სერია A-ს XV ტური ლიდერის გამარჯვებით გაიხსნა. "იუვენტუსმა" იტალიურ დერბიში 1:0 დაამარცხა "ინტერი" და კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს იტალიურ მარათონს. რა თქმა უნდა, მასიმილიანო ალეგრის გუნდს ექნება ჩავარდნაც, შეიძლება ჩავარდნებიც, მაგრამ ფაქტია - "იუვე" დღევანდელ სერია A-ში ერთი თავით მაღლა დგას მეტოქეებზე.

ორივე გუნდს ჰქონდა დანაკლისი, თუმცა შემადგენლობები ისეთი იყო, დიდი და შინაარსიანი ბრძოლის გარანტიას რომ მოგვცემდა. პირველ ტაიმში "ინტერს" ორი შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ რობერტო გალიარდინიმ და მატეო პოლიტანომ ეს შანსები ქარს გაატანეს.

მომენტები შექმნეს ტურინელებმაც, გოლი კი მხოლოდ მეორე ტაიმში გავიდა: 66-ე წუთზე ექსინტერელმა კანსელომ თავზე დაასვა ბურთი მარიო მანჯუკიჩს და სამირ ჰანდანოვიჩი უძლური აღმოჩნდა.

"ინტერი" შეტევაში წავიდა და ბოლო წუთებზე გაყაიმების შანსიც ჰქონდა, მაგრამ კანსელომ, რომელმაც გოლის დროს შეტევაში ივარგა, ამჯერად უშუალო მოვალეობის შესრულებისას კარგად ვერ გაისარჯა და კინაღამ ლაუტარო მარტინესს გაატანინა.

"პირველ ტაიმში "ინტერმა" ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში გამოვასწორეთ თამაში და მეტოქემ აბსოლუტურად ვერაფერი დაგვიპირისპირა. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო, როცა მანჯუკიჩი მარცხნივ გადავწიეთ... მიუხედავად იმისა, რომ დავამარცხეთ კონკურენტი, ჩემპიონატი არ დასრულებულა", - თქვა ალეგრიმ პრესკონფერენციაზე.

"თამაშის მეტ ნაწილში კარგად გამოვიყურებოდით, მეტოქეს არაფერს ვუთმობდით, ფეხბურთელები დავალებებს ასრულებდნენ, მაგრამ მერე გოლი გავუშვით და... საერთოდ, როცა მეტოქე წინ გადის, ეს ყოველთვის ცვლის თამაშის ხასიათს, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი ბანალური შეცდომა დავუშვით და ამან განაპირობა კიდეც მარცხი", - ასე შეაფასა თამაში "ინტერის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ.

Video

07.12.18. იუვენტუსი - ინტერი 1:0

რაკი "იუვენტუსმა" გაიმარჯვა, "ნაპოლის" აუცილებლად უნდა დაემარცხებინა "ფროზინონე". მართლაც, კარლო ანჩელოტის გუნდმა ერთი ამოსუნთქვით დაამარცხა აუტსაიდერთაგანი და "ბებერ ქალბატონთან" დისტანცია შეინარჩუნა.

რა თქმა უნდა, ჩამორჩენა ჯერ არ არის კრიტიკული, მაგრამ საეჭვოა, ანჩელოტის შეგირდებმა ამ რბოლას დიდხანს გაუძლონ.

Video

08.12.18 ნაპოლი - ფროზინონე 4:0

"რომაში" მწიფდება ეუსებიო დი ფრანჩესკოსთან განშორება, თუმცა "ჯალოროსის" პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა დაჟინებით ამტკიცებს - მწვრთნელს ვენდობითო.

არადა, "რომა" 2:0-ს უგებდა "კალიარის" და მატჩის ბოლოც მისთვის ცუდს არაფერს მოასწავებდა, თუმცა... მთავარი ამბები სწორედ თამაშის ამ მონაკვეთში მოხდა - მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს ორი ფეხბურთელი გაუგდეს არბიტრის შეურაცხყოფის გამო, "რომამ" ერთი წუთიც კი ვერ გაძლო - 2:2.

Video

08.12.18 კალიარი - რომა 2:2

დრამატიზმი არანაკლები იყო "ლაციო"-"სამპდორიასა" და "სასუოლო"-"ფიორენტინას" დაპირისპირებებშიც. აქაც ყველაფერი ბოლო წამებზე გაირკვა. ჩირო იმობილეს საეჭვო პენალტის შემდეგ "ლაციო" გამარჯვებას ზეიმობდა, თუმცა რიკარდო საპონარამ... 99-ე(!) წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის სტილში გაიტანა და 2:2.

Video

09.12.18. ლაციო - სამპდორია 2:2

"ფიორენტინა" თითქოს განწირული (1:3) იყო "სასუოლოსთან", მაგრამ... 98-ე(!) წუთზე კევინ მირალასმა შეაგდო და "იებს" ქულა გადაურჩინა - 3:3.

ფაქტები

დუვან საპატამ ("ატალანტა") სერია A-ში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. საინტერესოა, რომ უშუალოდ "უდინეზეს" წინააღმდეგ ამ ფეხბურთელმა 4 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ერთიც საგოლე პასი შეასრულა.

ბრუნო ალვეშმა ("პარმა") სერია A-ში გატანილი 3 გოლიდან 2 პირდაპირი დარტყმით გაიტანა.

მარკო ბენასიმ ("ფიორენტინა") სერია A-ს მიმდინარე კამპანიაში 6 გოლი გაიტანა, უფრო მეტი, ვიდრე თითოეულ წინა ჩემპიონატში.

ჯოვანი სიმეონემ ("ფიორენტინა") სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა 876-წუთიანი პაუზის შემდეგ.

რიკარდო საპონარამ ("სამპდორია") "ლაციოს" კარში გოლი 98-ე წუთსა და 49-ე წამზე გაიტანა. ეს არის სერია A-ს ყველაზე გვიანი გოლი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ.

ფაბიო კვალიარელამ ("სამპდორია") ზედიზედ მე-5 მატჩში გაიტანა გოლი, რაც მისთვის რეკორდია სერია A-ს ცალკე აღებული სეზონისთვის.

2012 წლის შემდეგ ("სამპდორიასთან") "რომამ" პირველად წააგო ისეთი მატჩი, რომელშიც იგებდა, ხოლო მის ოპონენტს მინიმუმ ერთი ფეხბურთელი ჰყავდა გაძევებული.

ჩენგიზ იუნდერმა "რომას" შემადგენლობაში 50-ე მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირის ჩათვლით.

არკადიუშ მილიკმა ("ნაპოლი") სერია A-ს მიმდინარე კამპანიაში 6 გოლი გაიტანა, რაც მისთვის პირადი რეკორდია ერთი სეზონის მასშტაბით.

"ნაპოლის" ფეხბურთელების ჯამური ასაკი "ფროზინონესთან" მატჩის სასტარტო შემადგენლობის მიხედვით იყო 25 წელი და 243 დღე. ეს არის ამ გუნდის ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა 2009 წლის სექტემბრის შემდეგ.

"ინტერთან" გამარჯვებით "იუვენტუსმა" გაიმეორა "პარი სენ-ჟერმენის" რეკორდი, რომელიც ორი კვირის წინ დამყარდა - 43 ქულა 15 მატჩში (გამარჯვებაზე 3 ქულის დარიცხვის პერიოდიდან) ევროპის ტოპ-ლიგების მასშტაბით.

"იუვენტუსმა" "ინტერთან" მატჩის პირველ ტაიმში 12-ჯერ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით. ანალოგიური მაჩვენებელი "ბებერ ქალბატონს" ბოლოს 2004/05 წლების სეზონში ჰქონდა.

სერია A. XV ტური

იუვენტუსი-ინტერი 1:0

გოლი: 1:0 მანჯუკიჩი (66)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, კანსელო - ბენტანკური, პიანიჩი (82. ემრე ჯანი), მატუიდი - დიბალა (72. დუგლას კოშტა), რონალდო, მანჯუკიჩი.

ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - ვრსალკო, შკრინიარი, მირანდა, ასამოა - გალიარდინი (69. კეიტა), ბროზოვიჩი, ჟოაო მარიო (77. მარტინესი) - პოლიტანო (58. ბორხა ვალერო), პერიშიჩი, იკარდი.

ნაპოლი-ფროზინონე 4:0

გოლები: 1:0 ზელინსკი (7), 2:0 უნასი (40), 3:0 მილიკი (68), 4:0 მილიკი (84)

ნაპოლი (4-4-2): მერეტი - ჰისაი, კულიბალი, ლუპერტო, გულამი - უნასი (72. იუნესი), ალანი, ჰამშიკი (80. დიავარა), ზელინსკი - მილიკი, ინსინიე (75. როგი).

კალიარი-რომა 2:2

გოლები: 0:1 კრისტანტე (14), 0:2 კოლაროვი (41), 1:2 იონიცა (84), 2:2 საუ (90+5)

რომა (4-2-3-1): ოლსენი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - ნზონზი, კრისტანტე - იუნდერი, კლუივერტი (75. ლუკ. პელეგრინი), ძანიოლო (89. ჟუან ჟეზუში) - შიკი (83. პასტორე).

გაძევება: ჩეპიტელი (90+4. კალიარი), სრნა (90+4. კალიარი)

ლაციო-სამპდორია 2:2

გოლები: 0:1 კვალიარელა (21), 1:1 აჩერბი (79), 2:1 იმობილე (90+6-პენ), 2:2 საპონარა (90+9)

ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - უოლესი (76. ლუის ალბერტო), აჩერბი, რადუ - გაბარონი, პაროლო, ბადელი (52. კორეა), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი - კაისედო (53. კატალდი), იმობილე.

სასუოლო-ფიორენტინა 3:3

გოლები: 1:0 დანკანი (62), 2:0 ბაბაქარი (67), 2:1 სიმეონე (70), 3:1 სენსი (80), 3:2 ბენასი (89), 3:3 მირალასი (90+8)

გაძევება: ჯურიჩიჩი (87. ემპოლი), მილენკოვიჩი (90+2)

ემპოლი-ბოლონია 2:1

გოლები: 1:0 კაპუტო (10), 1:1 პოლი (41), 2:1 ლა გუმინა (80)

პარმა-კიევო 1:1

გოლები: 0:1 სტეპინსკი (46), 1:1 ბრუნო ალვეში (53)

გაძევება: დეპაოლი (73. კიევო)

უდინეზე-ატალანტა 1:3

გოლები: 0:1 საპატა (2), 1:1 ლაზანია (12), 1:2 საპატა (62), 1:3 საპატა (80)

ჯენოა-სპალ 1:1

გოლები: 0:1 პეტანია (15), 1:1 პიატეკი (38-პენ)

გაძევება: კრიშიტო (11. ჯენოა)

მილანი-ტორინო 0:0

მილანი (4-4-2): დონარუმა - კალაბრია, აბატე, კ. საპატა, როდრიგესი - სუსო, კესი, ბაკაიოკო, ჩალჰანოღლუ (71. კასტილიეხო) - იგუაინი, კუტრონე.

Video

09.12.18 ტორინო - მილანი 0:0

ბომბარდირები: 11 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 10 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო); 8 - მაურო იკარდი (ინტერი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია), ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი).

მომდევნო ტური

15 დეკემბერი: ინტერი-უდინეზე, ტორინო-იუვენტუსი

16 დეკემბერი: სპალ-კიევო, ფიორენტინა-ემპოლი, ფროზინონე-სასუოლო, სამპდორია-პარმა, კალიარი-ნაპოლი, რომა-ჯენოა

17 დეკემბერი: ატალანტა-ლაციო

18 დეკემბერი: ბოლონია-მილანი

გიორგი ნინიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი