NHL. პლეი ოფი. 1/4 ფინალი
"ფილადელფიას" დამრიგებელი პიტერ ლავიოლეტი კვლავაც ვერ ჩამოყალიბდა ძირითად მეკარეზე. ბუშეს, ლეიტონისა და ბობროვსკის სამეულიდან ის არც ერთს არ უცხადებს ნდობას და შედეგად, მეკარეები თავს არც ისე დამაჯერებლად გრძნობენ.

ამჯერად "ფლაიერზის" კარში ბუშე იდგა და მაინც და მაინც საიმედოდ ვერ ითამაშა. ამ მხრივ "ბოსტონს" ყველაფერი წესრიგში აქვს - გუნდის კარს ტიმ ტომასი იცავს და მას სრული ნდობა აქვს გამოცხადებული. მართალია, ხანდახან მასაც სჩვევია თამაშის ჩაგდება, როგორც ეს "მონრეალთან" წინა სერიის პირველ ორ მატჩში მოხდა, მაგრამ დროზე მოვიდა გონს და ახლა წინ მიუძღვის თავის გუნდს.

ტომასზე ცუდად არ უმოქმედია მეორე მატჩის კოშმარულ დასაწყისს - უკვე მეათე წუთისთვის ვან რიმსდიკის დუბლით მასპინძლები ორი შაიბით იგებდნენ. ამის შემდეგ "ფილადელფიამ" პერიოდის მშვიდად დასრულება გადაწყვიტა, მაგრამ შუა ზონაში რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ანგარიში 2:2 გახდა. მეორე გოლში ბუშეს შეცდომა იყო - საშუალო მანძილიდან მარშანის დარტყმა უნდა მოეგერიებინა.

ამის შემდეგ გოლი დიდი ხანი აღარ გასულა. "დათვების" მეკარეს პირველ ორ პერიოდში ბევრი საქმე ჰქონდა, მაგრამ ეს არაფერია იმ შტურმთან, რომელიც "ფილადელფიამ" მესამე 20-წუთეულში მოაწყო. ამ დროის განმავლობაში მასპინძლებმა 22 ზუსტი დარტყმა შეასრულეს და ტომასი ყველას გადაეღობა, სულ კი მის ანგარიშზე 52 "სეივი" იყო. მან უვნებელყო ორი პირისპირ გასვლა და საფინალო სირენასთან ერთად ნახტომში მოიგერია ბრიერის დარტყმა.

ტომასის შემდეგ მატჩის მეორე გმირი "ბოსტონის" ჩეხი ლეგიონერი დავიდ კრეისი გახდა. ოვერტაიმის მე-14 წუთი მიდიოდა, როცა მასპინძელთა მცველმა კიმო ტიმონენმა უწყინარ სიტუაციაში ვერ გააჩერა თავის ზონაში შაიბა, მას ნათან ჰორტონი დაეუფლა, რომელმაც კრეისის გადააწოდა და ჩეხმა შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ახლა გუნდები ბოსტონში გააგრძელებენ სერიას. სტუმრად ორი მატჩის მოგების მიუხედავად, "ბრუინზს" გარანტირებული არაფერი აქვს. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ამ გუნდების შარშანდელი სერია, როცა "ფილადელფიამ" 0:3-დან მოიგო სერია.

აღმოსავლეთი

ფილადელფია-ბოსტონი 2:3 (ო)

2:2, 0:0, 0:0, 0:1

გოლები: 1:0 ვან რიმსდიკი-6 (ჟირუ-11, ჟერდიოვი-2), 2:0 ვან რიმსდიკი-7 (ბრიერი-2, ტიმონენი-5), 2:2 კელი-4 (რაიდერი-2, კაბერლე-3), 2:2 მარშანი-4 (ბერჟერონი-9, რეკი-4), 2:3 კრეისი-4 (ჰორტონი-2).

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა