რამდენიმე დღის წინ გოგა ბითაძე "ბუდოჩნოსტის" კალათბურთელი გახდა, ის ევროლიგაში მოასპარეზე კლუბში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

სერბული სპორტული გამოცემის Mozzartsport.com-ი ქართველ ტალანტზე სტატიას აქვეყნებს, რომელსაც შემოკლებით გთავაზობთ:

"გოგა ბითაძე ქართული "ვითადან" "მეგა ბიმაქსს" 2015 წლის დეკემბერში შეუერთდა, მან გასული სეზონი "სმერდეროვოს" რიგებში გაატარა, წელს კი დრაგან აპიჩთან ერთად ადრიატიკის ლიგის საუკეთესო ცენტრი იყო. დეიან მილოევიჩმა თამაში თბილისელ ბიჭზე ააწყო და "მეგა ბიმაქსიც" პლეი-ოფში აღმოჩნდა.

ბითაძემ 7 მატჩში 222 ქულა ჩააგდო და ამ მაჩვენებლით მთელ ლიგაში მესამეა, ის მესამეა სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვითაც და საუკეთესოა ბლოკების რაოდენობით.

მაგრამ ეს მხოლოდ სტატისტიკაა, მთლიანობაში ის გაცილებით დიდ გავლენას ახდენს თამაშზე, როგორც ჩანს, დეიან მილოევიჩთან რამდენიმეწლიანმა მუშაობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო, მუდმივმა შრომამ კი 19 წლის ბიჭი ფიზიკურად და მენტალურად გაზარდა და ის ერთ-ერთი საუკეთესო გახდა.

გოგა ბითაძე შემდეგი ეტაპისთვის მზადაა და ეს ეტაპი - ევროლიგაა. ახლა მას ახალ კლუბში, ახალ თანაგუნდელებთან და მუდმივი მგზავრობების დამღლელ ტემპთან შეწყობა მოუწევს, როცა კვირაში მინიმუმუმ ორ მატჩს თამაშობ, თუმცა ბითაძესთვის ეს პრობლემა არ იქნება, ის ალენ ომიჩთან ერთად ითამაშებს და სანამ NBA-ში წავა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრთან ერთად თამაშის გამოცდილებასაც მიიღებს.

გოგა ბითაძის აქამდე ნაჩვენები თამაში, დრაფტზე მის შანსებს წარმოუდგენლად ზრდის, მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა უკვე დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მსროლელი და სოლიდური მცველია, მას განვითარებისთვის უზარმაზარი დრო აქვს.

ვნახოთ რა იქნება ახლო მომავალში, მანამდე კი დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გოგა ბითაძე ადრიატიკის ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა." - ვკითხულობთ Mozzartsport.com-ზე.

ზარმაცი ქართველი
ღირსების ორდენი თუ არ ეკუთვნოდეს სერბეთში საქართველოს ასეთი წარმოჩენისათვის. ეს იცით რას ნიშნავს, თვითონ სერბებს აჯობა ტო
ძმაო
არაბიძეს ხელი, ე
თემო
მაგალითები ბევრი გვაქვს ზედმეტი ქება რა ზიანს აყენებს ახალგაზრდა სპორტსმენს.მასალა კარგია საჭიროა თავდაუზოგავი შრომა.ღმერთმა მისცეს ამის ძალა ჩვენ გასახარად.
ჯ
სერიოზული აღიარება არის, მაგრამ ახალი ამაში არაფერი არაა, ვუყურებთ მის თამაშებს და ისედაც ვხვდებით, რომ გოგა უკვე ფაქტიურად ვარსკვლავია, ოღონდაც კითხეთ აბა ერთი, რა შრომის ფასად განიცადა ეს პროგრესი, ქება-დიდება მას ამისათვის, უეჭველი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი გახდება ნბა-ს ისტორიაში, თუ ასე გააგრძელა, საუკეთესო მაგალითი ჩვენი ზარმაცი ფეხბურთელებისათვის, არაბიძე და მისთანებისთვის.
გიორგი
ეს სერიოზული აღიარებაა სერბეთში. მარტო გოგას არა, ყველას გილოცავთ!
გიზოგ
გოგა, გილოცავ დამდეგ ახალ წელს და დიდ წარმატებებს გისურვებ.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა