ლიდერთა ფრით "სევილიამ" ისარგებლა და ჩემპიონატის ლიდერი გახდა. ეს 21-ე საუკუნეში 13 მატჩიდან 26 ქულით გალიდერების მეორე შემთხვევაა. როგორც წესი, ლიდერებს უფრო მეტი ქულა აქვთ ხოლმე. კიდევ ერთი უცნაურობა ისაა, რომ ბომბარდირთა დავას 10 გოლით "ჟირონას" ურუგვაელი ფორვარდი კრისტიან სტუანი ლიდერობს...
25.11.18 სევილია - ვალიადოლიდი 1:0
როდესაც მთელი მსოფლიოს ვარსკვლავები არიან შეკრებილნი ლიონელ მესის თამადობით; როდესაც "ატლეტიკო" და "ბარსელონა" თამაშობენ და... კარში პირველი ზუსტი დარტყმა 77-ე წუთზე მოდის, ეს მხოლოდ ერთ რამეზე შეიძლება მიუთითებდეს - ლა ლიგა კრიზისში შედის.
"ვანდაზე" 77-ე წუთზე პირველი დარტყმა პირველი გოლით დასრულდა, რომელიც ერთ დროს აღიარებული გოლეადორი დიეგო კოშტასთვის ამ სეზონში პირველი იყო. და მაინც, "ატლეტიკოს" მოგება არ ეწერა - უსმან დემბელეს "ბარსელონაში" გადასვლის დღიდან აკრიტიკებენ, როცა ბურთი ხეირიანად ვერ აკენწლა, თუმცა ფაქტია, ამ სეზონში ფრანგმა უკვე მე-7 ქულა მოუპოვა პირადად ჩემპიონს. "ბარსამ" ტრავმის გამო ერთბაშად ორი ფეხბურთელი დაკარგა, სერხი რობერტო და რაფინია (სეზონის ბოლომდე).
25.11.18. ატლეტიკო - ბარსელონა 1:1
ფაქტები
უსმან დემბელეზე (ბარსელონა) მეტი ქულა პირადად არავის მოუტანია თავისი გუნდისთვის - 7.
სერხიო ბუსკეტსი გახდა მე-7 ფეხბურთელი, ვინც "ბარსელონას" მაისური 500-ჯერ მოირგო. ის მესამე ნახევარმცველია ჩავი ერნანდესისა (767) და ანდრეს ინიესტას (674) შემდეგ.
როგორც ჩანს, არც სანტი სოლარის უწერია დიდი დღე "რეალის" თავკაცის პოსტზე. არგენტინელის გუნდი წინა მწვრთნელის, ხულიენ ლოპეტეგის სამშობლოში, ბასკეთში შეარცხვინეს, სადაც სამი უპასუხო გოლი გაუტანეს. "რეალის" დაცვა, სერხიო რამოსის ხელმძღვანელობით, "ჩავარდა". სოლარიმ კი პირველად წააგო "სამეფო კლუბის" თავკაცის პოსტზე, მაგრამ "ეიბართან" განადგურება იმ კატეგორიიდან არის, რომელსაც მადრიდულ კლუბში იშვიათად პატიობენ.
24.11.18. ეიბარი - რეალი 3:0
ფაქტები
ქარიმ ბენზემა 7-ჯერ მოხვდა ოფსაიდში, რაც რეკორდია "რეალის" ფეხბურთელისთვის ლა ლიგის მატჩში.
"რეალზე" მეტი გოლი სტუმრად მხოლოდ "უესკამ" გაუშვა - 19 და 16.
გონსალო ესკალანტე (ეიბარი) ამ სეზონში 2 გოლით იწონებს თავს. წინა სეზონში მან 28 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.
26 ქულის დაგროვება "ალავესსაც" შეეძლო, მაგრამ სულაც წააგო. ლიდერთა შორის შეეძლო ყოფნა "ესპანიოლსაც", თუმცა ამ გუნდმაც წააგო. სამაგიეროდ, მარსელინოს "ვალენსიამ" სეზონში მე-3 გამარჯვებით ოდნავ გამოისწორა სატურნირო მდგომარეობა.
ტურის ფაქტები
გასულ და ახლანდელ სეზონებში ევროპის ტოპ-5 ლიგაში ყველაზე მეტი გოლი თავით კრისტიან სტუანიმ (ჟირონა) გაიტანა - 14.
13 ტურის შემდეგ 26 ქულა ლიდერისთვის ყველაზე ცოტაა ლა ლიგის სტარტზე 21-ე საუკუნეში. ანალოგიური შედეგი ჰქონდა დეპორტივოს (2001/02).
პაბლო სარაბიამ (სევილია) 18 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა ყველა შეჯიბრებაში, რაც ესპანელი ფეხბურთელისთვის საუკეთესო მაჩვენებელია - 12 გოლი, 6 საგოლე პასი.
"ბილბაომ" ანტირეკორდი დაამყარა - ზედიზედ 12 ტურში ვერ მოიგო (8 ფრე, 4 წაგება).
ამ ტურში "ვალენსიას" ფორვარდებმა ზუსტად იმდენი გოლი გაიტანეს, რაც მთელ წინა მატჩებში - 3.
როდრიგო მორენო და სანტი მინა ერთად 5 სეზონია, რაც თამაშობენ "ვალენსიაში", თუმცა როდრიგომ მინას საგოლე პასი კარიერაში პირველად გადააწოდა.
ლა ლიგა. XIII ტური
ლეგანესი-ალავესი 1:0
გოლი: 1:0 ენ ნესირი (42)
ეიბარი-რეალი 3:0
გოლები: 1:0 ესკალანტე (16), 2:0 ენრიჩი (52), 3:0 კიკე (57)
რეალი (4-3-3): კურტუა - ოდრიოზოლა (54. კარვახალი), ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (63. ისკო), სებალიოსი, კროოსი - ბეილი, ბენზემა, ასენსიო (74. ვინისიუსი)
ვალენსია-ვალეკანო 3:0
გოლები: 1:0 მინა (35), 2:0 მინა (61), 3:0 გამეირო (76)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვასი, გაბრიელ პაულისტა, დიაქაბი, გაია - სოლერი (81. ვეზუ), კოკლენი, პარეხო, გედეში (72. ფ. ტორესი) - როდრიგო, მინა (67. გამეირო)
გაძევება: ადვინკულა (87. რაიო ვალეკანო)
უესკა-ლევანტე 2:2
გოლები: 1:0 რივერა (23), 1:1 როჯერი (45+1), 2:1 ეჩეიტა (51), 2:2 ბოატენგი (74)
ატლეტიკო-ბარსელონა 1:1
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (77), 1:1 დემბელე (90)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, სავიჩი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - კოკე, როდრი, საულ ნიგესი, ლემარი (64. ვიტოლო) - დიეგო კოშტა (80. ა. კორეა), გრიზმანი
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა - სერხი რობერტო (46. რაფინია), ბუსკეტსი, არტური (80. დემბელე), ვიდალი (85. მალკომი) - მესი, ლ. სუარესი
ბილბაო-ხეტაფე 1:1
გოლები: 1:0 ნოლასკოაინი (67), 1:1 მატა (77)
სევილია-ვალიადოლიდი 1:0
გოლი: 1:0 ანდრე სილვა (30)
სევილია (3-4-1-2): ვაცლიკი - კარისო, კიაერი, გომესი - ალ. ვიდალი, მესა, ბანეგა (73. ფ. ვასკესი), ესკუდერო - სარაბია (88. პრომესი) - ბენ იედერი, ანდრე სილვა (82. ამადუ)
ესპანიოლი-ჟირონა 1:3
გოლები: 0:1 სტუანი (4), 0:2 სტუანი (6), 1:2 ბ. იგლესიასი (74), 1:3 დუმბია (90)
ვილიარეალი-ბეტისი 2:1
გოლები: 1:0 მორენო (52), 2:0 ჩუკვუეზე (54), 2:1 ლო სელსო (90)
ორშაბათი. 26 ნოემბერი
სოსიედადი-სელტა 23:59
ბომბარდირები: 10 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 9 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ლუის სუარესი (ბარსელონა).
მომდევნო ტური
30 ნოემბერი: რაიო ვალეკანო-ეიბარი
1 დეკემბერი: სელტა-უესკა, ვალიადოლიდი-ლეგანესი, ხეტაფე-ესპანიოლი, რეალი-ვალენსია
2 დეკემბერი: ბეტისი-რეალ სოსიედადი, ჟირონა-ატლეტიკო, ბარსელონა-ვილიარეალი, ალავესი-სევილია
3 დეკემბერი: ლევანტე-ბილბაო.
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა