ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"მთავარი არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობაა" - როგორ გაჩნდა ცნობილი დევიზი

"მთავარი არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობაა" - როგორ გაჩნდა ცნობილი დევიზი

გამონათქვამი "მთავარი - არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობაა" დღეს დამარცხებულის ნუგეშისცემისთვის გამოიყენება.

ხანდახან ამ ფრაზას ოლიმპიურ დევიზსაც უწოდებენ, რაც არასწორია - ოლიმპიურ მოძრაობას ერთადერთი ოფიციალური დევიზი "Citius, Altius, Fortius!" - "უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად!" აქვს. ამ ფრაზის ავტორი კი ოლიმპიურ მოძრაობაში ბარონ პიერ დე კობერტენის მოკავშირე ფრანგი მღვდელი ანრი დიდონი გახლავთ. ფრაზა მან ერთ-ერთ კოლეჯში სპორტული შეჯიბრებების გახსნის დროს წარმოთქვა. ბარონს ფრაზა მოეწონა და ოლიმპიადის ოფიციალური დევიზად გამოაცხადა.

1908 წლის ოლიმპიადაზე მარათონის სიგრძე 42 კმ-სა და 195 მ-ს შეადგენდა. საქმე იმაშია, რომ პირველ ოლიმპიადებზე ეს დისტანცია არ იყო ზუსტად რეგულირებული. პირველ ოლიმპიადაზე 1896 წელს ათენში დისტანცია მარათონის ადგილიდან საბრერძნეთის დედაქალაქამდე გრძელდებოდა, ანუ იმეორებდა მანძილს, რომელიც ლეგენდის თანახმად ბერძენმა მეომარმა, სახელად ფიდიპიდმა გადალახა, როცა ათენის მოსახლეობას სპარსელებზე გამარჯვების ამბავი ამცნო. მართალია მეომარმა "მხოლოდ" 34,5 კმ გაიარა, სპორტსმენებს კი ორგანიზატორებმა გზა 40 კმ-მდე გაუზარდეს.

მომდევნო ოლიმპიადებზე მარშრუტის სიგრძე ასევე 40 კმ-ს შეადგენდა. მთავარ პირობად კი რჩებოდა, რომ გზა ყველა მონაწილისთვის ერთნაირი ყოფილიყო.

ორგანიზატორებმა მარშრუტი ლონდონის თამაშებზეც განსაზღვრეს, როცა მეფე ედვარდ VII -მ ოჯახთან ერთად მოითხოვა მარათონის მარშრუტის შეცვლა ისე, რომ სამეფო საგვარეულოს უინძორის სასახლის აივნიდან მარათონისთვის თვალყურისდევნება შეძლებოდა.

შეცვლილი მარშრუტის სიგრძემ 42 კმ და 195 მეტრი შეადგინა. მარათონების სიგრძე კიდევ ორ ოლიმპიადაზე შეიცვლება, ვიდრე 1921 წელს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია "სამეფო სტანდარტს" საბოლოოდ არ დაამტკიცებს. ერთი ადამიანი ამ რეფორმისთვის, ალბათ, მთელი ცხოვრება წყევლიდა ინგლისის მეფეს. საუბარია იტალიელ მორბენალ დორანდო პეტრიზე.

გამარჯვების იმედით ლონდონის მარათონისთვის პეტრი მიზანმიმართულად ემზადებოდა. მარათონი ძალიან ცხელ დღეს, თანაც შუადღით გაიმართა.

პეტრის სირბილი ძალიან სწრაფად არ დაუწყია და კონკურენტებს თანდათანობით უსწრებდა. 32-ე კმ-ზე ის მეორე ადგილზე იყო, 39-ე კმ-ზე კი ყოფილი ლიდერი "დაეცა", იტალიელსა და ოქროს მედალს შორის კი მხოლოდ 3 კმ. რჩებოდა.

შემდეგ სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დრამა გათამაშდა. საბოლოოდ დაუძლურებულმა პეტრიმ სტადიონამდე მიირბინა, სადაც მას 75 ათასი მაყურებელი მიესალმა. ფინიშამდე რამდენიმე ასეული მეტრი რჩებოდა, მაგრამ სპორტსმენმა ორიენტაცია დაკარგა და სხვა მხარეს გაემართა. როდესაც მსაჯებმა ათლეტს ეს გააგებინეს, ის მობრუნებას შეეცადა, მაგრამ წაიქცა. წამოდგომა მხოლოდ მსაჯების დახმარებით შეძლო, მაგრამ სირბილი განაგრძო.

დანარჩენი კი გლადიატორის ბრძოლას დაემსგავსა - ბოლო 200 მეტრის დისტანციაზე პეტრი 4-ჯერ დაეცა, მსაჯების დახმარებით დგებოდა, მაგრამ ფინიშის ხაზი მაინც გადაკვეთა. შოკირებულმა არტურ კონან დოილმა, რომელიც თამაშებზე რეპორტიორად მუშაობდა, დაწერა: "მსაჯების გადაწყვეტილების მიუხედავად იტალიელის უდიდესი ძალისხმევა სპორტის ისტორიიდან არასოდეს ამოიშლება".

მსაჯების გადაწყვეტილებაზე საუბრისას მწერალი იმას გულისხმობდა, რომ მარათონელზე არბიტრის დახმარება დაუშვებელი იყო. სწორედ ამას შეეხო დელეგაციის პროტესტი, ამერიკის შეერთებული შტატები მარათონის შედეგებზე გადახედვას ითხოვდა. ამერიკელებს პირადი ინტერესი ჰქონდათ - ფინიშამდე მეორე ამერიკელი სპორტსმენი ჯონ ჰეისი მივიდა.

პროტესტის გადახედვის შემდეგ, მსაჯებმა მიიღეს გადაწყვეტილება - პეტრის დისკვალიფიკაცია, ოქროს მედალი კი ჰეისს გადაეცა.

პეტრის დიდმა ტრაგედიამ, რომელშიც დამნაშავე შესაძლოა, ინგლისის სამეფო ოჯახის კომფორტისთვის დამატებული მანძილი გახდა, მთელი მსოფლიო გააოგნა. დედოფალმა ალექსანდრამ იტალიელისთვის სპეციალური თასი შეუკვეთა, რომელიც მას დაჯილდოვების ცერემონიაზე გადაეცა.

მარათონის დრამიდან რამდენიმე დღის შემდეგ ლონდონის წმ. პავლეს საკათედრო ტაძარში ჩატარდა მსახურება, რომელიც ოლიმპიადის მონაწილეებს მიეძღვნა. ქადაგებაში ამერიკელმა ეპისკოპოსმა, ეტელბერტ ტალბოტმა, პავლე მოციქულის ეპისტოლედან კორინთელთა მიმართ ფრაგმენტის კომენტირებისას და დორანდო პეტრის ისტორიის გახსენების შემდეგ, თქვა:

"საბოლოოდ ნამდვილი ოლიმპიადა საიმედო გაკვეთილს გვაძლევს: თამაშები თავისთავად უკეთესია, ვიდრე დევნა და ჯილდო. წმ. პავლე გვეუბნება, რამდენად უმნიშვნელოა ჯილდო. ჩვენი ჯილდო არის ის, რაც უკვდავია და არა ის, რაც დროებითია. და თუმცა მხოლოდ ერთს შეუძლია დაფნის გვირგვინის მიღება, ყველას თანაბრად შეუძლია გაიზიაროს კონკურენციის სიხარული".

ეპისკოპოსის ფრაზა ყველა დამსწრე ადამიანს დაამახსოვრდა, განსაკუთრებით კი პიერ დე კუბერტენს. კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ, ოლიმპიელებისთვის მიძღვნილ სამთავრობო ბანკეტზე ის ტალბოტის ქადაქებას იხსენებს და მთავარი აზრის ფორმულირებას ასე ახდენს:

"ამ ოლიმპიადებზე გამარჯვება იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მონაწილეობა".

სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ფრაზის "მთავარი არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობაა" ტრიუმფალური მოგზაურობა.

ავტორი: ანა ვერძაძე

• რეზო

მადლობა ავტორ. შესანიშნავი ინფორმატიული სტატიაა

• მარადონა

სპარსელებზე გამარჯვება კი არა, სპარტელებზე.

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება

ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

ქართველები არ ვართ პირველები - ოლიმპიადებზე ბოიკოტები ყოველთვის იყო

ზამთრის ოლიმპიადების ისტორია 1924-2010: I ოლიმპიური თამაშები. შამონი (საფრანგეთი)