პრემიერლიგას "ლივერპული" ლიდერობს და ჩვენც ამ გუნდით დავიწყოთ. მით უმეტეს, ტურს სწორედ იურგენ კლოპის დამოძღვრილი გუნდი გახსნის. რა თქმა უნდა, ენფილდელები ამ შეხვედრაში ფავორიტები არიან, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ "ვულვზმა" ცოტა ხნის წინ საშინაო შეხვედრა მოუგო "ჩელსის". ყველაფერს ისიც ემატება, რომ კლოპს გარკვეული პრობლემები აქვს დაცვაში.

"არსენალმა" წინა ტურში ყოჩაღად ვერ ითამაშა "საუთჰემპტონთან", ახლა კი უეჭველად მოსაგები შეხვედრა აქვს "ბარნლისთან". სტუმრები თითქოს იმთავითვე განწირულები ჩანან, მაგრამ ასე იყო წინა ტურში "ტოტენჰემთანაც". მაშინ ლონდონელებმა მაგრად იწვალეს და მხოლოდ დამატებით დროში მოახერხეს კერკეტი მოწინააღმდეგის გატეხა. უნაი ემერი მთლად კარგ დღეში ვერაა, რაკი გუნდში მყოფი თითქმის ყველა მცველი დაშავებულია. ამდენად, "მეთოფეებმა" წარმატება შეტევაში უნდა ეძებონ.

"მანჩესტერ სიტიმ", წესით, იოლად უნდა მოუგოს "კრისტალ პალასს". მანჩესტერული გუნდი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ძალიან სტაბილურია და უნდა ვივარაუდოთ, რომ შანსს ხელიდან არც ამჯერად გაუშვებს. საჩემპიონო ბრძოლა ისე მიდის, შესაძლოა, ყველა ქულას ოქროს ფასი დაედოს.

ტურის მთავარი მატჩი კი შედგება კარდიფში. "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ექნება ოლე გუნარ სოლსკიაერს. მას უდიდეს იმედებს უკავშირებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბის ფანობა. "იუნაიტედმა" უნდა შეუტიოს - ასეთია მოთხოვნა! რა და როგორ იქნება, ამას ყველა ერთად ვნახავთ.

ასევე ძალიან საინტერესო იქნება "ტოტენჰემის" მორიგი გამოცდა "ევერტონთან", ტრადიციული ინგლისური შეხლა, სადაც გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს.

ფაქტები

პრემიერლიგაში "ლივერპულმა" მიჯრით 3 თამაში მოუგო "ვულვზს".

"არსენალმა" 8 შეხვედრაში შეძლო "ბარნლის" ძლევა.

"ჩელსისა" და "ლესტერს" შორის ბოლო შეხვედრა 0:0 მორჩა.

"ჰადერსფილდსა" და "საუთჰემპტონს" შორის ბოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ სიტისა" და "კრისტალ პალასის" ბოლო 4 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"ფულჰემმა" "ნიუკასლს" ბოლო 3 თამაში მოუგო.

"ვესტ ჰემისა" და "უოტფორდის" ბოლო 2 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

პრემიერლიგა. XVIII ტური

პარასკევი, 21 დეკემბერი

ვულვზი-ლივერპული 23:59

შაბათი, 22 დეკემბერი

არსენალი-ბარნლი 16:30

ბორნმუთი-ბრაიტონი 19:00

ჩელსი-ლესტერი 19:00

ჰადერსფილდი-საუთჰემპტონი 19:00

მანჩესტერ სიტი-კრ. პალასი 19:00

ნიუკასლი-ფულჰემი 19:00

ვესტ ჰემი-უოტფორდი 19:00

კარდიფი-მანჩესტერ იუნ 21:30

კვირა, 23 დეკემბერი

ევერტონი-ტოტენჰემი 20:00

ბომბარდირები: 10 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 9 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 8 - ედენ აზარი (ჩელსი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), გლენ მარეი (ბრაიტონი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი), რიჩარლისონი (ევერტონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა