ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატი
ჰოკეის თამაში პრაქტიკულად ყველამ ისწავლა. ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა მეორე ტურმა - გერმანიამ ამჯერად ტურნირის მასპინძლები დაამარცხა, სლოვენიამ კი კინაღამ რუსეთი გააწბილა.

A ჯგუფი

რუსეთი-სლოვენია 6:4

1:0, 1:1, 4:3

გოლები: 1:0 ატიუშოვი-1 (კოვალჩუკი-1, რადულოვი-1), 1:1 ჰებარი-1 (გრეგორცი-1), 2:1 აფინოგენოვი-1 (კორნეევი-1), 2:2 გოლიჩიჩი-1 (სივიჩი-1, ჰოჩევარი-1), 3:2 კულიკოვი-1 (კაიგოროდოვი-1), 4:2 არტიუხინი-1 (აფინოგენოვი-1, კაიგოროდოვი-2), 4:3 გოლიჩიჩი-2 (როდმანი-1), 4:4 პაიჩი-1 (ტავჟელი-1), 5:4 რადულოვი-1 (კოვალჩუკი-2, გოროვიკოვი-1), 6:4 ზინოვიევი-1 (ზარიპოვი-1).

პირველ ტურში გერმანიასთან წაგების შემდეგ რუსების სამწვრთნელი შტაბი გულშემატკივრებს სლოვენიასთან სულ სხვა თამაშს დაპირდა. ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა სხვა თამაში მართლა აჩვენა - უფრო უარესი, ვიდრე პირველ ტურში.

სამჯერ იგებდა ამ შეხვედრას რუსეთი და სამჯერ გაათანაბრა ანგარიში სლოვენიამ. რუსების დაცვა კვლავაც არეული იყო და ბიკოვის გუნდმა უფრო მეტი შაიბა რომ არ გაუშვა, ეს პირველ რიგში მეკარე ნაბოკოვის დამსახურებაა. ძალიან საინტერესო მომენტი იყო მესამე პერიოდის ბოლო წუთზე, როცა რუსმა მცველებმა მეკარესთან მარტო დატოვეს სლოვენიელი შიმიცი, რომელმაც შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფავორიტი ნერვულ დასასრულს ვერ აცდებოდა.

სლოვაკეთი-გერმანია 3:4

0:0, 0:3, 3:1

გოლები: 0:1 მიულერი-1 (ულმანი-1, გრაილინგერი-1), 0:2 ტრიპი-1 (შულცი-1, მაუერი-1), 0:3 ჰორდლერი-1 (ულმანი-2, მიულერი-1), 0:4 შულცი-1 (ტრიპი-1, ლავალე-1), 1:4 ნადი-1 (ბარტეჩკო-1), 2:4 შტუმპელი-1 (ნადი-1, შატანი-1), 3:4 დემიტრა-1 (მარიან ჰოსა-1).

როგორც ჩანს, ჰოკეიში გერმანიის ნაკრებს არ ასვენებს ქვეყნის საფეხბურთო გუნდის მიღწევები და თავად აპირებს სლოვაკეთში ტრიუმფს. ამისთვის მან უკვე მოახდინა ორი სენსაცია - რუსეთის შემდეგ მასპინძელ გუნდსაც მოუგო!

გერმანელთა რიგებში კვლავ ბრწყინვალედ ითამაშა მეკარემ - ამჯერად დმიტრი პეტცოლდმა. მაგრამ, პირველ რიგში, მთელი გუნდი უნდა გამოვყოთ. სლოვაკების ლიდერები მხოლოდ მესამე მეოთხედში 0:4-ზე გამოფხიზლდნენ და კინაღამ სასწაული მოახდინეს. მასპინძლებმა ზედიზედ სამი გოლი გაიტანეს, მაგრამ ბოლო ნაბიჯი ვეღარ გადადგეს. არადა, ბოლო წუთებზე დემიტრას ასპროცენტიანი მომენტი ჰქონდა, მატჩის მიწურულს კი სლოვაკებმა მეკარე მოხსნეს და ექვსი თავდამხსმელით შეუტიეს. თითქოს მეოთხე გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ გერმანიამ გაძლო და მორიგი სამი ქულა მოიპოვა.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ უვე კრუპის გუნდმა მესამე ტურის შედეგების მიუხედავად, გაინაღდა ჯგუფში პირველი ადგილი და მეორე რაუნდში მაქსიმალური ექვსი ქულით გადავიდა. ხოლო რუსეთისა და სლოვაკეთის წყვილში (ეს გუნდები ბოლო ტურში შეხვდებიან ერთმანეთს) ერთ-ერთი გუნდი ნული ქულით შეაბიჯებს შემდეგ რაუნდში. თუმცა ეს გუნდები მადლობლები უნდა იყვნენ, რომ ასეთი თამაშით საერთოდ გადიან ჯგუფიდან.

B ჯგუფი

კანადა-საფრანგეთი 9:1

3:0, 2:1, 4:0

გოლები: 1:0 გრანიანი-1 (სპეცა-1, ფანოფი-2), 2:0 სპეცა-1 (ფანოფი-3), 3:0 სკინერი-2 (ტავარესი-2), 3:1 ბელემარი-1 (ტრეი-1, ოტივუ-1), 4:1 სტიუარტი-1 (სკინერი-2, ტავარესი-3), 5:1 პიეტრანჯელო-1, 6:1 ბერნსი-1 (ნილი-1, ნეში-1), 7:1 ნეში-1, 8:1 სკინერი-3, 9:1 ზაიაცი-1 (კლატერბეკი-1, პიეტრანჯელო-1).

მას შემდეგ, რაც კანადელები იოლად გაუსწორდნენ ბელარუსს, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ფავორიტი კიდევ უფრო მარტივად მოუგებდა საფრანგეთს. ამ გუნდის მთავარი იმედი მეკარე კრისტობალ იუე იყო, რომელმაც ქულა აჩუქა ფრანგებს შვეიცარიასთან წინა მატჩში.

მაგრამ იუემ პირველ პერიოდში სამი გოლი გაუშვა და ფრანგების დამრიგებელმა მეკარე შემდეგი მატჩისთვის შეინახა. ბოლო ტურში ამ გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის ბელარუსთან და იუეს ფაქტორი იქ შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

დარჩენილ დროში კანადამ კიდევ 6 შაიბა გაიტანა და მხოლოდ იმაზე თუ დაწყდა გული, რომ ერთხელ გამოიყენა რიცხობრივი უპირატესობა და "შათაუტის" შანსი მოუსპო თავის მეკარე რეიმერს. პიერ-ედუარდ ბელემარმა შეძლო ერთი პრესტიჟის შაიბის გატანა.

ბოლო ტურში კანადელებს პირველი ადგილისთვის მატჩი უწევს შვეიცარიასთან. ბოლო წლებში ამ გუნდმა ბევრჯერ გაამწარა კანადა, ასე რომ, ფავორიტს იოლი გასეირნება ნამდვილად არ ექნება.

შვეიცარია-ბელარუსი 4:1

1:0, 3:1, 0:0

გოლები: 1:0 გარდნერი-1 (დიასი-1, მოზერი-1), 1:1 კორობოვი-1 (კოსტიუჩონოკი-1, სტეპანოვი-1), 2:1 ბეზინა-1 (რუტემანი-2, გარდნერი-1), 3:1 გარდნერი-2 (გერბერი-1, რუტემანი-3), 4:1 რუტემანი-1 (ამბული-1, დუ ბუა-1).

ამ მატჩში ყველა დაძაბულ ბრძოლას ელოდა, მაგრამ შვეიცარიამ გაითვალისწინა ფრანგებთან წინა შეხვედრაში დაშვებული შეცდომები და ძალიან დამაჯერებლად დაამარცხა ბელარუსი.

სლავების მთავარი თავსატეხი გახდა გარდნერისა და რუტემანის დუეტი, რომელმაც ააწიოკა მეტოქის დაცვა. გარდა ამისა, ზედიზედ მეორე მატჩში დამაჯერებელი თამაში აჩვენა შვეიცარიელთა მეკარე ტობიას შტეფანმა - 60 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთ დარტყმას ვერ გაუმკლავდა.

ბელარუსებს საფრანგეთთან უწევთ ბოლო ტურის მატჩი, საიდანაც ერთი გუნდი გასავარდნ ზონაში მოხვდება, მეორე - მეორე რაუნდში, ოღონდ ნული ქულით, რაც

თითქმის არ ტოვებს მეოთხედფინალში გასვლის შანსს.

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტო" "ვაშინგტონ უიზარდსთან" დამარცხდა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა