ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"რეალი" არ ნებდება - შეტევა და ბრძოლა ბოლომდე!

"რეალი" არ ნებდება - შეტევა და ბრძოლა ბოლომდე!

ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალი. "ბარსელონა"-"რეალის" წინ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო „ელ კლასიკოს“ „ბარსელონა“ აბსოლუტურად მშვიდად, „რეალი“ კი ძალიან აღგზნებული ხვდება. კატალონიელებმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ამ რანგის ჯახის კვალობაზე საკმაოდ დამაჯერებელი ანგარიშით, 2:0 მოიგეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცალი ფეხით ფინალში არიან, თუმცა ბოლომდე მშვიდად ყოფნის უფლებაც არ აქვთ, რადგან „რეალი“ მაინც „რეალია“...

ერთი კვირის წინ გამართული პირველი დაპირისპირება უკვე მოინათლა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მატჩად, რომლის მთავარი გმირი მადრიდელთა დამრიგებელი ჟოზე მოურინიო გახლდათ. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მან ბევრი იყვირა, თუ ცოტა, „ბარსელონა“ ფინალისტად მონათლა და თქვა, კატალონიური გრანდის წინააღმდეგ ყველა გუნდი უშანსოდაა, რადგან ჯერ ერთი, „ბარსა“ ისედაც ძალიან კარგი გუნდია და თანაც, მას უეფა ყოველთვის ეხმარებაო.

იმ შეხვედრის მთავარი მოვლენები ბარსელონას სათადარიგო მეკარე პინტუს, რეალელი პეპეს და თავად მოურინიოს გაძევებასთან ერთად, არაერთი სკანდალური და საკამათო სცენა იყო, საფეხბურთო თვალსაზრისით კი მხოლოდ ლიონელ მესიმ იბრწყინა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

ვალდანოს რეალის სჯერა

დღეს კი საპასუხო მატჩია - ბარსელონაში, „ნოუ კამპზე“. რაკი პირველი თამაში საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო, „რეალს“ ფინალში გასვლის ძალიან მცირე შანსიღა რჩება. ეს თვით მოურინიომაც აღიარა, აი, „სამეფო გუნდის“ სპორტული დირექტორი ხორხე ვალდანო კი ჯერ არ ნებდება.

„რეალი“ არასდროს ნებდება, მადრიდელი ყოველთვის მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. მერე რა, რომ პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 0:2 წავაგეთ? თუკი რომელიმე გუნდს შეუძლია „ნოუ კამპზე“ მინიმუმ ასეთივე ანგარიშით, მაქსიმუმ სამი და მეტბურთიანი სხვაობით მოგება, პირველ რიგში მადრიდის „რეალს“! - აცხადებს ვალდანო, - ცხადია, მძიმე მდგომარეობაში ვართ. ყველა აცნობიერებს, რომ ვითარება ურთულესია, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. ყველანი იმედიანად ვართ და იმედია, ფეხბურთელები მაქსიმუმს გააკეთებენ საიმისოდ, რომ სასურველი ანგარიშით მოიგონ!“

ამ ყველაფერს ვალდანო იმ საკადრო პრობლემების გათვალისწინებით ამბობს, რაც „რეალს“ დღევანდელი მატჩის წინ აქვს: პეპე და სერხიო რამოსი დისკვალიფიცირებულები არიან, მოურინიოც ტრიბუნაზე დაჯდება, სამი ხედირა და ფერნანდო გაგო კი, „სამეფო გუნდს“ ტრავმების გამო აკლია.

რეალი უეფას წინააღმდეგ

გუშინწინ „რეალმა“ უეფას „ბარსელონას“ ფეხბურთელების, დანი ალვეშის, სერხიო ბუსკეტსისა და პედროს დასჯა მოსთხოვა. მადრიდელების ამ სამეულს არასპორტულ საქციელში ადანაშაულებდნენ - „რეალის“ ოფიციალური განცხადებით, ამ ტრიომ დიდი გავლენა იქონია იმაზე, რომ პირველ მატჩში გერმანელ მსაჯ ვოლფგანგ შტარკს პეპე მოედნიდან უსამართლოდ გაეძევებინა. მადრიდელები სამივე მოთამაშისთვის ორმატჩიან დისკვალიფიკაციას ითხოვდნენ. უეფამ გუშინ მადრიდულ გრანდს პასუხი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ „ბარსას“ ეს სამი ფეხბურთელი არ დაისჯება... „რეალი“ სხვა მოთამაშეების, სეიდუ კეიტას, ვიქტორ ვალდესისა და ხავიერ მასკერანოს დისკვალიფიცირებასაც ითხოვს. უეფაში ეს საკითხი ჯერ არ განუხილავთ.

ამ დღეებში უეფაში მხოლოდ „რეალი“ როდი ჩიოდა - საჩივარი „ბარსელონამაც“ შეიტანა - რა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ, იმ შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო, რაც მოურინიომ პირველი მატჩის შემდეგ გააკეთა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა „ბარსას“ ჟოზეს საკითხის განხილვაზე უარი უთხრა, რადგან მოურინიოს წინააღმდეგ ისედაც დაგეგმილია განხილვა, რომელიც 6 მაისის შემდეგ შედგება...

ჟოზე მხოლოდ პრესკონფერენციაზე

მატჩის დროს ჟოზე მოურინიოს ტრიბუნაზე მოუწევს ჯდომა, სამაგიეროდ, მიუხედავად დისკვალიფიკაციისა, უეფამ პორტუგალიელ სპეციალისტს მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე დასწრებისა და სიტყვით გამოსვლის ნება დართო, რაც „რეალის“ თავკაცს ნამდვილად გაახარებდა - ჟოზე პრესკონფერენციებს ხომ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. პორტუგალიელს „რეალის“ გასახდელში შესვლის უფლება არც თამაშის წინ ექნება და ზოგადად, როცა „ნოუ კამპზე“ მივა, მაშინვე ტრიბუნაზე განკუთვნილ ადგილს უნდა მიაშუროს.

ინიესტა ბრუნდება

კატალონიელებს ანდრეს ინიესტა უბრუნდებათ - გეხსომებათ, მან პირველი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ინიესტა ფაქტობრივად სრულად გამოჯანმრთელდა და დღეს მოედანზე გასვლა შეუძლია. სამაგიეროდ, „ბარსელონას“ დაცვის მარცხენა ფლანგზე ისევ კარლეს პუიოლს ვიხილავთ, რადგან ადრიანო, აბიდალი და მაქსველი ჯერ კიდევ არ არიან მწყობრში.

დე ბლეეკერეს ურთულეს მატჩს ელის

ვოლფგანგ შტარკზე, რომელმაც პირველი მატჩი იმსაჯა, ბევრი ითქვა და დაიწერა, დღევანდელი დუელის არბიტრი კი ბელგიელი ფრანკ დე ბლეეკერეა - კიდევ ერთი მსაჯი, რომელიც მოურინიოს ასევე არ ეხატება გულზე. შესაბამისად, ბელგიელი მსაჯი ყურადღების ცენტრშია.

„მალე სამსაჯო კარიერას ვამთავრებ და შეიძლება ითქვას, რომ დიდი ხნის ოცნება ამიხდა. „ბარსელონასა“ და „რეალის“ სუპერმატჩის მსაჯობაზე ყოველთვის ვოცნებობდი. პირველი შეხვედრაც ძალიან დაძაბული იყო და ვიცი, რომ სამშაბათსაც ურთულესი თამაში იქნება. ვიცი, რაც თქვა მოურინიომ ჩემი კოლეგის, ვოლფგანგ შტარკის შესახებ და ისიც გავიგე, რომ არც მე მოვწონვარ, მაგრამ რას ვიზამ... მისთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ისიც კი არ ვიცი, ვნახავ თუ არა მოურინიოს საერთოდ - ჟოზე ხომ დისკვალიფიცირებულია და ტრიბუნაზე უნდა იყოს.

საერთოდ, მწვრთნელებს და ფეხბურთელებს მხოლოდ თამაშის დაწყებამდე ვცნობ ხოლმე. უშუალოდ თამაშის დროს კი მხოლოდ მოთამაშეების ნომრებს ვხედავ. ასე რომ, ჩემთვის სახელებს მნიშვნელობა არ აქვს, ვინც დასასჯელი იქნება, ყველას დავსჯი“, - თქვა დე ბლეეკერემ.

3. 05. 2011. ბარსელონა. „ნოუ კამპი“. 22:45

ბარსელონა-რეალი

პირველი მატჩი: 2:0

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პიკე, პუიოლი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ვილია, მესი, პედრო.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, რ. კარვალიო, რაულ ალბიოლი, მარსელო - ჩაბი ალონსო, ლ. დიარა - დი მარია, იოზილი, კ. რონალდო - ადებაიორი.

არბიტრი: ფრანკ დე ბლეეკერე (ბელგია).

• otari56

ბარსა-რეალი 2:0 მესი, ალვესი.

• rati

დგეს მადრიდიიი ეგებს

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...

"ასე პსჟ-სთან გაგვიჭირდება" - პეპ გვარდიოლა "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს

ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...