საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩებში ორი გამარჯვება მოიპოვა და ერთხელ დამარცხდა - ფლორენციაში იტალიასთან დათმო, თბილისში კი ტონგა და სამოა დაამარცხა.

ამ შეხვედრების შემდეგ მსოფლიო რაგბის რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც ჩვენი გუნდი მე-15-დან მე-13 პოზიციამდეა აღზევებული.

ბრიტანულმა Guardian-მა კი საკუთარი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ ერთი პოზიციით წინ წაიწია და ახლა მე-14-ეა.

აი, რას წერს ბრიტანული გამოცემა ჩვენს გუნდზე:

"იტალიასთან მარცხს საქართველოს ნაკრებმა ტონგასთან და სამოასთან მორალურად გამაძლიერებელი გამარჯვებები მიაყოლა. ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ავსტრალიასთან, უელსსა და ფიჯისთან ერთად არიან. მათ ისევ მესამე ადგილზე გასვლა გაუჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი სამი გუნდიდან საქართველოსთან იოლი გასეირნება არცერთს ექნება", - ვკითხულობთ Theguardian.com-ზე.

საქართველოს ნაკრები 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიო თასზე გაემართება. მის ჯგუფში ავსტრალია, უელსი, ფიჯი და ურუგვაია.

ვენდეტა
იტალიასთან ნაკრები გადახალისებული და გაახლებული იყო პირველი შეხვედრისთვის თანაც გასვლისთვის, ცუდ დროს დაემთხვაა აი ბოლო რომ ყოფილიყო ტესტებზე რეალურ შედეგს მაშინ მივიღებდით.
სოსო
კი,ნამდვილად.ამ თამაშმა გვაჩვენა,რომ საქართველოს ფაქტობრივად ა ნაკრებს, ძალუძს ტოლ სწორად ეთამაშოს ექვს ერში მოთამაშე ნაკრებს და თუ მათსავით საშუალება ექნებათ, ყოველწლიურად 5 თამაში ჩაატარონ მსოფლიოს საუკეთესო ათეულის გუნდებთან,ძალიან მალე,შესაძლოა პირველივე წელსაც,მათგან რომელიმეს დამარცხებასაც შევძლებთ.ამ ხუთში იტალიას არ ვგულისხმობ,რადგან მათ სრული შემადგენლობის პირობებში ან მესამე ტესტი რომ გვქონოდა მათთან,ახლაც მოვუგებდით.
კარენა
იტალიამ გვაჩვენა რაც ვართ. და დაინახა მსოფლიომ რა დონეც ვართ
სერ
ვუი შენს პატრონს.
Bidzi.
ბიჭო წაიკითხეთ აი რას წერენ: “იტალიასთან მარცხს საქართველოს ნაკრებმა ტონგასთან და სამოასთან მორალურად გამაძლიერებელი გამარჯვებები მიაყოლა.” - აი, რისი ეშინიათ, ხომ გითხარით რომ ეგენი ჩვენი მოტივაციის დაკარგვაზე “მუშაობენ” რომ მეტი პროგრესი აღარ გვქონდეს პირიქით ჩავიქცეთ გავბანძდეთ და 6ერს “საფრთხეს” აღარ ვუქმნიდეთ. და ის რაც თავის დროზე რუმინეთს გაუკეთეს. ჩვენი იტალიასთან მარცხი ისიც გასვლაზე იყო კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული ფსიქოლოგიური დარტყმა, რომელიც ძალების თანაფარდობას რეალურად არ ასახავს. ყველა რომ გვაკლდა მაშინ დაგვიჭირეს, თანაც უთამაშებლები და თვითონ კარგად ირლანდიასთან დაისვენეს. და რას გადაეკიდეთ ამ 6 ერს ევროპული რაგბი რაგბი არაა საერთოდ, დავაი დროზე ჯერ ოკეანეთში გავიდეთ და მერე არგენტინელ ნაშებს მივუკაკუნოთ.
Lasha
ძალიან რთული ჯგუფი გვერგო მესამე ადგილზე გასასვლელად. თუ ჩვენი კოზირები ისევე გავფლანგეთ, როგორც ზაფხულში, მესამე ადგილზე ფიქრი ზედმეტია. რაიმე პროგრესზე ლაპარაკი თუ გვინდა, ოკეანეთს პირწმინდად უნდა ვჯაბნიდეთ. ყველგან და ყოველთვის! მოცემული რეალობის გათვალისწინებით მესამე ადგილი პროგრამა მაქსიმუმი უფროა, ვიდრე აუცილებელი გეგმა. ამავდროულად, სენსაციას თუ გამოვაცხობთ, ისევ გამოცოცხლდება ჩვენი და 6 ერის ამბები.
david
სამივე თამაშში ყველაზე მეტად სწრაფ თამაშში გაგვიჭურდება.
emigranti
გმადლობთ სოსო. ნათელში ამყოფოს მისი სული ღმერთმა...სირცხვილია ჟურნალისტებო, ჩვენგან უნდა იგებდეთ ინფორმაციას?
ისე
გამოცემის დასახელებაა "The Guardian"
სოსო
ადმინ,ამ რამდენიმე დღის წინ,ქართული რაგბის დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის ბრძოლაში ერთერთი მედროშე,ლეგენდარული მორაგბე,დავით კილასონია გარდაცვლილა.მგონი აქვს ამ ადამიანს იმდენი დამსახურება საქართველოს წინაშე,რომ თქვენს საიტს პატივი მიეგო მისი ღვაწლისათვის.ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული.
qomagi
მაგ მსჯელობაში კი გეთანხმები, მაგრამ ახალგაზრდებს ფიზიკაში აშკარად მოსამატებელი აქვთ
სიმართლე
შენს პირს შაქარი მაგრამ აჯობებს რეალისტებად დავრჩეთ - ამ ეტაპზე ჩვენი მაქსიმუმი 2 თამაშის მოგებაა
nnn
უპირველესად აუცილებელია დიციპლინის განმტკიცება ამ დონის გუნდებთან კაცნაკლული თამაში დამღუპველია
fira
ჩემი სასწავლებელი რა სჭირს მელიტონს, მაგრამ რაც შეიძკება სწრაფად უნდა მოხდეს ახალბედების ასიმილაცია, სულ სხვა დონის და კლასის რაგბს თამაშობენ აბჟანდაძე, აფრასიძე, ძნელაძე, გორგაძე და სხვები, ძველები ამას აწი ვეღარ აითვისებენ.
სოსო
გამარჯვება და წინსვლა არასდროსაა ადვილი,სამივე ეგ გუნდი,ძალიან ძლიერია,მაგრამ არც ჩვენი ნაკრებია სუსტი,ასე რომ შევხვდებით ჩემპიონატზე და იქ გამოჩნდება ყველაფერი.
შოკირებული გულშემატკივარი
ავსტრალია და უელსი იტალიაზე ბევრად ძლიერები არიან და ლოგიკური იქნება მესამე ადგილისათვის სერიოზულად თუ მოვემზადოთ. ფეხით თამაში და სწრაფად სირბილი მოსამატებელი რო გვაქვს ეს ყველამ ვიცით და მწვრთნელებიც გაითვალისწინებენ ალბათ. წარმატება მინდა ვუსურვი ჩვენ ლომებს
ILIA
უელსს მოვუგებთ. დარწმუნებული ვარ. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა.
კაკო
მართლაც ოპტომისტური განწყობა :)))
ოპტიმისტი
ეს პროგნოზები თავისთვის შეინახონ, ჩვენ კი ვიცით რომ ჯგუფიდანაც გავალთ! :)
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
საოცარი მატჩი დრამატული დასასრულით - სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო თასის მასპინძელი დაამარცხა [VIDEO]
ფეხბურთი აერთიანებს - როგორ დახვდნენ მსოფლიო თასს სომხეთსა და აზერბაიჯანში? [PHOTO]
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
თბილისში 8 თებერვალს მსოფლიოს თასს ჩამოიტანენ
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო თასზე წარმატებით გამოდიან
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება