rugger.info-ს ცნობით, ანდრეი ჩერევიჩნის ნაცვლად მოსკოვის "სლავას" მორაგბეთა გუნდის მწვრთნელად გია ამირხანაშვილი დანიშნეს.

ამირხანაშვილს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, ჩერვიჩნი კი მისი თანაშემწე იქნება.

ის "ივერიასა" და თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდა, რომელთან ერთადაც სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, შემდეგ ინგლისის ნახევრადპროფესიონალურ "ფლიტვუდ იუნაიტედში" ასპარეზობდა, უკანასკნელი 23 წლის მანძილზე კი მწვრთნელად მუშაობს.

"ნოემბერში თბილისში "სლავიას" გენერალურ დირექტორს ალეკსეი ნილოვსკის შევხვდი და მან გუნდის გაწვრთნა შემომთავაზა. მაშინვე ყველაფერზე მოვილაპარაკეთ. თანხმობა განვუცხადე. ჩემთან ერთად გორის "ჯიქები" პირველიდან უმაღლეს ლიგაში გადავიდა, რამდენიმე წელი ხუთეულში შედიოდა, მერე ბრინჯაოს მედლები მოვიგეთ, ხოლო 2017 წელს ფინალში "ბათუმი" დავამარცხეთ და ჩემპიონები გავხდით.

ბოლო წლები რუსეთის პირველობას თვალს ვადევნებდი. "სლავას" ბევრ მატჩს ვუყურე და მის შესაძლებლობებზე წარმოდგენა მაქვს. დანამდვილებით გეტყვით, რომ ჩემთან ერთად პირველი ხაზის 2 მორაგბე წამოვა, ბურჯები – პირველი და მესამე ნომრები. ამას გარდა, მეათე ნომრის პოზიცია გვაქვს გასაძლიერებელი. აუცილებლად ავიყვანთ ან ცამეტიანს ან თხუთმეტიანს. გეტყვით, რომ დიდი ალბათობით ესენი ქართველები იქნებიან. შესაძლოა, ფიჯელი ან ტონგელიც მოვიწვიოთ.

იმედი მაქვს, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობა უახლოეს მომავალში გაუმჯობესდება (ამის წინაპირობა არსებობს) და გავძლიერდებით", - განაცხადა ამირხანაშვილმა.

ვახო
ერთი დღის მერე რომ აქვეყნებთ კომენტარს ეს ვინ მოიფიქრა?კომენტარის დაწერის სურვილს უკარგავს ადამიანს
Goga
მეც ვიმუშავებდი რუსეთში.
ჭაღარა
დაანებეთ ამ რუსეთს თავი
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა