სადაცაა 2018 წელი დასრულდება და ის დრო დგება რომ ყველაფერი შევაჯამოთ, ამ პერიოდში კი შეგვიძლია ყველაზე აქტუალურ კითხვას გავცეთ პასუხი - თუ ვინ იყო წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი?

წელი ნამდვილად გამორჩეული იყო ქართული სპორტის ისტორიაში. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები შორეული ამერიკიდან შორეულ იაპონიამდე წარმატებებს აღწევდნენ, თუმცა სამწუხაროდ კვლავ ვერ გამოვარჩევთ, რომელიმე გუნდურ სახეობას.

რას ფიქრობთ ვინ იყო წლის საუკეთესო სპორტსმენი? გთავაზობთ გამოკითხვას და ნომინანტთა შესახებ ინფორმაციას. გამოკითხვაში მონაწილეობა სტატიის ბოლოს შეგიძლიათ.

ტოჩინოშინი - სუმო

იაპონიაში, სადაც ნახევარღმერთების ორთაბრძოლა იმართება, წლის განმავლობაში ტოჩინოშინის სახელი ხშირად ისმოდა და "ჯორჯია", რომლის ღირსებასაც იცავდა. ყველაფერი იანვარშივე დაიწყო, როდესაც ჰაცუ ბაშოზე მისი შეჩერება ვერავინ შეძლო და იმპერატორის თასს დაეუფლა.

მისთვის წარმატებული იყო შემდეგი ბაშოებიც, ჰარუ და ნაცუ ბაშოზე მან მოახერხა კაჩი-კოშის გაფორმება (დადებითი ბალანსი), რომლის შედეგადაც ოძეკი გახდა და სუმოს სამყაროში ერთ-ერთი უპრესტიჟულესი ტიტულის მფლობელია და რაც მთავარია მას ძალიან ბევრი იაპონელი ქომაგი ჰყავს. ტოჩინოშინის დოჰიოზე გამოჩენას აპლოდისმენტებით ეგებებიან..

თუ ნახევარი წელი წარმატებული იყო, მეორე ნახევარი მთლად იდეალური არ გამოუვიდა, დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა რომ ქართველმა სეკიტორმა ნაგოია ბაშოზე ტრავმა მიიღო. აკი ბაშოზე უკვე ტიტულის დაცვა მოუწია და კიუშუ ბაშოზე ფავორიტად შერაცხულმა ტოჩინოშინმა, საჩემპიონო ბრძოლები ვერ აჩვენა. თუმცა საერთო ჯამში წელი ყველაზე მეტი მოგებით დაასრულა, ამავდროუად ოძეკობაც და იმპერატორის თასიც სერიოზულ მიღწევად უნდა ჩაითვალოს.

ლაშა ტალახაძე - ძალოსნობა

დიდებული ამბავია, რომ საქართველოს ჰყავს ისეთი სპორტსმენი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა და კიდევ დიდხანს ასე იქნება. სავარაუდოდ მისი რეკორდები ისტორიას დარჩება და ლაშა ტალახაძე მოსფლიო ძალოსნობის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.

მისი 2018 წელი ევროპის ჩემპიონობით დაიწყო, როცა რუმინეთში ატაცში თავისივე რეკორდი 210 კილოგრამი გააუმჯობესა და აკვრაში 247 კილოგრამი ასწია, თავის უშუალო კონკურენტს აჯობა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

უფრო წარმატებული ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატი გამოდგა, როცა ქართველმა ფალავანმა ატაცის თამასა 217 კილომდე ასწია და კიდევ უფრო გააუმჯობესა თავისი რეკორდი, შემდეგი იყო აკვრა, სადაც 257-კილოგრამიანი შტნგა ზედმეტი სირთულის გარეშე მოათვინიერა და ჯამში 474 კგ. აჩვენა, რაც კიდევ ერთი რეკორდი გამოდგა. ამგვარად ის ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩოგბურთი

წლის სპორტსმენი თუ არა, წლის ყველაზე დიდი პროგრესი ალბათ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჰქონდა, რომელმაც საკუთარ თავს და მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებსაც აჯობა, ახლა კი მსოფლიოს 21-ე ჩოგანია. თან ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჩოგბურთი მასშტაბურობით ერთ-ერთი წამყვანი სპორტია და კონკურენცია ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

ნიკას არასდროს ჰქონდა ATP-ს 500-ქულიანი ტურნირი მოგებული და წელს მან ეს ერთშაბად ორჯერ მოახერხა. პირველ წარმატებას ჰამბურგში ივლისში უწია, როდესაც მიყოლებით ფილიპ კოლშრაიბერი, პაბლო კუევასი, პაბლო კარენო ბუსტა, ნიკოლას იარი და ფინალში ლეონარდო მაიერი დაამარცხა. რის შედეგადაც პროპელერი (ჯილდო) მიიღო, რეიტინგში წინსვლა და საკმაოდ დიდ ფინანსური სარგებელი.

მარტინ დელ პოტროს ფინალში დამარცხება უფრო დიდი ამბავია თუ ჩინეთის ღია პირველობის მოგება ეს ცალკე საკითხია, თუმცა საქართველოს პირველმა ნომერმა ერთიც მაოხერხა და მეორეც. ჩინეთში პირველ წრეში ჯეკ სოკს სძლია, შემდეგ ფერნანდო ვერდასკო და მალეკ ჯაზირი იყო, ყველაზე რთული ბრძოლა ნახევარფინალში კაილ ედმუნდთან გამოუვიდა და ფინალში აწ უკვე ხსენებულ დელ პოტროს სძლია.

მან ამავდროულად ტურნირების უმრავლესობა ნაყოფიერად ჩაატარა, 59-ე ადგილიდან 21-ე პოზიციამდე გაწეული პროგრესი კი იოლი საქმე ნამდვილად არ არის... და რაც მთავარია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს რეკორდული მაჩვენებელია.

გურამ თუშიშვილი - ძიუდო

კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონი წელს ძიუდოში გვყავდა, იმ ფონზე როცა ტედი რინერი უკვე მსოფლიოს პირველობასაც არ კადრულობს, ამ დროს საუკეთესო გურამ თუშიშვილი იყო.

აზერბაიჯანში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ქართველის ბენეფისი შედგა.

ბაქოში ჩატარებულ ხუთივე ბრძოლაში ის საკმაოდ დამაჯერებელი გახლდათ. პირველ ეტაპზე მან რუმინელი დანიელ მატეა იპონით დაამარცხა, ანალოგიური ბედი ეწია უკრაინელ იაკივ ხამოვსაც და ჰოლანდიელ რეი მეიერსაც. ნახევარფინალში მან მონღოლ დუურენბაიარ ულზიიბაიარს სძლია, ფინალში კი ქართულ ორთბრძოლაში უშანგი კოკაური დაამარცხა.

სულ 2018 წელს გურამ თუშიშვილმა სულ 8 ტურნირში მიიღო მოანწილეობა, აქედან ოთხი გუანჯოუს მასტერსი, მსოფლიოს ჩემპიონატი, ზაგრების გრანდ პრი და თბილისის გრანდ პრი მოიგო.

გენო პეტრიაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა

პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონობით, რომ გვანებივრებს ეს არახალია! მან მიმდინარე წელს კვლავ მოახერხა ეს და თავის წონაში საუკეთესო იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ეს ქართველი სპორტსმენის მონაგარია.

მსოფლიო პირველობა უნგრეთში გაიმართა, მან მეტოქეები პირწმინდად დაამარცხა, მერვედფინალში უნგრელ დანიელ ლიგეტს სძლია, შემდეგ რუსი ანზორ ხიზრიევი დაამარცხა, ნახევარფინალში ირანელი ხარვიზ ხოდავირდი და საბოლოოდ ფინალში ჩინელ ჟივეი დენგის სძლია.

ევროპის ჩემპიონატზეც ფინალს უწია, თუმცა იქ გამოცდილი თურქი სპორტსმენი ტაჰა აკგული შეხვდა, დაძაბულ ბრძოლაში კი მეტოქეს დარჩა ოქროს მედალი.

ზაზა ნადირაძე - ნიჩბოსნობა

ასევე წარმატბული სეზონი ჰქონდა ზაზა ნადირაძეს, რომელიც ევროპაში საუკეთესო ნიჩბოსანი გახდა. სერბეთში ჩატარებულ ტურნირზე, 200 მეტრი 39.2 წამში დაფარა და მიმდინარე ჩემპიონატზე კონტინენტის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ზაზა ნადირაძეს მედლის მოპოვება პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატზეც შეეძლო, თუმცა არ გაუმართლა, ფინიშის ხაზთან წონასწორობა დაკარგა და კანოე ამოუბრუნდა, შედეგად მეოთხე ადგილი მოიპოვა.

იმის გათვალისწინებით რა მდგომარეობაა საქართველოში ნიჩბოსნობის მხრივ შეგვიძლია ზაზა ნადირაძეს ნამდვილი გმირი ვუწოდოთ.

ქუთაისელი
ყველას უდიდესი მადლობა, მთელი გულით! მარა ტალახაძე არის აბსოლუტური დომინანტი მის კატეგორიაში.
გოჩა

დავით
ქუტიძე
გურამი
კაცი რომელიც მინიმალური დაფინანსებით და თავის ხარჯებით მსოფლიო სპორტში კვალს ტოვებს
მარიანა
ნიკოლოზ ბასილაშვილი
სტეპანიჩი
Lasha.tushi.nikoloza.
მადლობა ბიჭებს
1. ზაზა ნადირაძე; 2. ნიკოლოზ ბასილაშვილი; 3. ტოჩინოშინი; 4. გენო პეტრიაშვილი; 5. გურამ თუშიშვილი პ.ს. ლაშა ტალახაძე უპირობო ლიდერია
ირაკლი
ლაშა მაგარია
ირაკლი
მოვა დრო და ნიკა საუკეთესო ათეულში მოხვდება სწორად ვითარდება.მშრომელი ბიჭია.
გოჩა ბაღდავაძე
ძალიან ბევრ ტურნირზე საუცხოოდ ითამაშა მასზე , რეიტინგში ზემოთ მყოფ ჩოგბურთელებთან შეხვედრებში , რამაც დიდი სიამოვნება მომანიჭა პირადად მე , რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას!
ოპტიმისტი
ლაშა უპირობოდ!!! ისე ყველა ღირსელია და ყველასგან ველოდები სამომავლო დიდ შედეგებს
N
ყველა ჩამოთვლილი ნამდვილად დასაფასებელია და იმსახურებს ჩვენს პატივისცემასა და სიყვარულს. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ყველას! მინდოდა ხმა ტოჩინოშინისათვის მიმეცა: ჯერ ერთი, იანვარში იმპერატორის თასი მოიგო (ვისაც სუმო ესმის, იცის, ეს რასაც ნიშნავს!), მეორე, ოძეკი გახდა (წარმოგიდგენიათ, ქართველი ოძეკი!), მესამე -- წელს ყველა სუმატორზე მეტი ბრძოლა მოიგო, მათ შორის, ყველა ოძეკსა და ყველა იოკოძუნაზე მეტი!!! წარმოიდგენდით როდესმე ასეთ შედეგს?! მაგრამ ხმა მაინც ლაშას მივეცი: რასაც ეს ბიჭი აკეთებს, მსოფლიოში არასდროს არავის გაუკეთებია!!! აი, ტოჩინოშინი რომ იოკოძუნაც გამხდარიყო (იმედია, მომავალ წელს გახდება!) მაშინ აუცილებლად მას მივცემდი ხმას. ახლა კი, ყველასთან ბოდიში, მაგრამ ლაშა ერთადერთია, რომელზე უკეთესიც არავინაა მსოფლიოში და არც არავინ ყოფილა აქამდე, მის სფეროში!
ირაკლი
გურამ თუშიშვილი. აგრერიგად შინააშლილი ძიუდოს ოჯახის ფონზე არა მარტო როგორც სპორსტმენს, არამედ როგორც ადამიანს თავი ღირსეულად უჭირავს.
ზაალი.
გამომდინარე სპორტის სახეობიდან, საუკეთესო რა თქმა უნდა ბასილაშვილია.
რამო ბათუმი
ლაშა ტალახაძე
ანზორი
ლაშა ტალახაძე
ზურა
საუკეთესო იყო
amirani
ლაშა ტალახაძე ყველაზე მისაღებია და ღირსია საუკეთესო სპორცმენის ტიტული მიიღოს.
მერაბი
ლაშა შეუდარებელია
წლის საუკეთესო გუნდი
კარგი იქნება თუ წლის საუკეთესო გუნდზეც ჩაატარებთ კამოკითხვას: 1. რაგბი u20 2. ფუტძალის ნაკრები 3. ფეხბურთის ნაკრები 4. ქალთა ჭადრაკის ნაკრები 5. ტორპედო ფეხბ კლუბი 6. ლოკომოტივი რაგბი კლუბ 7. კალათბურთის ნაკრები 8. რაგბის ნაკრები 9. მოფარიკავეთა ნაკრები 10. მოვითხოვოთ ხალხო
კონკურენცია
ჩამოთვლილ სახეობებს შორის ჩოგბურთში მრავალჯერ უფრო მეტი კონკურენციაა. ამიტომ ბასილაშვილი.
მერაბ გ.
რიგით: ტალახაძე, ბასილაშვილი, პეტრიაშვილი, ტოჩი, თუშიშვილი, ნადირაძე
პაატა
ლაშა უკვე ლეგენდაა და კონკურენტოა. ლევანი კი მართლა დიდი ჩემპიონია. წელს იოკოძუნები ათრია. თუშოც ჯერ რიბერი დაამარცხოს, ნიკამ ჯოკოვიჩი, გენომ კი აკგული საბოლოოდ ჩამოიცილა. ისე იქნებ ვინმემ ჩიდრაშვილსაც მიაქციოს ყურადღება, მსოფლიო მგონი მეხუთედ მოიგო და მეტი რა ქნას?
kote
yoveltvis magari da zlieria
Gia
Ra shuashia xalxo ruseti bichebi varjishobs da yvelafers aketebs tavisi da qveynis ketildgeobistvis amas misqciet yuradgeba da archevnebze davafiqsirot chveni azri ruseti gvinda tu kargi cxovreba
ლაშა
პატივს ვწემ ბასილას, მაგრამ არც ერთ ქართველს არა აქვსო მოგებული რომ ამბობ, ვინმეს, ოდესმე, სადმე, თუ აქვს გაკეთებული ის რაც ლაშამ შეძლო?! ))))
ლაშა
არქიპო მი"ჰ"ამ გაგინათლა გონება?
ლაშა
ყველა მაგრები არიან მაგრამ ლაშა უკონკურენტოა! გურამი მინდა ვიხილო მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ რაც რინერს გააგორებს...
ნათია
ნიკოლოზ ბასილაშვილი და ტოჩინოშინი დანარჩენები რუსეთუმეები არიან!
megre
ყველა მაგარია მაგრამ მე ზაზა ნადირაძეს ვირჩევ, ყველასგან უყურადღებოდ, უფულოდ, უმწვრთნელოდ, მხოლოდ თავისი შრომით, მონდომებით. უხმაუროთ, ყოველგვარი დაფინანსების არ არსებობის წუწუნის გარეშე ადამიანი რამხელა წარმატებებს აღწევს, მართლა ძაან მაგარი ადამიანი და სპორტსმენია
ლევან შუბითიძე
ტოჩინოშინი
ლევანი
ყველამ გვასახელა, თუმცა ტალახაძე საუკეთესო იყო!!
ვანო
ვფიქრობ ბასილაშვილი იმიტომ რომ ძალიან სერიოზული პროგრესი განიცად 2018 წელს.
ემზარი /ქუთაისი/
რა თქმა უნდა ყველა მნიშვნელოვანი სპორტსმენია. ყველასგან მიჩვეულები ვართ შედეგებს და მაინც ბასილაშვილი რადგან ის პირველია ვინ საქართველოს მოუტანა მნიშვნელოვანი ტიტულები პირველად ქვეყნის ისტორიაში
Lado
Nikolozi ratqmaunda
irakli
ტალახაძე რათქმაუნდა
პაატა ფეიქრიშვილი
ჯერ ჯერობით ყველაზე ძლიერია
1
ლაშა კიდევ ბევრჯერ გახდება წლის საუკეთესო.წელს ნიკოლოზი იმსახურებს.ჩოგბურთი ვისაც ოდნავ მაინც ესმის და უყვარს,იმან იცის რასაც ნიკოლოზმა მიაღწია.ეს დაახლოვებით იგივეა,რომ ლაშამ 300 კგ აწიოს.მადლობა ტალახაძეს,მაგრამ წელს ნიკა,ძალიან გთხოვთ და ძალიან მინდა.არაფერი არაა ჩემი ტელევიზორის გარდა ნანახიც არ მყავს,მართლა.
1
ყველა მაგარია.ყველას მადლობა,მაგრამ მე ნიკოლოზ ბასილაშვილს ვირჩევ!
ირაკლი
უკომენტაროდ
ემირი
ბასილაშვილი იასნია
sandro

ალექსი
რადგან მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
Lasha
Nიკოლოზმა დაიმსახურა
Nika
Qartuli chogburtis istoriashi gamorccheuli weli hqonda basilashvils
ლაშა
ტალახაძე
arseni
ყველა მაგარია! ჩემი ხმა ლაშა ტალახაძეს
irakli
ნიკოოოოოოოოოოოოოოოოო
მ. ტ.
ლაშა ტალახაძე უპირობო ლიდერია... ერთი ეგაა, გვარამიას ვერაფრით შეაყვარა თავი...
aburjga
ლაშა ტალახაძე!!!
nikolozi
ტალახაძე ერთადერთია ვინც ყველაფერს იგებს და რეკორდებს რეგულარულად ამყარებს. მასთან მგონი ახლოს ვერავინ მივა ამ ეტაპზე
gio
ექვსივე ძალიან დასაფასებელია,ვულოცავ და ვუსურვებ ყოველივეს საუკეთესოს.მაგრამ,მაინც ტალახაძეს მათზე წინ დავაყენებ.
ვახო

შაქრო
გენო გენიალურია
ლაშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი..არცერთ ქართველს არ აქვს მოგებული 2 atp ის ტურნირი..
პაატა
1 ლაშა ტალახაძა
ნიკა რუსთავიდან
გურამ კაშია რატომ არ არის სიაში, მე გურამს ვაძლევ ხმას
misha
რეკორდები მოხსნა
RAMAZI
თუშიშვილს ვირჩევ მე პირადად ძიუდოში მსოფლიოს მოგება მეტად პრესტიჭუად მიმაჩნია
მამუკა ქავთარაძე
უდავოდ ყველა აქ ჩამოთვლილი სპორტსმენი საუკეთესოა. ტოჩინოშინს კი იმიტომ ვანიჭებ უპირატესობას, რომ სხვა სპორტსმენებისაგან განსხვავებით მან არამარტო საჩემპიონო ტიტული მოიპოვა, არამედ ის შეძლო რაც საოცნებოა უმეტესობა ქვეყნის წარმომადგენლებისათვის სპორტის ამ სახეობაში. ამასთან მან დაგვაწყებინა ქართველების უმეტესობას სუმოსათვის თვალყურის დევნება და საქართველოთი დააინტერესა ისეთი ჩაკეტილი და ტრადიციული ერი, როგორიც იაპონია და იაპონელებია.
ლეო
ყველა საუკეთესოა, თუმცა ლაშა საუკეთესოთა შორის საუკეთესოა!!!
gigi
ლაშა ტალახაძე
ლუკა
მშრომელი
ATP 21
აქ წარმოდგენილი ყველა კანდიდატი იმსახურებს საუკეთესოს წოდებას , მაგრამ ჩემი ხმა ბასილას , ის რაც მან წელს გააკეთა , წარმოუდგენელი იყო ჩვენთვის ათწლეულების განმავლობაში და გულის სიღრმეში თუ გაიელვებდა ოცნება რომ ტოპ-20 ში წარმომადგენელი გვეყოლებოდა . წარმატებას გისურვებთ ყველა ქართველ სპორცმენს მომავალ სეზონში .
koba dalaqishvili
გურამ თუშიშვილი
გურამი
ძიუდო

murtaz shavidze
ნიკოლოზ ბასილაშვილიი,,,,, ვფიქრობ მან ყველაზე მეტი შეძლო ამ წელს, 2 ტურნირი მოიგო და ათეულის წევრი ბევრი ჩოგბურთელი დაამარცხა, მათ შორის დელ პოტროც. ნიკოლოოზზ
ფერნანდო
1-ლაშა ტალახაძე, 2- გურამ თუშიშვილი,3-გენო პეტრიაშვილი
დავით შენგელია
ლაშა ჩემპიონია
Lasha

გია
საუკეთესოა
მირო
ტოჩი საუკეთესოა!
a
ა
semi
რა ნიჩნბოსნობა? ბარემ გვედზე ხტომის ჩემპიონი ვაღიაროტ საუკეთესოთ. ჩოგბურთზე რას იტყვი? ბასილაშვილი გუნდური სახეობით გავიდა?
გურამ მოდებაძე
ნიკა საუკეტესოა, ჩოგბურთში ყველაზე დიდი კონკურენციაა!!!
giga
ლაშა ტალახაძე
ALONZO
ჩაკვეტაძე რატომაც არა ? მან გადაიყვანა ზედა დივიზიონში ჩვენი ნაკრები
გიორგი ჯანიკაშვილი
ჩემი აზრით ტიტული სამართლიანად უნდა მიეკუთვნოს ტ ო შ ი ნ ო ჩ ი ნ ს, მაგრამ იმის გათვალისწინებით,რომ ზაზა ნადირაძე არის ერთი-განყენებული,მხოლოდ საკუთარი თავის იმედად მყოფი ენთუზიასტი,(რომელმაც არ ჩააქრო ქართველ ნიჩბოსანთა ადრინდელი ცეცხლი და თავად შექმნა ისტორია) მე ხმას ვაძლევ მას.წელს,როგორც არასდროს ყველა პრეტენდენტი თანაბრად არის ღირსი ფლობდეს ამ ტიტულს,მაგრამ .... არჩევანი ინდივიდუალურია.
გლახუნა
ნადირაძე - სტიმულისათვისაც, ამ სპორტის სახეობის განვითარებისათვის - დანარჩენი ბიჭები+ საგინაშვილი მარად საამაყოები არიან(!)
ზიზუ
ტალახაძის, ბასილაშვილსა და პეტრიაშვილს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან ძნელია, დანარჩენი მონაწილეების დიდი პატივისცემისა და სიყვარულის მიუხედავად არ იმსახურებენ წლის საუკეთესოს წოდებას. მოკლედ ძალიან ძნელია არჩევანის გაკეთება, ვისურვებ მომავალ წელს უფრო ძნელი იყოს საუკეთესოს გამორჩევა
თემური
ჩაკვეტაძეც იმსახურებს ამ ჩამონათვალში ყოფნას!
giorgi

soso
მართლაც ძნელია ვინმეს უპირატესობა მიანიჭო. ყველა მათგანი სასახელო სპორტსმენი და შეუპოვარი მებრძოლია. მე მაინც მათგან ერთერთს, ზაზა ნადირაძეს მინდა მივანიჭო უპირატესობა. იმ დროს, როდესაც საქართველოში სპორტის ეს სახეობა არ არის სათანადოდ აღიარებული და დაფასებული, (უფრო მეტიც, გარიყულად და მიტოვებულად გამოიყურება) ამ ადამიანმა საკუთარი ძალისხმევითა და თავდადებით მოახერხა გარკვეულ სიმაღლეებზე ასვლა. წარმატებები მას და ყველა ჩვენს სასახელო სპორტსმენს!

დავითი
ტოჩინოშინმა ისეთ რამ გააკეთე რომელიც არამგონია რომელიმე ქართველმა გაიმეროს
Givi
Ualternativoa lasha, tipi arafers AR agebs da arc waagebs
ანესთეზეოლოგი
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სპორტსმენს სერიოზული შედეგები ჰქონდა მიმდინარე წელს - ნიკოლოზ ბასილაშვილის მიღწევა ყველაზე თვასაჩინო და მნიშვნელოვანი იყო.
ლევანი
კაია
დავით
მაინც ჩემსბურია
ლევანი
მაგარია
Irakli
ლაშა ტალახაძე
მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს
მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა
[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის სპრინტზე მე-3 ადგილი დაიკავა
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
"რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ცერემონია შედგა - ნახეთ, როგორ გააცილეს სუმოდან ტოჩინოშინი [VIDEO]
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
"ბარსელონას" ბოლო მცდელობა ნეიმარის შესაძენად - 25 აგვისტოს დაიჯესტი
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
ტოჩინოშინის საფირმო ჩავლება და დოჰიოზე გაგორებული მეტოქე [VIDEO]
კაიაკი და კანოე: ნადირაძე და ყაველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან
"მრცხვენია! როდესაც ქომაგის წინაშე ასე გამოდიხარ..." - ტოჩინოშინი კარიერას ასრულებს
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
3 მარცხიანი სერია დასრულდა, ტოჩინოშინმა მარტივად გაიმარჯვა [VIDEO]
საბოლოო უარი "ბარსას", პსჟ-ს ნეიმარის "რეალისთვის" მიყიდვა სურს - 22 აგვისტოს დაიჯესტი
მეტოქე "ტოჩის" ყელში წვდა და დოჰიოდან გადააგდო, ქართველმა ივლისის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა [VIDEO]
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
მინსკი 2019: ქართველი ნიჩბოსნები უმედლოდ დარჩნენ
დრამატული დაპირისპირება - ტოჩინოშინი ტაკანოშოსთან დასანანად დამარცხდა [VIDEO]
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა