უეფა სფფ-ს კიდევ სამი შეხვედრის გამოძიებას სთხოვს, სიჭინავას ძოძუაშვილი დაუპირისპირდა
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე შეხვედრა, სადაც ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები განიხილება, მწვავე კამათსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა [იხილეთ ვიდეო].

სასტუმროში შეკრებილები არიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, სხვადასხვა საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

გაფართოებული შეხვედრის საბაბი გახდა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ეროვნული ჩემპიონატის გაყალბებული შეხვედრების შესახებ. ამას დაემატა დღეს უეფა-დან გამოგზავნილი წერილი, რომელიც კიდევ დამატებით სამი მატჩის გაყალბებას ეხება.

აღნიშნული თემის განხილვა ფეხბურთის ფრედერაციის პრეზიდენტსა და რევაზ ძოძუაშვილს შორის რამდენიმე წუთში სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა. ამ კამათში ჩართული იყვნენ, ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და სხვადასხვა ვეტერანი სპორტსმენები.

საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა, შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დაიხურა. ამ წუთებში სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" შეხვედრა ცხარე კამათის ფონზე, დაახურულ კარს მიღმა გრძელდება.

რაც შეეხება უეფას წერილს, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სამი შეხვედრის გამოძიებას სთხოვს. ზვიად სიჭინავამ უეფა-ს მიერ დღეს გამოგზავნილი წერილი სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე შეხვედრაზე წარმოადგინა.

საუბარია სამ მატჩზე, კერძოდ "ვიტ-ჯორჯია"-"სპარტაკის" შეხვედრაზე, რომელიც 2010 წლის 21 ნოემბერს გაიმართა, ასევე ამავე გუნდების დაპირისპირებაზე, რომელიც განმეორებით 2010 წლის 1 დეკემბერს ჩატარდა და ფოთის "კოლხეთისა" და "სამტრედიის" შეხვედრაზე, რომელიც 12 თებერვალს გაიმართა.

როგორც ზვიად სიჭინავამ აღნიშნა, უეფა-ს მიერ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ აღნიშნულ მატჩებში დაფიქსირდა საეჭვო შედეგები და საეჭვო გარემოებები, რაც აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული.

ამასთან, ეს მატჩები გუშინ გახმაურებელ ფაქტებს შორის არ არის.

interpressnews.ge

vova
მაგარი საინტერესოა ვინ ვის უწერდა? ანუ "კეთილი" რომელი იყო? ძალიან უცნაური და გაუგებარია იმ ადგილას კამერა როგორ მოხდა
Tornike
რაც მახსოვს, სულ ერთმანეთს ვჭამთ :( როდის დამთავრდება ეს ყველაფერი, ჩემო ძვირფასო ადამიანებო?! საქმეს მივხედოთ რა, უამრავი რამ არის გასაკეთებელი, რა დროს საქმეების გარჩევაა?
mesi
კი გაუქმნდება დინამოს-ვიტჯორჯიას -ფოთს დააკლებენ ქულებს-სიზმარში აბა ზესტაფონი იყოს სადმე ნახსენები ჩემპიონი კიარა პირველ ლიგაში დააქვეითებენ
qifsuta-7
გარიგებული თამაშების შედეგები თუ გაუქმდება??????
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის