ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მესი 11 - მოდრიჩი 0, ანუ მესის მოკითხვა პელესა და "ფრანს ფუტბოლს"

მესი 11 - მოდრიჩი 0, ანუ მესის მოკითხვა პელესა და "ფრანს ფუტბოლს"

ვისაც ფეხბურთი მართლა უყვარს, თუნდაც სხვა გუნდს გულშემატკივრობდეს, არ შეიძლება პრიმერას მე-14 ტურში "ესპანიოლთან" მატჩში "ბარსელონას" თავდამსხმელის ლეო მესის თამაშით სიამოვნება არ მიეღო.

თუმცა, გამორჩეულებს ყველგან ებრძვიან, ასეა ფეხბურთშიც და მესი და რონალდო ხომ არ არიან იმაში დამნაშავენი, რომ ეპოქა შექმნეს მსოფლიოს ფეხბურთში და საბედნიეროდ ეს ეპოქა გრძელდება. ეგაა, ზოგიერთს აღიზიანებს მათი საუკეთესოობა და ცდილობენ დააკნინონ. ფეხბურთის მეფეს, პელეს ტყუილიც დაეჯერება, მაგრამ მთლად ასეთიც არა - ბრძანა, მესის გოლები მხოლოდ ცაციათი გააქვსო. ნებსით თუ უნებლიედ პელეს სურს შეცდომაში შეიყვანოს გულშემატკივარი, მაგრამ აგერ, პორტალმა Squawka-მ დაადასტურა, რომ პელე მართალი არაა - 100-ზე მეტი გოლი არგენტინელმა მარჯვენა ფეხით და თავით გაიტანა.

წელს ისეთი ტენდენცია წავიდა, რატომღაც უნდოდათ ახალი სახე აეყვანათ "კვარცხლბეკზე" და მოიძიეს კიდეც - ლუკა მოდრიჩი, რომელსაც "ფრანს ფუტბოლმა" "ოქროს ბურთი" გადასცა. ხორვატმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე სამჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. ამ პრიზის გამარჯვებულთა შორის თურმე, ხორვატზე ნაკლები გოლი მხოლოდ ლევ იაშინს გაუტანია, ის კი მოგეხსენებათ, მეკარე იყო. ახლა ზოგიერთი იტყვის, მაგ ტროფეის იმას კი არ გადასცემენ, ვინც მეტი გოლი გაიტანა, არამედ იმას, ვინც უფრო დიდი ტურნირები მოიგოო. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, უპრიანი იქნებოდა "ოქროს ბურთი" რაფაელ ვარანისთვის გადაეცათ.

"მარკა" ამტკიცებს, რომ "ფრანს ფუტბოლმა" რბილად რომ ვთქვათ, მთლად კეთილსინდისიერად არ ჩაატარა გამოკითხვა და მაგალითიც მოჰყავს: გამოკითხვაში ნუ იტყვით და კომორის კუნძულების გამოცემა Albaladcomores.com-ის ჟურნალისტმა აბდუ ბოინამ მიიღო მონაწილეობა. იკითხავთ ახლა, მიიღო და მიიღო, მერე რა მოხდაო? საქმე იმაშია, რომ ეს გამოცემა 6 წლის წინ დახურულა და ბუნებაში აღარ არსებობს. მოკლედ, თუ ჩვენებურად, ჟარგონზე ვიტყვით, ღრმად პატივცემულ ფრანგულ გაზეთს სასურველი შედეგის მისაღებად "მკვდარი სულები" გამოუყენებია. ინტერნეტ-გამოკითხვაში, როდესაც ლეო ხმების 70%-ს იღებდა, საიტი გათიშეს. მეტი რაღა უნდა ექნათ, ე.წ. კარუსელს ხომ ვერ დაატრიალებდნენ?

ახლა, ასეთ "თაღლითობებს" რომ ჩავეძიოთ, უამრავ დარღვევას აღმოვაჩენთ, თუმცა რად გვინდა რამის ძიება - ფაქტი სახეზეა, მესიმ ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე 11 გოლი გაიტანა (ისე, სხვათა შორის, 8 საგოლე გადაცემაც გააკეთა), მოდრიჩმა 0, რონალდომ კი სერია A-ში 10 და უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ეს იტალიაში დებიუტანტის საუკეთესო შედეგია.

დავენებოთ იმის მტკიცებას თავი, რაც ცხადზე უცხადესია და მესის "ესპანიოლთან" თამაშს მივუბრუნდეთ, საოცარ გოლებს და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების გაოგნებულ სახეებს.

მესი პრიმერას პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მიჯრით 13 სეზონის განმავლობაში ყოველ სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა.

ლიონელმა 2014 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული ესპანეთის ჩემპიონატში საჯარიმოდან 19 გოლი გაიტანა. მას ამ კომპონენტში არათუ რომელიმე ფეხბურთელი ვერ უწევს კონკურენციას, არამედ ვერც ერთი კლუბიც. მოცემულ პერიოდში მეორე ადგილზე "ნომინაციაში" 18 გოლით "იუვენტუსია", მაგრამ ეს 18 გოლი ექვსი ფეხბურთელის ანგარიშზეა (პაულო დიბალა 8, მირალემ პიანიჩი 4, ანდრეა პირლო 3, კარლოს ტევესი, პოლ პოგბა და ფედერიკო ბერნარდესკი თითო-თითო). შემდეგ მოდიან: "ლიონი", "რომა", "რეალი" 14-14 და "ბაიერნი" 13.

ერთი სიტყვით, ციფრები ჯიუტია და ნათლად წარმოაჩენს ამა თუ იმ ფეხბურთელის რაობას, წარმოაჩენს ნებისმიერი გამოცემის ცრუ გამოკითხვაზე მეტად და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვინ უკეთ ბურთაობს, ამას ხომ ყველა ჩინებულად ხვდება.

მაშ რა საჭიროა ეს ფარსი?

• antuan griezman

მეტი რაღა გავაკეთო რომ ოქროს ბურტი მივიღო?! მითხარით ძამა აგი ჩქარა!

• ვასკა

88 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს. დავტკბი დიდი ფეხბურთელების თამაშით: ვან ბასტენი, ბაჯო, კიჭა, რონალდინიო, კრიაშტიანუ, რა თქმა უნდა ზიდანი, მაგრამ ვაღიარებ ძმაო - მესი სხვა განზომილებაა. რაც შეეხება ოქროს ბურთს, რა თქმა უნდა მესის და რონალდუს ეპოქაში, სასაცილოა მოდრიჩს გადასცე.

• გიორგი

მე რონალდუს გულშემატკივარი ვარ, მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ მესი გენიალური ფეხბურთელია!!! და ვინც ამას ვერ ხედავს, დროა სხვა სპორტით დაკავდეს!!!

• x.x

ვინც ფეხბურთის სილამაზე იცის ის არასდროს შეადარებს მესის ვინმესთან, მოდრიჩი კი აქ საერთოდ რა მოსატანია.

• ქართველი1

ეხლა გულდასმით წაიკითხე: მარადონა ვიცით, რომ არის მაგარი ალკაში, პელემ თვითონ აღიარა, რომ მოზარდობაში "შესცოდა" მოზარდთან, ასეა ეს დამტკიცებულია. ნუ რონალდოზე რაც არ ვიცი ვერ დავაბრალებ. მესიზე ჯერ არავის არ უთქვია, არ დაუწერიათ( პაპარაცებს რამე, რომ იყოს არაფერს გამოაპარებ.) რამე ისეთი, რაც მის რეპუტაციას შეულახავს იმიტომ, რომ თვითონ არ ძლევს ამის საბაბს!!!!. ეხლა შენ გააკეთე დასკვნა: ვინ არის ნამდვილი კაცური კაცი, შელახული წარსულით პელე, ალკაში, ნარკომანი მარადონა თუ მესი. რასაკვირველია მ ე ს ი.

• მეფე პელე

სად პელე,მარადონა და რონალდუ ნამდვილი კაცები,ლიდერები,პატრიოტები,მებრძოლები და სად ჩანჩურა,გნომი მესი.

• ვიქტორი

ჩემი კომენტარს რას ერჩით? იმხელა ტექსტს რა აკრებს თავიდან..

• kote

ამაშია საქმეს-ს ელ-კლასიკოში როგორ გადაუარა ბარსამ რეალს? ესეც გაიხსენე ხშირად კარგი იქნება!

• გია1

ამაშია საქმეს-ს. როგორ გავხარ მარადონას და პელეს ბოღმაობაში, შემთხვევით ნათესავები ხომ არ ხართ? ეს მსოფლიო და ლ-ჩ, ალავესი, ეიბარი, ესპანიოლი, რომ ამოგიჩემებია შე კაცო , ეტყობა შენ ამ გუნდების იქით არ იყურები, თუ რაშია საქმე მახსოვრობას ხომ არ უჩივი? ერთი ესეც მოგვახსენე და პასუხი გაგვეცი: მესის მსოფლიო არ აქვს მოგებული, მაგრამ 5-ი ოქროს ბურთი კი აქვს კოლექციაში, ამიტომ ეგ შენი რკინის ჟანგიანი ბურთი იმას გადაეცი ვისი გულშემატკივარიც ხარ. ამაშია საქმე აბა? გთხოვთ გაუშვათ.

• sake

თამაშში ორი შედევრი ჯარიმა კარიერაში ორჯერ გააკეთო (თბილისში გატანილები ჩემი აზრით უკეთესი იყო აჭრის კუთხით)ფანტასტიკაა.რაც შეეხება იმას თუ ვინაა ისტორიაში N 1.ეს მ ე ს ი ა.

• ჟანგიანი რკინის ბურთი მესის

პელეს,მარადონას განსხვავება მესისგან ის არის რომ ისინი მსოფლიო ჩემპიონატებზე ბრწყინავდნენ და მესი ესპანიოლთან,ეიბართან,ალავესთან ბრწყინავს თან თვითეული ბარსას ფეხბურთელი ას მილიოზე ნაკლები არა ღირსის არიფებთან რომ გულაობს ვარსკვლავებით გადატენილ ბარსაში ამიტომ ოქროს ბურთი უნდა მისცენ?მთავარ ტურნირები მსოფლიო ჩემპიონატი და ჩ.ლ-აა.ეტყობა მახსოვრობა არა გაქვთ.მოდრიჩის ხორვატიამ მესის არგენტინა 3-0 დაანგრია.ხოლო რონალდუს და მოდრიჩის რეალმა ზედიზედ სამჯერ მიოგო ჩ.ლ.

• ქართველი1

ყველაფერში გეთანხმები.

• გერმანელი

მთავარია წესი, პასები ეს არის კავშირი ურთიერთობა კომუნიკაბელუროაბ...მესი არის აუტისტი დიდი რომარიოც ამას ამბობს!

• ნონა

ჩემმა საყვარელმა ფეხბურთელმა მესიმ ლამაზი თამაში გვაჩუქა!!! ორი ჯარიმა ხო ეს იყო შედევრი! "პასებზე" არაფერს აღარ ვიძახი, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. მაინტერესებს ამ თამაშს თუ უყურა პელემ და მარადონამ, ალბათ ამ თამაშის მერე გაშტერებული სახეებით იჯდებოდნენ კარგა ხანი (მარადონას თუ კიდევ გაშტერება უნდა?. ოჰ ნეტავ შემდეგი თამაში მესიმ თავით და მარჯვენა ფეხით გაიტანოს, რომ ამ ბოღმა პელეს მიუძღვნას "საჩუქრად ლეოსგან".

• კახა ქირია

სადაც მესი და რონალდოა სხვაზე ლაპარაკი ზედმეტია.ჯერჯერობით ასეა.

• ბარკა

"ფრანსფუტბოლის" ჩალიჩი არახალია; სიმონსენი, ბელანოვი ... ოქროს ბურთი მცველებსაც გადასცემიათ /ბეკენბაუერი, კანავარო .../ და მათ ჰქონდათ ნახევარმცველ მოდრიჩზე მეტი გატანილი; თუ ტურნირის მოგებაზე იყო, მსოფლიოს ჩემპიონისთვის მიეცათ

• Shako

Yvela vinc amtkicebs rom individualurad modrichi uketesia vidre messi aris ubralot fexburtis ar!!!mcodne!!da arasdros ar unacia am oris tamshi!! Ubralod cinizmia messis da modrichis shedareba! Rasac mess aketebs ert matchshi modrichi mteli kariera ve gaaketebs!!daa mgoni oqros burti individualuri jildoa xo?

• ვახტანგი

არს გვერჩი იმ პატრიოტებს ვისაც რუსეთი გვძულს? მოგერია დათვი და ბაბაიას ეძახი?

• Odala

ახლა ჩვენ პატრიოტებს რომ ჰკითხო, მოდრიჩს მარტო იმიტომ ეკუთვნოდა რომ რუსეთი გამოთიშა :))

• კაროჩე რა...

რაოო?? აუ, კაროჩე... ))) მესისთან ერთად თურმე რონალდუსაც შეუქმნია ეპოქა და ეს მეკითხება აბა ვინ შექმნაო??? შენ ფეხბურთი იციო ძამა??? აუ, იცი რა, ფეხბურთი კი არა ლობიოს მიხედე რა ძამა.

• Rezo

Mesi ro modrichs jobs, magas ra dava unda, magram es prizebic subieqturia da xshirad sadavoc. 2010shi mesis ekutvnoda? Iniestam yvelaperi moigo, magram mesis misces. Am sezo shi mesis nagdad ar ekutvnoda, robaldos sheizleva an ronelime frangs. Ise sadac bilanovs mices oqros burti, modrichi ram gagakvirvat tqve kai xalxo)

• ქართველი

ყველაფერი ზუსტად ერთი კაციდან და ინდივიდუალიდან იწყება. ლიდერის გარეშე არაფერი არ არის კოლექტივი და ერთი ინდივიდუალი გენია უფრო მეტს აკეთებს ვიდრე რამდენიმე ერთანეთზე გადაბმული ჩOკინა. ასე რომ ეგ შენი კოლექტივი მაინც ლიდერს ემორჩილება, ჰიტლერს კითხე თუ გინდა.

• გერმანელი

ფეხბურთი არ არის ერთი კაცის თამაში...პასი გააკეთე ნუ ღორობ გაგიგიათ ეს გამოთქმა

• გიორგი

ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოდრიჩმა კი არა კაშაიმ მოიგოი... გამთამაშებელი თუ არის საგოლე გადაცემებშიც ვერ მივა მესისთან ახლოს...

• ვახო

რა მოდრიჩი რა გამთამაშებელი.ან რატომ ეკუთვნის ოქროს ბურთი მოდრიჩს.წუხელ რაც მესიმ გააკეთა მაგას მოდრიჩი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ვერცერთხელ ვერ გააკეთებს.ორი ბურთი ჯარიმიდან და ერთიც საგოლე გადაცემა.ათამაშოს მოდრიჩმა და იყოს.ვინმე თუ იტყვის რომ მესი ბურთს ვერ ათამაშებს ის ალბათ ბრმაა.მოდრიჩი არის ჩვეულებრივი მაღალი კლასის ფეხბურთელი და არა საუკეთესო!

• ვახო

აბა ვინ შექმნა ეპოქა მოდრიჩმა?შენ ფეხბურთი იცი რაარის ძამა?

• BARCELONA

მესიმ გუშინ რაც ესპანიოლთან აკეთა, მოდრიჩს მთელი წელი ეყოფა(თუმცა ვერ გააკეთებს).

• ბიძა

გამორჩეულებს ყოველთვის ებრძვიანო მომეწონა, მარა გავაგრძელე კითხვა და თურმე “მესიმ და რონალდუმ ეპოქა შექმნეს”... კარგით რა, ბიჯო კარგით რა, დაღუპავს ამდენი ტყუილი და უსამართლობა ქვეყანას.

• ლმ-კრ

აზარი, მოდრიჩი და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი უდიდეს შავ სამუშაოს სწევენ და ამ მხრივ ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგანან. უბრალოდ მესი და რონალდო არიან ის ორნი, რომელთა გარეშეც თანამედროვე ფეხბურთი იქნებოდა მოსაწყენი. პირადად მე მესის გამო ვუყურებ ბარსას და რონალდოს გამო იუვეს.

• Lasha

ვერ გავიგე ამ ხალხისა ვერაფერი საერთოდ რა... ჩამოყალიბდით ბოლოსდაბოლოს... სტატისტიკას თუ უყურებთ, ის რონალდო (ფენომენი) ამ რონალდოსთან და მესისთან ახლოსაც ვერ მიდის. ვერც რონალდინიო. ოქროს ბურთი ეკუთვნის საუკეთესო მოთამაშეს და არა ყველაზე ბევრი ტიტულის მომგებს ან ყველაზე მეტი ბურთის გამტანს. მის პოზიციაზე მოთამაშე ადამიანს არ აფასებენ გატანილი გოლების რაოდენობით. განსაკუთრებით რთულად მოაზროვნეთათვის ვიმეორებ: ეს არის გამთამაშებელი, მისი უმთავრესი მოვალეობა პასების დარიგება და გუნდის თამაშის წარმართვაა და ეს საქმე რომ ძაან მაგრად იცის, ამაზე ხორვატიის ფინალი და ზედიზედ 3 ჩემპიონთა ლიგაც ადასტურებს.

• giga

მესის გენიალურობა მისი თამაშის სიმარტივეშია, ხშირად მგონოია, რომ რასაც ის მოედანზე აკეთებს არა თუ რთული არამედ წარმოდეგენელიც კია, თანამედროვე ფეხბურთის მთავარი მოთხოვნა არის ის რომ ფეხბურთელმა უნდა ირბინოს 12, 13 კილომეტრი, მესი საშუალოდ თამაშში 8,9 კილომეტრს დარბის,ამ ხნის განმავლობაში მას მიყავს თამაშის დინამიკა და ქმინის თამაშს, ანთავისუფლებს სივრცეებს, აკეთებს საოცარ დრიბლინგებს,აკეთებს საოცარ პასებს,იტანს გოლებს(თავითაც,და მარჯვენათიც) ამას ახერხებს იმიტომ რომ ის არის გენიალური ფეხბურთელი, რომლის მსგავსიც არ დაბადებულა და სესაძლოა არც დაიბადოს. რაც შეეხება პელეს აზრს მოკლებულ შეფასებებს,ბოღმისგან გამსკდარი მარადონას და მისნაირი კრიტიკოსებს თავად მესის ფრაზით ვუპასუხებ ""დამიგდეთ ფეხებთან ბურთი და განახებთ რა შემიძლია""

• MAMUKA

Grizmanze metad mbapes ekutvnoda magram calsaxad modrichs ar ekutvnoda

• aburjga

მესი მაგარია, ამას რა ლაპარაკი უნდა, მაგრამ წელს ოქროს ბურთი ანტუან გრიზმანს ეკუთვნოდა!

• Mamuka

ამით ისიც მტკიცდება რომ რონალდოს 5 ბურთიდანაც ერთი ან ორი პერესის "ნაჩალიჩარია" როგორც წელს მოდრიჩს უყილა

• ave

ლეოს არ უნდა ეგ ბურტი ლეოს უპრო დიდი ჯილდო აქვს, პანების სიყვარული. პრანს პუტბოლმა კი ყველაზე კარგად იცის ვინ არის მეპე. მეპე ლეოა და არა ყავა პელე.

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

[VIDEO] მესის ბენეფისი - "მაიამის ინტერმა" ნიუ იორკ სიტი" გაანადგურა

"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი

[VIDEO] მესი დაფრინავს - არგენტინელმა "დისი იუნაიტედთან" დუბლი და საგოლე პასი შეასრულა

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"მატჩიდან მატჩამდე დროს აჩერებს" - მასკერანომ მესის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს

"ბარსელონას" იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა