16 დეკემბერს, "ბენდელას" სტადიონზე საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტის, "მოყვარულთა თასის" 2018 წლის გათამაშების ფინალი გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს დასავლეთ საქართველოს 2018 წლის საუკეთესო გუნდი, ფოთის "ჭაბონამა" და აღმოსავლეთ საქართველოს საუკეთესო გუნდი, თბილისის "უქიმერიონი" დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ორმხრივი შეტევებით წარიმართა და გულშემატკივარმა საინტერესო დაპირისპირება იხილა. თბილისელებმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად - 2:0 მოიგეს, გოლის გატანის რეალური შანსი მეორე ნახევარშიც ჰქონდათ, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 2:3 დამარცხდნენ. ფოთის "ჭაბონამამ" საქართველოს საუკეთესო სამოყვარულო გუნდის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ფოთელებმა 2017 წლის ჩემპიონობის შემდეგ UEFA REGIONS' CUP-ზე იასპარეზეს.

"მოყვარულთა თასის" წლევანდელ გათამაშებაში 49 მუნიციპალიტეტის 339-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, 40 გუნდი თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგების მონაწილეა, ხოლო დანარჩენი გუნდები მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ.

აღსანიშნავია, რომ მოყვარულთა თასის მაყურებელთა რაოდენობამ 80 000-მდე ადამიანს, ხოლო ფეხბურთელების რაოდენობამ 8500-ს მიაღწია.

"მოყვარულთა თასი" სწორედ ის პროექტია, რომლის მნიშვნელობისა და უნიკალურობის აღსანიშნავად, 2018 წელს ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მასობრივი ფეხბურთის განვითარებისათვის საუკეთესო კონცეფციის პროექტისთვის ვერცხლის ჯილდო გადასცა.

მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით

SPONSORI
ამ ბიჭებს ხო დაგაყოლილია რაა ფოთის მუნიციპალიტეტი. არცერთს თავი არ შეუწუხებია არც მთავრობას და არც მოსახლეობას,რამოდენიმე თითებზე ჩამოსათვლელი ხალხის გარდა.სირცხვილი თქვენ.... ფოთელობას იბრალებენ და არც კი იციან ეს ბიჭები ვინები არიან და რას აკეთებენ ფოთისთვის.. საგოლ ბიჭებს
შოთა
ფოთი ხომ ფეხბურთის აკვანია საქართველოში და რა გასაკვირია :) ისე ფოთს სულ ძლიერი ბავშვები ჰყავდა ფეხბურთში მაგრამ პირობები აქვთ ნოლი და განვითარების საშუალება არ ეძლევათ.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა