თემურ ლეფსაიამ, რომელიც "კრასნოდარის" ყოფილი ნახევარმცველის, თორნიკე ოქრიაშვილის ინტერესებს წარმოადგენდა კონტრაქტისთვის ხელის მოწერის დროს, ქართველ ფეხბურთელსა და კლუბს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვეტილი ხელშეკრულების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ეს ორმხრივი გადაწყვეტილება იყო. ოქრიაშვილს არ აწყობდა ის სათამაშო დრო, რომელიც ეძლეოდა. "კრასნოდარის" ხელმძვანელობის მადლობლები ვართ, რომ გაგვიგეს. მადლობა, რომ თავის დროზე "კრასნოდარმა" ნდობა გამოხატა და ოქრიაშვილი გუნდში მიიწვია.

"კრასნოდარი" სუპერკლუბია, სადაც ყველაფერი მაღალ დონეზეა. სერგეი გალიცკისა და ვლადიმირ ჰაშიგის მადლობლები ვართ, რომ ჩვენს ფეხბურთელს ნდობა გამოუცხადეს. ვფიქრობ, ამის გამო არ ნანობენ.

ოქრიაშვილს კლუბისთვის ცოტა სარგებელი არ მოუტანია. ასევე, მან კრასნოდარელ გულშემატკივრებს ემოციური მომენტები აჩუქა. "ზენიტისა" და "სევილიას" კარში გატანილი გოლები ყველას გვახსოვს. ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. ამიტომ "კრასნოდარის" ხელმძღვანელობამ მას გაუგო და ორმხრივი შეთანხმებული გადაწყვეტილება მიიღეს.

ოქრიაშვილი ამბიციური ადამიანია. მას მოედანზე მაქსიმალურად დიდი ხნით სურს ყოფნა. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა და დაშორდნენ. გვინდა მადლობა გადავუხადოთ კრასნოდარელ გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის თბილად ექცეოდნენ თორნიკეს.

ახლა ოქრიაშვილი შვებულებაშია, მისი საქმეებით ჩვენ ვართ დაკავებულნი. რა თქმა უნდა, მის მიმართ ინტერესი არის, როგორც რუსული, ისე ევროპული კლუბებიდან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სამსახურის გარეშე ის არ დარჩება", - თქვა ლეფსაიამ.

მომზადებულია Sport24-ის მიხედვით

სამწუხაროდ ამის კარიერა უკვე ქვემოთ მიდის დიდი ხანია და თავისი პიკი გაიარა უკვე.
112233ტეტ
ოქრი გადმო დინამოში სანამ ფორმაში შეხვალ
Domenti
ნაკრებში სულ ჯიგრით თამაშობს მარტო ამის გამო იმსახურებს პატივისცემას
სარკაზმი
რონალდო წავიდა, მოდრიჩს 16 თამაშში გოლი არ აქვს გატანილი. იდეალური შანსია რეალისთვის უფასოდ გაძლიერდეს. სად იყურება ეს პერესი???
მე
საბურთალოს დაამშვენებდა მარტო ერთი სეზონით მაინც
სიმართლე
"რა თქმა უნდა, მის მიმართ ინტერესი არის, როგორც რუსული, ისე ევროპული კლუბებიდან". . პატივცემულო აგენტო, იქნებ ერთი კლუბი მაინც დაასახელო?! თორემ ისე არ ჰქნათ რომ ოქრი მერე ყახაზეთ-აზერბაიჯანში აღმოჩნდეს!
ნიკა
ტრამვების და ლეგიონერებზე ლიმიტის
ტოტტი
ოქრიმ რომ მოინდომოს ვარსკვლავი გახდება უნიჭიერესია მაგრამ ზარმაცია ეხლა შვებულებაშია და არამგონია ვარჯიშით თავი მოიკლას პირიქით გაზარმაცდება სამწუხაროდ ეგრრე მგონია , მთელ საქართველოს გვინდა მას რომ წარმატებული კარიერა ქონდეს მაგრამ სამწუხაროდ ცოტა დისციპლინაში მოიკოჭლებს . წარმატებები ოქრის
დემეტრე
და რატომ არ ეძლეოდა სათამაშო დრო? ვისი ბრალია?
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?