სერბული გამოცემა Telegraf.rs-ი გოგა ბითაძის "ბუდოჩნოსტში" გადასვლას ეხმიანება.

გამოცემის თქმით, სერბეთს უჭირს მისნაირი ტალანტების გაზრდა და გოგა ბითაძე ევროლიგაში დაამტკიცებს, რომ ნამდვილად ვუნდერკინდია.

"გოგა ბითაძე საშუალო დონის "მეგა ბიმაქსს" ტოვებს და უფრო ძლიერ გუნდსა და ტურნირში (ევროლიგა) გააგრძელებს ასპარეზობას, სადაც საშუალება ექნება დაამტკიცოს, რომ ნამდვილად ვუნდერკინდია.

19 წლის მოთამაშე ადრიატიკის ლიგაში სტატისტიკის მიხედვით მესამე პოზიციაზეა - მატჩში საშუალოდ 20,1 ქულით და 7,9 მოხსნით, მაგრამ ეს ისეთივე მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც გავლენა, რომელსაც გოგა თამაშზე ახდენს. 212 სანტიმეტრი სიმაღლის და შესანიშნავი სროლის მფლობელი მოთამაშისთვის ძალიან მარტივია მეტოქეებისთვის ხიფათის შექმნა.

ეჭვი არავის ეპარება, რომ მას ბრწყინვალე მომავალი ელოდება, უბრალოდ ნახეთ, როგორ ითამაშებს ის ევროლიგაში, მატჩების ნახევარი ჯერ კიდევ დარჩენილია, მაგრამ პრობლემა სულ სხვა რამაა: ხედავთ სად არის გოგა ბითაძე? სერბეთს ამ დონის ახალგაზრდა მოთამაშეები არ ჰყავს" - ვკითხულობთ Telegraf.rs-ზე.

გოგა ბითაძე "ბუდოჩნოსტში" სეზონის ბოლომდე ითამაშებს, გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის ბოლოს ის NBA-ის დრაფტზე დადგება.

ქართველი
სერბეთი უძლიერესია და უდიდესი პატივისცემა მათ, კალათბურთი საერთოდ მაგათი თამაშია და მართალია. ნოვაკ ჯოკოვიჩიც საუკეთესოა და ვიზიარებ მაგ შემართებას, მაგრამ შენ ქართველები ვინა გგონივართ აბა ერთი წესივრად შემოგვხედე?? აი ქართველი მაიკლ ჯორდანები თუ არ წამოვიდნენ აგერ ნახავ.
ბალკანელი
შენ ერთი ალბანელებში ხომ არ გეშლებით?
სოსო
ხორვატიაც ბალკანეთია.

სერბებს მადლობა ეკუთვნით. ბითაძე პერსპექტიულ ბიჭად ჩავიდა და მაგათმა ბევრი ასწავლეს/
შალვა 73
ჭკვიან ხალხს უთქვამს "არასოდეს სთქვა არასოდეს"-ო. სერბეთის საკალათბურთო სკოლა მართლაც რომ ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში და სავარაუდოდ კიდევ კარგად ხანს ვერ დავეწევით, მაგრამ... ჯერ ერთი წინასწარ არავინ არ იცის რა მოხდება მომავალში, მეორეც, მართლაც რომ მასე იყოს და ვერასოდეს ვერ დავეწიოთ მათ დონეს, ქართველმა კაცმა ეგ როგორ უნდა სთქვა, ჩვენ ხომ მცირედი წარმატებაც გვიხარია და გვეამაყება. მე არვიცი რამდენად სიტყვასიტყვითაა ნათარგმნი ეს სტატია, მაგრამ თუნდაც ეს მთარგმნელის ფანტაზიის ნაყოფი იყოს, ამით მე მგონი სერბეთის კალათბურთს არაფერი დააკლდება.
სოსო
სერბეთის და საერთოდ იუგოსლავიის სკოლა, მართლაც ძალიან ძლიერია,მაგრამ ამ წუთში ბითაძის დარი ტალანტი, ლიგაში არავინ ჩანს და ეს ვერ აუტანიათ.მართლებიც არიან,თუ ერთხელ შეეგუე სხვის უპირატესობას,ეს უკვე დაღმასვლის დასაწყისია.მე კი იმას ვერ ვეგუები,რომ ჩვენი ნაკრები მასაც ჰკარგავს და სამომავლოდაც მისი იმედი,ალბათ აღარ უნდა გვქონდეს.წარმატებებს ვუსურვებ გოგას,ძალიან მოუმატა ამ წელში,მაგრამ სამუშაო რომ ძალიან ბევრი აქვს,ეს ჩემთვისაც კი კარგად ჩანს და თვითონაც, ჩემზე უკეთ იცის.
sdfffff
შეიძლება, მაგრამ ფეხბურთში ბალკანელები ნოლები ხართ, მოქრთამვის გარეშე ვერასდროს ვერანაირ შედეგებს ვერ დადებთ.
emigranti
გუშინდელ მატჩში არ ათამაშეს რატომღაც. სერბმა კომენტატორმა თამაშის წინ რამოდენიმეჯერ ახსენა ბითაძე, მაგრამ ვერ გავიგე რა ასპექტში. ველოდი, მაგრამ ამაოდ...
ნოვაკ ჯოკოვიჩი
გაგისწორდათ ეგ სტატია? თუ რატომ გადმოთარგმნეთ? სერბეთის დონეს კალათბურთში საქართველო ვერასოდეს ვერ მიაღწევს. ასე რომ ზღაპრებს მოეშვით. სერბეთის სკოლა ამერიკის შემდეგ უძლიერესია მსოფლიოში, სამომავლოდ რომ იცოდეთ
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა