ქუთაისის სპორტის სასახლემ ინდორ (დარბაზის) ჰოკეიში მეოთხე საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა

ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოში ბალახის ჰოკეის ფუძემდებლის თემურ არჩაიას მეოთხე საერთაშორისო ტურნირი ინდორ (დარბაზის) ჰოკეიში.

ბოლო ორ გათამაშებაში თასი ერევნის გუნდმა მოიგო და სომხები ახლაც დიდი ამბიციებით ჩამოვიდნენ, თუმცა ამჯერად ქუთათურებმა მათ შანსი არ დაუტოვეს და თასი შინ დაიტოვეს. ქუთაისისა და ერევნის გარდა ტურნირში ბათუმის "აჭარა", ლანჩხუთის "გურია" და კიდევ ერთი სომხური გუნდი "რაზდანი" თამაშობდა.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ ნახევარფინალში "ერევანი" "რაზდანს" შეხვდა. "ქუთაისი" კი "გურიას" დაუპირისპირდა. სომხური გუნდების პაექრობაში რეკორდული ანგარიში დაფიქსირდა. "ერევანმა" თანამოძმეები 19:7 დაამარცხა. გაცილებით საინტერესო გამოდგა ქუთაისისა და გურიას ნახევარფინალური შეხვედრა, რომელიც საბოლოოდ მასპინძლების გამარჯვებით 6:3 დასრულდა.

ფინალურ მატჩში "ქუთაისი" ორმაგად მოტივირებული გამოვიდა. შარშან რიონისპირელები ახლოს იყვნენ თასის დაუფლებასთან, ანგარიშიც მიჰყავდათ, მაგრამ საბოლოოოდ 4:5 დათმეს სომხებთან. წლეულს კი პირიქით მოხდა. შეხვედრა სომხების უპირატესობით დაიწყო და მე-11 წუთზე "ერევანი" სტუმრების საუკეთესო მოთამაშემ სოლომონ ოჰანესიანმა დააწინაურა. ამის შემდეგ, უპირატესობა მთლიანად მასპინძლების ხელში გადავიდა. მერაბ ჩირგაძემ ანგარიში მალევე გაათანაბრა, გიორგი ფიფიამ და გია გერაძემ კი შესვენებამდე კიდევ ორჯერ დალაშქრეს სომხების კარი-3:1

მატჩის განახლებისთანავე ჩირგაძემ და გერაძემ კიდევ 2 ბურთი "მიართვეს" სტუმრებს. ოჰანესიანმა პენალტით ანგარიში შეამცირა, მაგრამ მატჩის მიწურულს გვანცელაძემ სტატუს-ქვო აღადგინა და სომხებისთვის მეტად უხერხული ანგარიში 6:2 დააფიქირა.

გამორჩეული ჰოკეისტები ტურნირის ორგანიზატორის, ქუთაისის მერიის მიერ დაწესებული პრიზებით დაჯილდოვდნენ. "ქუთაისს" კი თემურ არჩაიას სახელობის თასი გადაეცა. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ფინალურ მატჩამდე გაიმართა ამხანაგური შეხვედრა ქუთაისისა და ერევნის ქალთა გუნდებს შორის, რომელიც 4:4 დასრულდა.

ავთანდილ თევდორაძე (საქართველოს ჰოკეის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი): "ძალიან სასიხარულოა, რომ როგორც იქნა, არჩაიას სახელობის თასი საქართველოში დარჩა. "ქუთაისში" საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრების ძირითადი ბირთვი თამაშოს და მათი პროგრესი ორმაგად სასიხარულოა. საქართველოს ნაკრებს აგვისტოს დასაწყისში ათენში ევროპის ჩემპიონატზე უწევს გამოსვლა და ჰოკეისტები უკვე ამ ტურნირისთვის უნდა მოემზადონ. იმედი გვაქვს, რომ გამოინახება სახსრები და ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის საფუძვლიანად მოემზადება."

A ჯგუფი

ერევანი-აჭარა 5:2

ერევანი-გურია 4:2

გურია-აჭარა 6:1

B ჯგუფი

ქუთაისი-რაზდანი 9:0

ნახევარფინალები

ერევანი-რაზდანი 19:7

ქუთაისი-გურია 6:3

ფინალი

ქუთაისი-ერევანი 6:2

0:1 ოჰანესიანი (11), 1:1 ჩირგაძე (13), 2:1 ფიფია (17), 3:1 გერაძე (20), 4:1 ჩირგაძე (23), 5:1 გერაძე (25), 5:2 ოჰანესიანი (30), 6:2 გვანცელაძე (33)

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა