"ჩელსი" უმასპინძლებს "მანჩესტერ სიტის" და სწორედ ეს არის პრემიერლიგის მორიგი ტურის ცენტრალური მატჩი. ამ შეხვედრას განსაკუთრებულ ინტრიგას ორი გამორჩეული სპეციალისტის დუელი სძენს. პეპ გვარდიოლა მაურიციო სარის წინააღმდეგ - ეს ყოველთვის გამორჩეული სანახაობის წინა პირობაა.

ორივე მწვრთნელი აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებს, მაგრამ იმთავივე შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ამ კომპონენტში "სიტი" უკეთესი იქნება. როგორ წარიმართება მთლიანად მატჩი, ამას ყველა ერთად ვნახავთ. ლონდონელები გამწარებულები არიან. სარის გუნდმა ყველასთვის მოულოდნელად გასვლაზე წააგო "ვულვზთან" და მდგომარეობა გაიუარესა. გაუძლებს კი "სიტის"?

ტური კი ძალიან საინტერესო მატჩით იხსნება. "სიტის" მთავარი მდევარი - "ლივერპული" ეწვევა "ბორნმუთს". მასპინძლები გრანდების მარაქაში ნამდვილად არ არიან, მაგრამ ყოველთვის სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ.

იურგენ კლოპის გუნდი ბოლო დროს თითქოს ცოტა ამოვარდა ფორმიდან. "ევერტონის" შემდეგაც ძალიან იწვალა "ბარნლის" დასამარცხებლად. აგებდნენ, მაგრამ ჯეიმს მილნერმა გაათანაბრა, მერე კი გოლები რობერტო ფირმინომ და ჯერდან შაჩირიმ შეაგდეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" შინ შეხვდება "ფულჰემს" და უსათუოდ უნდა მოუგოს, თუ ჯერ კიდევ ოცნებობს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე. ეს მთლად იოლი საქმე როდია. მას შემდეგ, რაც "ფულჰემი" კლაუდიო რანიერიმ ჩაიბარა, ამ გუნდის გატეხა გვარიანად გაძნელდა.

გუშინწინ კი იყო დიდებული მატჩი "არსენალთან", რომელიც 2:2 მორჩა. ლონდონელები შკოდრან მუსტაფის თავურისა და დავიდ დე ხეას კურიოზული შეცდომის შემდეგ დაწინაურდნენ. ანტონი მარსიალმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მეორე ტაიმში მოედანზე ახალშესულმა ალექსანდრ ლაკაზეტმა "მეთოფეები" მეორედ დააწინაურა, თუმცა მის გოლს იქვე უპასუხა ჯესი ლინგარდმა.

"ტოტენჰემს" რთული შეხვედრა ელის "ლესტერთან". მაურისიო პოჩეტინოს კრებული ფავორიტია, მაგრამ "მელიებს" რას გაუგებ - თუ თამაშის იშტაზე არიან, ნებისმიერის გამწარება შეუძლიათ.

"მამლებმა" შუა კვირის ტურში "საუთჰემპტონთან" გაილაღეს. "წმინდანებს" ახალი მწვრთნელი ჰყავთ - რალფ ჰაზენჰუტლი, თუმცა რამდენად მალე დაატყობს ხელს გუნდს, ჯერ კიდევ საკითხავია.

"არსენალმა" "მანჩესტერთან" ფეერიული მატჩის საშინაო ასპარეზზე უსათუოდ უნდა მოახერხოს "ჰადერსფილდის" ძლევა.

ფაქტები

"ბორნმუთისა" და "ლივერპულის" ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"არსენალი" 3-ჯერ შეხვდა "ჰადერსფილდს" და სამივე მატჩი მოუგო.

"ბარნლისა" და "ბრაიტონს" შორის ბოლო 5 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"კარდიფმა" ბოლო მატჩში მოახერხა "საუთჰემპტონის" ძლევა.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ფულჰემის" ბოლო შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ სიტიმ", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 3 მატჩი მოუგო "ჩელსის".

"ლესტერსა" და "ტოტენჰემს შორის ბოლო 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"ნიუკასლისა" და "ვულვზის" ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

პრემიერლიგა. XVI ტური

შაბათი, 8 დეკემბერი

ბორნმუთი-ლივერპული 16:30

არსენალი-ჰადერსფილდი 19:00

ბარნლი-ბრაიტონი 19:00

კარდიფი-საუთჰემპტონი 19:00

მანჩესტერ იუნ-ფულჰემი 19:00

ვესტ ჰემი-კრ. პალასი 19:00

ჩელსი-მანჩესტერ სიტი 21:30

ლესტერი-ტოტენჰემი 23:45

კვირა, 9 დეკემბერი

ნიუკასლი-ვულვზი 20:00

ორშაბათი, 10 დეკემბერი

ევერტონი-უოტფორდი 23:59

ბომბარდირები: 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 9 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), გლენ მარეი (ბრაიტონი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს