იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის მთავარი მატჩი შედგება რომში, სადაც "ინტერი" ჩადის.

"რომას" ჩემპიონთა ლიგაზე მარცხი შეემთხვა "რეალთან", მაგრამ ამის მიუხედავად ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი მაინც გავიდა პლეი ოფში.

რომაელთა შემადგენლობაში რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელია, თუმცა მაინც დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. ეს ორი გუნდი ერთმანეთის პრინციპული მოწინააღმდეგეა. ამას ემატება ისიც, რომ ორივე იბრძვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაგებად.

საინტერესო უნდა გამოდგეს მატჩი "ფიორენტინასა" და "იუვენტუსს" შორის. თითქოს ძალები არათანაბარია, მაგრამ "იებს" ნორმალური შემადგენლობა ჰყავთ. გარდა ამისა, "ფიორენტინა" სახიფათოა საშინაო შეხვედრებში. ფედერიკო კიეზას თამაშს ტურინელები გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან, რადგან მისი გადაბირება სურთ.

"მილანს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება კი ამოუჭრია გულში, მაგრამ თუ საქმეს ახლავე არ მიხედა, ზამთარში ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და სხვა რამდენიმე ვარსკვლავის დაბრუნება შეიძლება გვიანიც კი იყოს. "მილანს" აქვს საკადრო პრობლემები. გონსალო იგუაინის გარდა ვერც ჯაკომო ბონავენტურა ითამაშებს, ვინც დაშავებულია და დიდი ხნის განმავლობაში ვერ გავა მინდორზე.

"ლაციომ" უსათუოდ უნდა მოუგოს "კიევოს". ეგაა, "მფრინავი ვირები" ბოლო დროს გამოცოცხლდნენ. მათ "ნაპოლისთან" შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლეს და ქულა მოიპოვეს, რასაც არავინ ელოდა. რომაელებს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ და მათ წესით ბოლომდე უნდა იბრძოლონ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. "კიევომ" კი სასწაული უნდა მოახდინოს, სერია A-ში როგორმე ადგილი რომ შეინარჩუნოს.

ფაქტები

სპალ-ი და "ემპოლი" ისტორიაში პირველად ხვდებიან ერთმანეთს.

"ფიორენტინასა" და "იუვენტუსს" შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია, ისევე, როგორც "სამპდორიასა და "ბოლონიას" შორის უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში.

"მილანსა" და "პარმას" შორის ბოლო 6 თამაშში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"სასუოლოს" სერია A-ში ორმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

"კიევოსა" და "ლაციოს" შორის ბოლო 2 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"რომამ" და "ინტერმა" სერია A-ში მიჯრით 5 ისეთი მატჩი ითამაშეს, რომელშიც ორივე გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

სერია A. XIV ტური

შაბათი, 1 დეკემბერი

სპალ-ემპოლი 18:00

ფიორენტინა-იუვენტუსი 21:00

სამპდორია-ბოლონია 23:30

კვირა, 2 დეკემბერი

მილანი-პარმა 15:30

ფროზინონე-კალიარი 18:00

სასუოლო-უდინეზე 18:00

ტორინო-ჯენოა 18:00

კიევო-ლაციო 21:00

რომა-ინტერი 23:30

ორშაბათი, 3 დეკემბერი

ატალანტა-ნაპოლი 23:30

ბომბარდირები: 10 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 9 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 8 - ჩირო იმობილე (ლაციო); 7 - ლორენსო ინსინიე (ნაპოლი), დრის მერტენსი (ნაპოლი), მაურო იკარდი (ინტერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"ნაპოლიმ" სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ბოვე, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია