სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ფიბა-ს ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, სადაც ყველა ასაკობრივი ჩემპიონატის ჩატარების დრო და ადგილი დასახელდა, ხოლო კენჭისყრის შედეგად თითოეულ ტურნირში გუნდები ჯგუფებში განაწილდნენ.

ჩვენი ყურადღება საქართველოს ნაკრებებისკენაა მიმართული, რომლებიც შემდეგ ასაკობრივ და გენდერულ ჩემპიონატებში მონაწილეობენ:

ვაჟები 16, 18 და 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებში იასპარეზებენ, გოგონები კი ძალებს 16 და 18-წლამდელებში მოსინჯავენ. ვაჟთა ყველა ნაკრები B დივიზიონში გამოვა, ხოლო გოგონები C დივიზიონში იასპარეზებენ.

ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი 2019 წლის 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ მატოშინოსში გაიმართება. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი გუნდი C ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები შვედეთის, კოსოვოს, ჰოლანდიის, ესტონეთის და სომხეთის ნაკრებები იქნებიან.

ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით რუმინეთის ქალაქ ორადეაში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი B ჯგუფში იქნებიან: ირლანდია, დანია, უკრაინა, სლოვაკეთი და მაკედონია. ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ კანკია იქნება.

ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის მასპინძელი 8-17 აგვისტოს მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა იქნება. დიმიტრი ჟაკობოვის გაწვრთნილი საქართველო ამ ტურნირზე B ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები ირლანდია, ჰოლანდია, კვიპროსი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.

რაც შეეხებათ გოგონებს: 18-წლამდელთა ევროჩემპიონატის C დივიზიონს 30 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ანდორა უმასპინძლებს. B ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან სომხეთი და გიბრალტარი. გოგონათა 16-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ასპარეზობა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში 16-21 ივლისს მოუწევს. A ჯგუფში ჩვენი მეტოქეები გიბრალტარი და მასპინძელი მოლდოვა იქნებიან.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა