ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"გაყიდული თამაშები" - ვინ ვინ არის

"გაყიდული თამაშები" -  ვინ ვინ არის

ფეხბურთელები, რომლებიც ე.წ. გაყიდულ თამაშებში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილნი
გუშინ დაკავებულ და შემდეგ გათავისუფლებულ ფეხბურთელთაგან ყველაზე ცნობილი როინ ონიანი გახლავთ. ზუგდიდის "ბაიას" კაპიტანი უმაღლესი ლიგის ფეხბურთელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანია (35 წლის) და ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში უთამაშია.

როინს უმაღლეს ლიგაში დებიუტი 1999 წელს ჰქონდა, როცა მშობლიური ხობის "კოლხეთის" ღირსებას იცავდა. სხვადასხვა დროს ბოლნისის "სიონსა" და რუსთავის "ოლიმპშიც" უთამაშია, თუმცა კარიერის საუკეთესო წლები თბილისის "ლოკომოტივში" აქვს გატარებული, სადაც 7 სეზონი ასპარეზობდა. 2007 წლის იანვრიდან "ზესტაფონში" თამაშობდა, იყო ამ გუნდის კაპიტანიც. "ლოკომოტივისა" და "ზესტაფონის" შემადგენლობაში საქართველოს თასს დაეუფლა; 2009 წლის დასაწყისიდან ზუგდიდური გუნდების ღირსებას იცავს: ჯერ "მგლებში" თამაშობდა, იმის შემდეგ კი "ბაიაში".

როინ ონიანს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში: დაცვის ცენტრში, დაცვის მარცხენა ფლანგზე და საყრდენ ნახევარმცველად. "ბაიას" კაპიტანმა ამ სეზონში 27 შეხვედრა ჩაატარა და ეს რიცხვი უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა ხშირი დისციპლინარული სასჯელები: ერთხელ გააძევეს, რვაჯერ კი ყვითელი ბარათი უჩვენეს. აქვე, წინა სეზონის მონაცემებიც გავიხსენოთ: ონიანმა 30 მატჩი ჩაატარა, მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა, ორჯერ გააძევეს და შვიდჯერ გააფრთხილეს.

გამოცდილი ფეხბურთელია "ბაიას" ცენტრალური ნახევარმცველი, 29 წლის ლევან ვართაგავაც, უმაღლეს ლიგაში დებიუტი ასევე ხობის "კოლხეთში" რომ ჰქონდა და ასევე 1999 წელს. თუმცა, ამის შემდეგ როინ ონიანისა და ლევან ვართაგავას გზები გაიყო: ეს უკანასკნელი 2 სეზონის განმავლობაში ფოთის "კოლხეთში" თამაშობდა, შემდეგ წნორის "მილანში" ასპარეზობდა, ამის მერე კი მონაცვლეობით ხობისა და ფოთის "კოლხეთში" აგორებდა ბურთს.

2006 წლიდან ზუგდიდური გუნდების ღირსებას იცავს: ჯერ "მგლებში" თამაშობდა, დღემდე კი "ბაიაშია". გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, XXII ჩემპიონატში კი 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გამოცდილება არც სპარტაკ გოგიას დაეწუნება - 32 წლის ცენტრალური მცველი სხვადასხვა დროს სამტრედიის სახელით მოასპარეზე გუნდების ("ოკეანე", "ლოკომოტივი", "სამტრედია") 1998 წლიდან იცავს. წინა სეზონში თითქმის ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა (ერთხელ გააძევეს), ამ ჩემპიონატში კი 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

დღესდღეობით "სამტრედიაში" ასპარეზობს 24 წლის კახა კირთაძეც, - ამპლუით მარცხენა მცველმა წინა ჩემპიონატში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. XXII ჩემპიონატში კირთაძემ 21 შეხვედრა ჩაატარა. თანაც ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფეხბურთელი "სამტრედიის" ღირსებას 2009 წლის დასაწყისიდან იცავს. თბილისის "ნორჩი დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი მანამდე დაბალ ლიგებში ასპარეზობდა: "საგარეჯოში" ("ვიტ ჯორჯიას" ფარმ-კლუბი იყო), "ვიტ ჯორჯია-2"-ში, IBSU-ში. 2007-08 წლების სეზონში "ბორჯომში" ასპარეზობდა და იმ პერიოდში უმაღლეს ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა.

კირთაძის ყოფილი თანაგუნდელი და თანატოლია გიგა ბეჭვაიაც - ბოლო ოთხი წლის განმავლობაში "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი თავის ამპლუაში (მარჯვენა მცველი, მარჯვენა ნახევარმცველი) ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ჩემპიონატში. არც ის გაგვიკვირდა არავის, როცა "ვეტერინართა" გუნდიდან გამოცდილი ფეხბურთელების წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლაური სწორედ ბეჭვაიას ერგო. ამ სეზონში ბეჭვაია თავის გუნდის საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ: 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა (რვაჯერ გააფრთხილეს). საერთოდ კი, ვიდრე "ვეტერინართა" ძირითად გუნდში გადმოიყვანდნენ, კახა კირთაძესთან ერთად რამდენიმე სეზონი აქვს გატარებული "საგარეჯოსა" და "ვიტ ჯორჯია-2"-ში.

სხვათა შორის, ამ სეზონში ბეჭვაია შვიდჯერ შევიყვანეთ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში" (ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ სამ-ოთხ ფეხბურთელს თუ აქვს) და არც იმას დავმალავთ, რომ საერთოდ, ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატადაც განვიხილავდით. "ბაიას" კაპიტანი როინ ონიანი ოთხჯერ დავასახელეთ ტურის სიმბოლურში, სპარტაკ გოგია კი - ერთხელ.

დაბოლოს, კითხვა, რომელიც, ალბათ, ბევრს აინტერესებს: ვინ არის დავით გაბედავა? ანუ, პიროვნება, ვინც ზემოთდასახელებულ ფეხბურთელებს გარიგებას სთავაზობდა; როგორც საინფორმაციო საშუალებებმა გადმოსცეს, დავით გაბედავაც ყოფილი ფეხბურთელია; თუმცა, შესაძლოა, ვცდებით, მაგრამ მსგავსი გვარ-სახელის ფეხბურთელს რომ ეთამაშოს უმაღლეს ლიგაში, რაღაც ვერ გაგვიხსენებია. ყოველ შემთხვევაში, ზუგდიდის "ოდიშის" ყოფილ ფეხბურთელთან ვლადიმერ გაბედავასთან (ამ გუნდში 90-იან წლებში რომ თამაშობდა) და "გაგრას" ახალგაზრდა ფორვარდთან გიორგი გაბედავასთან არავინ გააიგივოს.

ისე, ცნობილი ქართველი სტატისტიკოსის, რევაზ შენგელიას "ქართული ფეხბურთის ყოველწლიური წიგნის" ყველა გამოცემის გულდასმით გადათვალიერების შემდეგ ფეხბურთელ დავით გაბედავას მაინც "მივაგენით"! თანაც, ერთი საინტერესო დეტალიც აღმოვაჩინეთ: 1983 წლის 10 თებერვალს დაბადებული ფეხბურთელი დავით გაბედავა 2004-08 წლებში "სამტრედიას" ღირსებას იცავდა; თანაც, არანაკლებ საინტერესოდ გვეჩვენა ის ფაქტიც, რომ იმ ოთხი სეზონის განმავლობაში გაბედავას თანაგუნდელი ზემოთნახსენები სპარტაკ გოგიაც გახლდათ...

• samtredieli

თავისუფლება დემეს

• vova

ჩვენ რაც გვანახეს იქედან გამომდინარე "სიტყვის"კაცები და პროპესიონალები გამოჩნდნენ(ყოჩაღ მაგენის ბიჭობას) ესეთი შთაბეჭდილება შემექმნა თითქოს 22ივე ფეხბურთელი ღებულობდა მონაწილეობას "შოუში" კითხვა მაქვს! რატომ არ დააკავეს ქურდული გაგების პატივისცემის გამო და დაიჭერენ თუ არა ყველა ფეხბურთელს?! 15 აუტის გადაგდებისთვის არ არის საკმარისი 2 კაცი მეთანხმებით ალბათ

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში

"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე

თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა

მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება

ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული

რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს

20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა

"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი

"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა

"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?

[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!