ეროვნული ლიგის 33-ე ტურში "საბურთალომ" "დინამო" 2:1 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა: რუხაიამ პირით ხაზთან მიასწრო ბურთს, ზივზივაძეს უპასა და მან კუპატაძის კარი დალაშქრა. შემდეგ "საბურთალოს" შეეძლო საპასუხო გოლის გატანა, მაგრამ რეხვიაშვილის დარტყმული თავური სიკაჩმა აკრობატულ ნახტომში მოიგერია. თუმცა, ჭიაბრიშვილის შეგირდებმა მალე გაათანაბრეს ანგარიში, როდესაც ვაგნერ გონსალვეში საჯარიმოში ლოჩოშვილმა წააქცია და პენალტი კოხრეიძემ გამოიყენა.

მასპინძლებმა შეტევები გააძლიერეს, ჯერ გოშთელიანმა ოდნავ ააცდინა მიზანს, შემდეგ კი გონსალვეშმა მეურვეების მორიგი შეცდომა გამოიყენა და თავისი გუნდი დააწინაურა.

მეორე ტაიმში "დინამომ" არაერთი იერიში მიიტანა კუპატაძის კარზე, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია და "საბურთალო" ჩემპიონი გახდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

საბურთალო - დინამო 2:1

გოლები: 0:1 ბუდუ ზივზივაძე (14), 1:1 გიორგი კოხრეიძე (20, პენ), 2:1 ვაგნერ გონსალვეში (24)

საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), გაგი მარგველაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გიორგი რეხვიაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში (ელვინ ტერა 55), გიორგი დიასამიძე (ნოდარ იაშვილი 73), გურამ გოშთელიანი (დავით ვოლკოვი 78), გიორგი კოხრეიძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

დინამო (3-4-3): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია (მიხეილ ერგემლიძე 88), ლაშა თოთაძე (კ), ლუკა ლოჩოშვილი (ლევან ხარაბაძე 46), დავით კობოური, ბაქარ ქარდავა (გიორგი ზარია 78), აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია, ლევან შენგელია, ნიკა ნინუა, ბუდუ ზივზივაძე

მთ. მწვრთნელი: ზაურ სვანაძე

levani
საბურთალოს ყოჩაღ, მიხარია, მაგრამ დინამოს ამ დღეში ყოფნა გულს უკლავს გულშემატკივარს, ძნელი საყურებელია?
zviads
ბიძო და შოთი დინამოში...:)
ზიზუ
ბიჭებს პრემიები ჩაურიცხეთ. ნუ შეჭამთ ფულს გირჩევნიათ ;)
tngh
"საბურთალო" ჩემპიონატის I ტურიდან ლიდერია!!! ღირსეული ჩემპიონია!!! ვულოცავ!!!
Riona
მე მგონი ობიექტურ გულშემატკივრებში ისე არცერთი კლუბის ჩემპიონობა არ სურდა ხალხს როგორც საბურთალოსი. სწორად მუშაობენ არ უფრთხიან პრობლემებს. წარმატებები საბურთალოს ევროსარბიელზე. იმედია რომ საბურთალო, დინამო, ტორპედო,ჩიხურა კარგად წარსდგებიან მომავალს წელს ევროპაზე. ჩიხურამ (ან დილამ) საჯაროდ მადლობა უთხრან უფალს და გაგრელებს რომ სრულიად შემთხვევით,თამაშით კი დაუმსახურებლად აიღო ტორპედომ თასი და მათ მიეცათ შანსი რომ ევროპაზე გამოვიდნენ. იმედია გაგრა უმაღლესშიც გადმოვა.
გიზოგ
ვულოცავ საბურთალოს ჩეპიონობას და დიდ წარმატებულ დებიუტს ვუსურვებ ევროტურნირზე. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ გუშინდელი თამაში არც ჩემინატის დროს ნათამაშებ მატჩებს გავდა და მითუმეტეს ჩემპიონის თამაშს. ამაზრზენია, როცა მთელი გუნდი მინდორზე გორაობს და ამით მოპოვებული გამარჯვებით ხდები ჩემპიონი. გუნდს გუშინ თავისუფლად შეეძლო კიდევ გაეტანა გოლები მაჟორულ ტონზე გამხადრიყო საქართველოს ჩემპიონი. ყველაფრის მკისრებელ, უთავმოყვარეო ხალხს(მოთამაშეებს) პატივს არვცემ.
emigranti
გილოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას "საბურთალო"-ელებო, ღირსეულად გაიმარჯვეთ და ეს ძირითადად გუნდის ხელმძღვანელობის სწორი მიზანმიმართული მუშაობის შედეგია. აქვე ბატონ რომან ფიფიას მინდა კიდევ ერთხელ(მგონი მეასედ მივმართავ) ვთხოვო გაყიდოს გუნდი. რაც არ უნდა მოხდეს "დინამოს" ვერ შემაძულებს, მაგრამ სიცოცხლის წლები მაკლდება ასეთ დინამოს როომ ვხედავ, ფიფიას ხელში კი არაფერი გამოსწორდება. ბატონო რომან, მოშორდით დინამოს, აივსო მოთმინების ფიალა. დინამოს შეძლებული ინვესტორი გამოუჩნდება და დიდ თანხადაც გაიყიდება, ჰოდა თუ ქართული ფეხბურთი გიყვართ, ნებისმიერ სხვა ქართულ კლუბს იყიდით იმ ფულით, აკადემიასაც აუშენებთ და ფულიც დაგრჩებათ. ყიდეთ მერე იქ აღზრდილი "წიწილები" რამდენიც გინდათ. თან დინამოსაც წაადგება, კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი კლუბი გაჩნდება და ფეხბურთი გაიმარჯვებს. თუ ამას არ იზამთ, ე.ი. "დინამოს" მტერი ბრძამდებით, გულშემატკივრების მტერი. ამ სიკეთით მაინც დაგვამახსოვრეთ თავი, თორემ მალე "დინამოს" გულშემატკივარი თქვენი სახლის წინ გავშლით კარვებს და მრავალ "სადღეგრძელოს" მოისმენთ. არ დაბლოკოთ ძალიან გთხოვთ.
ტოტტი
ვულოცავ ტორპედოს და საბურთალოს ყველა გულშემატკივარს თასის აღებას და ჩემპიონობას ნამდვილად დაიმსახურა ორივე გუნდმა ორივე ტიტული,
ზურა
აი რას ნიშნავს სწორი მენეჯმენტი. ღირსები ხართ საბურთალოელებო, რომ მინიმუმ ევროპა ლიგის კარები შეაღოთ.. ( ფიფია ისწავლე რამე ძალიან გთხოვ, რადგან სახელი "დინამო" უკვე არაფერს ნიშნავს, იმის და მიუხედავად, რომ ადრე ხალხს აჟრიალებდა დინამოს გაგონებაზე..!! მჯერა, რომ ღირსეულად გამოვლენ ევროთასებზე და ველოდები ევროპა ლიგის ჯგუფს და ასეთი უსუსური დინამო საერთოდ არ მინდა ევროთასებზე !!!
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
მოემზადეთ საგულშემატკივროდ - გულიაშვილი "ბარსელონას" პირველივე წუთებიდან შეუტევს
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
დიდი დებიუტის მოლოდინში - გულიაშვილი "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზადაა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
ალონსოს პენალტით "ვიგომ" "სევილია" მატჩის მიწურულს დაამარცხა
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
17 წლის ხარებაშვილი "აიაქსს" დაუკავშირეს - რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?