ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "შახტარმა" ვერ მოახერხა კიევში "ლიონის" დამარცხება, ფრეს დასჯერდა (1:1) და პლეი-ოფში ვერ გავიდა. მართალია, ევროპა ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია. მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში კი დააყენა, მაგრამ მხოლოდ ერთი ტაიმი ათამაშა. მაინც რა იყო მისი შეცვლის მიზეზი?

ua-football.com-ის ჟურნალისტი ოლეკსანდრ რიჟენკო მატჩის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა ეტყობა ბოლომდე ვერ მოირჩინა და ამიტომ შეუშვეს მოედანზე მის ნაცვლად ბოგდან ბუტკო.

მას მიაჩნია, რომ ცენტრალური მცველები შესვენებამდე ვერ ართმევდნენ თავს მოვალეობას და ამის გამო უწევდა საყრდენ ნახევარმცველ ტარას სტეპანენკოს მუდმივად უკან ჩასვლა. თუმცა, ბუტკოს თამაშში ჩართვით საქმე უკეთესობისაკენ არ შეცვლილა და ამბობს, რომ მათი გუნდის ნახევარდაცვა კატასტროფაა, შარშანდელ სეზონთან შედარებით, როდესაც დონბასურ გუნდში ფრედი და ბერნანდი თმაშობდნენ, რეგრესი განიცადეს და პლეი-ოფში არაფერი ესაქმებათ, ვინაიდან მის დონეს მხოლოდ ტაისონი და მორაესი აკმაყოფილებენ.

აკი აღიარა კიდეც ნამატჩევს სტეპანენკომ, დავიღალეთ, ეგებ სჯობს კიდეც, რომ ვერ გავედით ჯგუფიდან, ევროპა ლიგაზე უფრო ადვილ მეტოქეებს შევხვდებითო.

ხოჭოლავას შეცვლასთან დაკავშირებით კომენტარი ფონსეკამ გააკეთა:"რატომ შევუშვი ბუტკო? ასე მივიჩნიე საჭიროდ და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. "ლიონს" მეორე ტაიმში პრაქტიკულად მომენტი არ შეუქმნია. ფეკირმა გოლი ინდივიდუალური მოქმედების შედეგად გაიტანა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში. მატვიენკოს ცენტრში შეწევამ გააძლიერა ჩვენი თამაში".

ვასო
ხოჭო რომ არ გაეყვანა, ის ბურთი შეიძლება არც მიეღო. აშკარად ცენტრალურმა დაცვამ თოხლა.

აბა რას იტყოდა ბებიაჩემისა მივირთვი ხოჭოლავა რო გამოვცვალეო?
კუ
ამას ქვია ახსნა?!
კერე
იქნებ შეეხმიანოთ ჟურნალისტები და გაარკვიოთ მცვლილებუს მიზეზი,საინტერესოა
georgian
მატვიენკომ გააძლიერა თამაშიო, სხვა თამაშს უყურებდა ფონსეკა?! მომენტი არ შეუქმნია შახტარს მთელი მეორე ტაიმი
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
"ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რუსები უფრო აგრესიულები გახდნენ და ყველაფერი გაუარესდა" - ფონსეკამ უკრაინაში მიმდინარე ომზე ვრცლად ისაუბრა
მიქაუტაძეს კონკურენტს მიუყვანს - ფონსეკამ "ლიონის" ტრანსფერებზე ისაუბრა
ასე ამხნევებს დისკვალიფიცირებული ფონსეკა მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს მატჩამდე - "ლიონის" გვერდმა ვიდეო გაავრცელა [VIDEO]
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
"მეტს ვიმსახურებდით" - პაულო ფონსეკა "იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
"ეს პოლიტიკური აღსრულებაა" - ფონსეკას უკრაინელი მეუღლე თავისი ქმრის 9-თვიან დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს