შვეიცარია, დანია, ირლანდია და გიბრალტარი - ეს ის გუნდებია, რომლებიც საოცნებო ევროპის ჩემპიონატს გვიღობავენ. ალბათ, ერთა ლიგის ტურნირი რომ არ არსებობდეს, გულშემატკივარი გაცილებით უიმედოდ იქნებოდა, ჩვენი მთავარი პრობლემა ხომ ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაშია.

ვერც იმის იმედი გვექნება, რომ მარტამდე ქართველი ფეხბურთელები საუკეთესო გუნდებში მოხვდებიან ან მოახერხებენ, სრული სათამაშო დრო ჰქონდეთ. არადა, მეტოქეთა შემადგენლობას რომ გადახედო, პირწმინდად გვჯობიან. რა თქმა უნდა, არ არის საუბარი გიბრალტარის ნაკრებზე.

ამ შეხვედრებში ვლადიმირ ვაისის ფაქტორი განუზომელია. ახლა მან უნდა დაამტკიცოს, გაიზარდა თუ არა მასთან ერთად ნაკრები და რა შესაძლებლობები აქვს ტაქტიკური თვალსაზრისით. სლოვაკს ექნება ყველაფერი: სავსე სტადიონი თბილისში, მხარდაჭერა და ანშლაგი, რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა და რაც მთავარია, ნდობა. თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მსგავსი შედეგი მას არ უნდა ეპატიოს.

რაც შეეხება მეტოქეებს:

შვეიცარია

პირველი კალათის რთული მეტოქე, რომელიც ნელ-ნელა ევროპაში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად ყალიბდება. სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისინი მათი ჩემპიონატიდან ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახებას ერიდებიან, ჩვენ კი მათი პირველობის საშუალო დონის გუნდში ნაკრების ორი საკვანძო ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.

რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში მერვე და ევროპაში მეექვსე გუნდია. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ბრაზილიასთან (1:1), სერბეთთან (2:1) და კოსტა-რიკასთან (2:2) ერთად მოხვდა. ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში შვედეთთან 0:1 დამარცხდა. რაც შეეხება ერთა ლიგას, შვეიცარია უმაღლეს დივიზიონში ბელგიასთან (5:2; 1:2) და ისლანდიასთან (6:0; 2:1) ერთად იყო ჯგუფში და პირველი ადგილი მოიპოვა.

ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე უხეში გუნდი იყო. მათი ფეხბურთელები ხშირად ჯარიმდებოდნენ (საშუალოდ 10.5-ჯერ). თითოეულ შეხვედრაში საშუალოდ კარისკენ 16.8-ჯერ ურტყამდნენ და საბოლოოდ 14 გოლიც კი გაიტანეს.

ერთა ლიგაზე გუნდის ბომბარდირი 5 გოლით, "ბენფიკას" 26 წლის შემტევი ჰარის სეფეროვიჩი გახდა, ხოლო საგოლე გადაცემებით (3) "ლივერპულის" შემტევი ჯერდან შაჩირი გამოირჩა.

გუნდის ღირებულება transfermarkt.com-ზე, არც მეტი, არც ნაკლები, 224 მილიონ ევროს შეადგენს. გუნდის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი "არსენალის" ნახევარმცველი გრანიტ ჯაკაა - 40 მილიონი (აღსანიშნავია, საქართველოს ნაკრების ჯამური ღირებულება სულ 36.8 მილიონი ევროა), მისი მდევარია "მიუნხენგლადბახის" 22 წლის ტალანტი ნიკო ელვედი - 23 მილიონით.

ჩვენ ბოლოს შვეიცარიელებს ევრო 2004-ის შესარჩევში შევხვდით. პირველი შეხვედრა სტუმრად 1:4 წავაგეთ და მაშინ ის ერთადერთი გოლი შოთა არველაძემ გაიტანა, ხოლო თბილისში ფრედ, 0:0 ვეთამაშეთ.

დანია

მეორე კალათიდან, ალბათ, გერმანიის შემდეგ ყველაზე რთული მეტოქეები დანიელები იყვნენ. მეტოქეს საკმაოდ ახალგაზრდული და პერსპექტიული ფეხბურთელებით დახუნძლული გუნდი ჰყავს. მათ ნაკრებშიც თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატში თამაშობენ და ისინიც ძირითადად "კოპენჰაგენის" ფეხბურთელებია. ჩვენ დანიის სუპერლიგაში ამჟამად ორი ფეხბურთელი გვყავს, თუმცა არცერთი არ არის ამ ეტაპზე ნაკრების წევრი. დანიის მწვრთნელი კრიტიკის ქარცეცხლში მოჰყვა, რადგან თავის კომენტარში საქართველოს ნაკრები არც უხსენებია, მაგრამ რა არის გასაკვირი? პირდაპირ ვთქვათ, რას წარმოადგენს ამჟამად საქართველოს ნაკრები ევროპაში? თუმცა ეს ფაქტორი ჩვენთვის კარგია, თუნდაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

ფიფას რეიტინგში სკანდინავიელები მეათე ადგილს იკავებენ, ევროპაში კი მერვე გუნდია. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთთან (0:0), პერუსთან (1:0), ავსტრალიასთან (1:1) ერთად მოხვდა და ჯგუფში მეორე ადგილი მოიპოვა. მერვედფინალში ხორვატიას დაუპირისპირდა. ძირითადი დრო 1:1 მორჩა და პენალტების სერიაში 2:3 დამარცხდა. უეფას ერთა ლიგაზე რანგით მეორე დივიზიონში უელსთან (2:0; 2:1) და ირლანდიასთან (0:0; 0:0) ერთად იყო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლეს დივიზიონში აღზევდა.

დანიელები ერთა ლიგაზე საშუალოდ 12.3-ჯერ ჯარიმდებოდნენ, კარისკენ დაახლოებით 9-ჯერ ურტყამდნენ და ჯამში 4 გოლი გაიტანეს. გუნდის ბომბარდირი "ტოტენჰემის" შემტევი კრისტიან ერიქსენი გახდა 2 გოლით და საგოლე გადაცემებით და ასევე 2 საგოლე გადაცემით "ბრენტფორდის" ფეხბურთელი ჰენრიკ დალსგაარდი იყო გამორჩეული.

გუნდის ღირებულება transfermarkt.com-ზე შვეიცარიელებზე მეტია და 281.25 მილიონ ევროს შეადგენს. ყველაზე ძვირად ღირებული, 80 მილიონი ევროთი კრისტიან ერიქსენია და მისი მდევარი 22 წლის "ჩელსის" ფეხბურთელი ანდრეას კრისტენსენია - 40 მილიონი.

დანიელებთან სულ სამი შეხვედრა გვაქვს გამართული. თავდაპირველად 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში დავუპირისპირდით. თბილისში ჩვენი შეხვედრა 2:2 დასრულდა. ქართველებთაგან თავი გიორგი დემეტრაძემ და მალხაზ ასათიანმა გამოიჩინეს, ხოლო განმეორებით შეხვედრაში კოპენჰაგენში ჩვენი გუნდი 6:1 გაანადგურეს, ის ერთადერთი გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა. ბოლოს მათ 2013 წელს სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში დავუპირისპირდით, 52-ე წუთზე ირაკლი ძარიამ გაიტანა გოლი და 77-ე წუთამდე ვიგებდით, თუმცა ბოლოს შეხვედრა შემოგვიტრიალეს და 1:2 დავმარცხდით.

ირლანდია

ვერ ვიტყვით, რომ ეს გუნდი საჩუქრად გვერგო. უფრო უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვერგეთ მათ საჩუქრად, რომელთანაც 6 ქულის მოპოვება შეუძლიათ. თუმცა კანონზომიერია და გამოჩნდება, ვაისის ამ ფორმაციის გუნდი არის თუ არა მზად ერთხელ და სამუდამოდ ირლანდიის დასამარცხებლად.

ფიფას რეიტინგში ირლანდიელები 33-ე ადგილზე არიან, ევროპაში მეოცე გუნდია. მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში დანიასთან ორი შეხვედრის ჯამში 1:5 წააგო და რუსეთში ვერ წავიდა. ერთა ლიგაზე მეორე დივიზიონში იყო დანიასთან (0:0; 0:0) და უელსთან (0:1; 1:4), ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და მესამე დივიზიონში გავარდა. ის ერთადერთი გოლი "მილოულის" ფეხბურთელმა შონ უილიამსმა გაიტანა, სხვა არაფერში გამორჩეულები ირლანდიელები არ ყოფილან.

გუნდის ღირებულება transfermarkt.com-ზე 101 მილიონი ევროა. გუნდის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გუნდის კაპიტანი და "ევერტონის" ფეხბურთელი სეამუს კოლემანია (12 მილიონი). იგივე ღირებულებისაა "ბრაიტნონ ალბიონის" 26 წლის უკანახაზელი შეინ დაფიც.

ირლანდიასთან 9 შეხვედრა გვაქვს გამართული და შედეგი კატასტროფულია, მათგან 1 ფრედ დასრულდა და 8 წავაგეთ.

2003 საქართველო - ირლანდია 1:2

2003 ირლანდია - საქართველო 2:0

2008 საქართველო - ირლანდია 1:2

2009 ირლანდია - საქართველო 2:1

2013 ირლანდია - საქართველო 4:0

2014 საქართველო - ირლანდია 1:2

2015 ირლანდია - საქართველო 1:0

2016 ირლანდია - საქართველო 1:0

2017 საქართველო - ირლანდია 1:1

გიბრალტარი

კარგი იქნებოდა 6-გუნდიან ჯგუფში მოხვედრა. ყოველთვის გვიჭირს ამხანაგური მატჩებისთვის მეტოქეების მოძებნა, თან იმ ფონზე, როცა მხოლოდ რამდენიმე გუნდია თავისუფალი.

გიბრალტარი, ალბათ, ჩვენ ჯგუფის საჩუქარია, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში ორივე შეხვედრა უნდა მოუგო. ეგ კი არა და, ამ გუნდის ადგილზე აზერბაიჯანი ამოვიდა. უბრალოდ, ჩვენს ჯგუფში ორი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი გუნდია და მესამე აღარ ჩასვეს.

გიბრალტარი ფიფას რეიტინგში 194-ე გუნდია. ერთა ლიგაზე პატარა სენსაციებითაც გამოირჩეოდა, მაგალითად, სომხეთის ნაკრები ერევანში 1:0 დაამარცხა, თუმცა შინ 2:6 განადგურდა. ჯგუფის ლიდერთან, მაკედონიასთან 0:2 და 0:4 დამარცხდა. რაც შეეხება ლიხტენშტეინს, 2:1 შინ მოუგო და გასვლაზე 0:2 დამარცხდა. ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.

ნაკრების ღირებულება 225 000 ევროა. ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი "ევროპის კოლეჯის" ნახევარმცველი ლიამ უოლკერია - 100 000 ევრო.

გიბრალტარი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის ეტაპზე დაგვიპირისპირდა. თბილისში 4:0 გავანადგურეთ და სტუმრად 3:0.

123-S
შენ რა ქართველი არ ხარ, რომ იძახი იქნებითო?
deli
იოცნებეთ როგორც ოცნებისტები ოცნებობდნენ და რა მიიღეს? იგივეს მიიღებთ თქვენც
555
გიბრალტარის, აბა მეტი ვისი განადგურება შეგიძლიათ
123
ირლანდიასთა მოგება კი არა კვახი, ისიც გასვლაზე,1 დაგეგმილი ფრე გეთამაშათ რა მოგებაზე ფიქრობთ?როგორცკალათბურთში ისევე ფეხბურთშიც მეოთხე ადგილი გარანტირებული გაქვთ
xx
კი გიბრალტარს გაამწარებ
iosif
კარგი სიზმარია
იაგო
ამ ჯგუფში ქულების დიდი სხვაბით ვერცერთი გუნდი ვერ დაწინაურდება, ყველა დაკარგავს ერთმანეთთან ქულებს მთავარია ბოლომდე ვიბრძოლოთ. და კიდევ მთავარია ზირითადი ბირთვი განსაკუთრებით კი შემტევები კარგ ფორმაში შეხვდნენ ნაკრების თამაშებს და არამგონია იმხელა სხვაობა იყოს სათამაშო კლასს შორის რომ უშანსოდ ვიყოთ!!!
Good
"თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მსგავსი შედეგი მას არ უნდა ეპატიოს" ეს რა არის ? წინასწარ ემზადებით შესაჯდომად თუ შედეგი ვერ დადო ? რა ცუდი ხალხი ხართ. მთავარია ევროპა ლიგის პლეიოფები შესარჩევის შემდეგ, შესარჩევში მესამე ადგილზე გასვლის მიზერული შანსი გვაქვს და თუ ვერ გავედით ვერც მწვრთნელს დაადანაშაულებ იმიტომ რომ მისი რესურსებით ლოგიკური შედეგი იქნება. თქვენ გინდათ მწვრთნელმა მეხუთე კალათის დონის გუნდით მოუგოს მსოფლიოს მეოთხედფიალისტებს და ევროპა ლიგის ფინალისტებს. აიწყვეს ცხოვრება...
გოგი
ბატონო ტინტო, თქვენი პროგნოზი თქვენსავე ფილმებს გავს!
dcd
სასაცილოდ მოგეჩვენებათ,მაგრამ ვაისმა ისეთი გუნდი შექმნა, რომელიც კლასით მას აღემატება, ამ გუნდს აწი სხვა დონის მწვრთნელი სჭირდება, იმედია ვცდები.
datch
ჰო. დანია და გიბრალტარი სიაფანდები არიან, ანდორის არ იყოს.
Tbiliseli
შვეიცარიასთან ფრე რო გავაგოროთ მერე ირლანდიასთან გასვლაზე თავი უნდა მოიკლან მოგებისთვის :) სხვა შემთხვევაში გასვლაზე ფიქრი უნდა შევწყვიტოთ :)
112233ტეტ
დარხეული აქთ ყველას იქ ხო საქართველოა. გუნდი რომელიც თუ წაუვიდა თამაში ესპანეთს და საფრანგეთს ეთამაშება ხოლმე რამაგრად ხოდა ვინ ჩემფეხებია ეს დანია შვეიცარია და ირლანდია
ქუთაისელი
ოპტიმისტები ვიყოთ, მოვთხოვოთ ვაისს მეორე ადგილი მინიმუმ! ჩვენ როცა გვკიდია, მაშინ უფრო კარგად ვთამაშობთ. მიმისგ გამო, რომ ჩარჩენის შემდეგ მაინც გვექნება შანსი, ბიჭები უფრო ლაღად ითამაშებენ, და თუ კონცენტრაცია შევინარჩუნეთ, შეიძლება ვიღაც-ვიღაცეები გავამწაროთ!
ako
am shesarchevshi davinaxavt ra donis nakrebi hkavs weis-s)))
ტინტო ბრას
ირლანდია ეხლაც მოგვიგებს ორივე თამაშს, ირლანდია კი არა ყაზახები გვიგებდნენ საჰაერო ბრძოლაში და ისინი რას გვიზამენ წარმომიდგენია. შვეიცარიასთან თბილისში თუ არ წავაგეთ ეს იქნება მიღწევა, გასვლას უეჭველი ვაგებთ. დანიასთან და გიბრალტართან უნდა ავიღოთ ქულების მაქსიმუმი!!!
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
[VIDEO] კინაღამ ტრაგედია დატრილდა - ერიკსენი ისევ დაეცა მოედანზე
დანია-ინგლისი 1:1. ნამატჩევს ინგლისელებს უსტვინეს [VIDEO]
[VIDEO] არაშთამბეჭდავმა არგენტინამ ისევ ბეწვის ხიდზე გაიარა - კაცნაკლული შვეიცარია დამატებით დროში დაამარცხა
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
"დღეს ფეხბურთს არ გაუმარჯვია" - შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი არგენტინასთან მარცხის შემდეგ
მარადონას და ფოლკლენდის კუნძულების გამო შურისძიების დრო დადგა. "ვინც არ ხტუნავს - ინგლისელია" - არგენტინამ გამარჯვება იზეიმა
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]
არგენტინელთა მცველი: ტანჯვის გარეშე მოგება არ შეგვიძლია
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
ევროპის ჩემპიონატი მაინც 12 ქალაქში გაიმართება
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ევრო 2020-ზე საუკეთესოები დაასახელეს - პირველად 1992 წლის შემდეგ...
საგიჟეთი მხოლოდ ახლა იწყება - მერვედფინალების წყვილები ცნობილია
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
[VIDEO] შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბიას სძლია და მეოთხედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 1:0 ამარცხებს
"ჯვაროსანთა" მორიგი გამარჯვება (არადამაჯერებელი), რეკორდი და პლეი-ოფის ნახევარფინალის მასპინძლობა [VIDEO]
სანიოლი: ვთქვი, რომ "ჩაეძინათ" - ცვლილებაზე შესულებმა შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინეს
პედრი, კიეზა, ფილიპსი - ვინ გააძვირა "ევრო 2020"-მა?!
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
[VIDEO] შმეიხელს მოედნის ცენტრიდან გაუტანეს - შოტლანდიის ნაკრები 27 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს!
ევრო 2020-ის სიმბოლური ნაკრები 101 Great Goals-ის მიხედვით
ფრანგები უპირობო ფავორიტები და კვლავ მესის მაგიის იმედად? - 1/4-ფინალების PREVIEW
საფრანგეთის 14:0 - ევრო 2024-ის კიდევ სამი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
კაშია: თექვსმეტი ქულის აღება ძალიან რთულია
კვეკვესკირი: ეს გუნდი განსაკუთრებულია და მიზნის მიღწევა შეგვიძლია
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
"ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... დიდი მადლობა..." - კრისტიან ერიკსენი
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
სლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]