დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატში გამარჯვებულის ვინაობა დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაირკვა
საქართველოს დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა: ფოთის "კოლხეთთან" 5:0-ით მოგების შემდეგ თბილისის "დინამოს" 65 ქულა მოუგროვდა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა (მეორე ადგილზე მყოფ "ზესტაფონს" 15 ქულით ნაკლები აქვს).

შეგახსენებთ, რომ ამა წლის იანვრიდან "დინამოს" დუბლშემადგენლობის მთავარ მწვრთნელად გამოცდილი სპეციალისტი რამაზ მუმლაძე დაინიშნა; და აი, თავის ძველ-ახალ კლუბში დაბრუნებულმა მუმლაძემ "დინამოს" დუბლშემადგენლობას საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა.

ფოთის "კოლხეთთან" მატჩში დინამოელთაგან გოლები გაიტანეს: გიგა წენგუაშვილმა, გივი არახამიამ, ვახტანგ ფოცხვერიამ, ბესიკ ამაშუკელმა და ლევან კუხალეიშვილმა. ამ "საჩემპიონო" მატჩში "დინამოს" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: ზარქუა, კაკულია, ჩადუნელი (46. გაჩეჩილაძე), გველესიანი, ამაშუკელი, წენგუაშვილი, ავსაჯანიშვილი (59. რუხაძე), არახამია, ვაშაკიძე (59. მუმლაძე), ლეკვთაძე (46. ფოცხვერია), სიხარულიძე (46. კუხალეიშვილი).

სხვათა შორის, "დინამოსა" და "კოლხეთის" დუბლშემადგენლობათა შეხვედრას საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, თემურ ქეცბაია, ოთარ გაბელია და სრული შემადგენლობით "დინამოს" სამწვრთნელო შტაბი ესწრებოდნენ.

მატჩის დასრულებისთანავე, "დინამოს" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებს, მთავარ მწვრთნელს, რამაზ მუმლაძესა და გუნდის სხვა წევრებს ჩემპიონობა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მიულოცა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა