 1:0 ვალდშმიდტი (42-პენ.), 1:1 აუგუსტინსონი (90+2)

გლადბახი-ჰანოვერი 4:1

გოლები: 0:1 ვუდი (1), 1:1 ტ. აზარი (7), 2:1 ლანგი (44), 3:1 შტინდლი (58), 4:1 ზაკარია (77)

გლადბახი: ზომერი - ლანგი, გინტერი (40. იანტკე), ელვედი, ვენდტი - ნოიჰაუსი, შტრობლი, ჰოფმანი - შტინდი (81. რაფაელი), აზარი, პლეა (75. ზაკარია).

ბომბარდირები: 9 - ჰალერი (აინტრახტი), პაკო ალკასერი (დორტმუნდი), იოვიჩი (აინტრახტა); 8 - როისი (დორტმუნდი), ტ. აზარი (გლადბახი), პლეა (გლადბახი); 7 - ფინბოგასონი (აუგსბურგი), ლევანდოვსკი (ბაიერნი).

მომდევნო ტური

30 ნოემბერი. ფორტუნა-მაინცი.

1 დეკემბერი. დორტმუნდი-ფრაიბურგი, შტუტგარტი-აუგსბურგი, ვერდერი-ბაიერნი, ჰანოვერი-ჰერტა, ჰოფენჰაიმი-შალკე.

2 დეკემბერი. ლაიპციგი-გლადბახი, აინტრახტი-ვოლფსბურგი, ნიურნბერგი-ლევერკუზენი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რატომ არ შედგა "ბაიერნში" ოსიმენის ტრანსფერი?
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
შესაძლოა, შეთავაზება ზამთარშივე გააკეთონ - “ბაიერნს” კოსოვოელი ფორვარდი სურს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
სიგიჟე გერმანიაში: მე-4 ლიგის მეკარემ 5 პენალტი მოიგერია [VIDEO]
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "კარლსრუე" "ფორტუნასთან" დამარცხდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
"ბაიერნს" "ფორტუნა" ბრდღვნად არ ეყო და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
ყველა მოატყუა, მათ შორის ექიმებიც - ჯაკას გასროლა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ [VIDEO]
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან
ფრე დიუსელდორფში - ზივზივაძემ ამჯერად ვერ გაიტანა
სიყვარულიდან სიძულვილამდე - "ბაიერნის" ფანები მათი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვენ
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ფრე სიტარდიში - "აიაქსში" მიქაუტაძის დებიუტი შედგა [VIDEO]
ჰოლანმა გამარჯვების გოლი 90+5-ე წუთზე გაიტანა, მისმა მწვრთნელმა ზეიმისას ტრავმა მიიღო [VIDEO]
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
მადრიდის "რეალს" უპამეკანოს დამატება სურს
[VIDEO] წუთები დიდ სენსაციამდე - "ბაიერნი" "ალიანც არენაზე" მარცხს გადაურჩა!
"უპამეკანოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ვცდილობთ" - "ბაიერნის" სპორტული დირექტორი
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
ბუნდესლიგის სტადიონთან მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი და საგოლე პასი - გარდასახული "ჰამბურგი" წინ მიიწევს
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია