ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

NBA-ს მსგავსად ვერა, მაგრამ... დაიწყო

NBA-ს მსგავსად ვერა, მაგრამ... დაიწყო

შსს-"სოხუმის" დაპირისპირება სიუჟეტის დრამატულობით NBA-ს მატჩებს არ ჩამოუვარდებოდა
ოთხივე მეოთხედფინალში ოფლი უხვად დაიღვარა, ერთში კი გადამწყვეტი სიტყვა იღბალმა თქვა. ეს იყო შსს-სა და "სოხუმის" დაპირისპირება, რომელიც სიუჟეტის დრამატულობით არც ჰოლივუდის ფილმს ჩამორჩებოდა და არც NBA-ს მატჩებს. თუმცა, არ გეგონოთ, საქართველოს ჩემპიონატს ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას ხარისხობრივად ვადარებთ.

ქვემოთ გაეცანით შსს-"სოხუმის" მატჩის მიმოხილვას და თავადაც დარწმუნდებით, რომ მოვლენები მართლაც საინტერესოდ განვითარდა.

ისევ NBA უნდა ვახსენოთ. იქ პლეი ოფი სენსაციებით დაიწყო: რეგულარული ეტაპის მიხედვით ერთ-ერთი საუკეთესო გუნდები "ორლანდო" და "სან ანტონიო" რიგითებმა, შესაბამისად "მემფისმა" და "ატლანტამ" გამოაგდეს. საქართველოში კი ყველაფერი ლოგიკურად დაიწყო: პირველადგილოსანმა "არმიამ" მერვეადგილოსანი "ენერჯი" დაამარცხა, თსუ-მ (რეგულარულში მეორე იყო) - სტუ (VII), "ქუთაისმა" (III) - "სამედიცინო" (VI), ხოლო შსს-მ (IV) - "სოხუმი" (V).

3 მაისი

თბილისი, სპორტის სასახლე

არმია-ენერჯი 94:63

25:13, 22:14, 23:15, 24:21

არმია: ბაქრაძე (3ქ), ბაბიაშვილი (12ქ, 5მ), ბოისა (11ქ, 5მ, 3პ), მინაშვილი (7ქ, 5მ), ტუღუში (10ქ, 9მ, 3პ), პირველაშვილი (4ქ), მოსეშვილი, ათანელიშვილი (15ქ, 15მ, 2დ), ათუაშვილი (8ქ, 6მ), საყვარელიძე (11ქ, 5მ, 4პ, 3ჩ), შარაბიძე (13ქ), ბ/ ბერიშვილი (5პ, 3ჩ)

ენერჯი: მაჭავარიანი (7ქ, 4პ), გ. ბერუაშვილი (3პ), აბაიშვილი (6ქ, 6პ, 5მ), გუგავა (7ქ), ლამუ (26ქ, 14მ, 5დ), თვარაძე (2ქ), არაბული (11ქ, 3ჩ, 7მ), აბულაძე (4ქ)

მსაჯბი: დ. ბერეკაშვილი, ხ. გაბედავა

არმია იგებს სერიას 1:0

ამ წყვილში გამარჯვებულის გამოცნობა ყველაზე იოლი იყო. წინასწარ იმის თქმაც შეიძლება, რომ "არმია" მეოთხედფინალში ორ მატჩს იკმარებს.

ამის მიზეზი ისაა, რომ შუა სეზონში "ენერჯი" წამყვანმა კალათბურთელებმა დატოვეს, ხოლო "არმია" ახლახან დაბრუნდა ბათუმური შეკრებიდან და შემადგენლობის სიძლიერეს თავი რომ დავანებოთ, კარგ ფორმაშია.

3 მაისი

თბილისი, სპორტის სასახლე

შსს-სოხუმი 77:72

26:14, 11:25, 18:16, 22:17

შსს: ლაფანაშვილი (3ქ, 3პ), ბ. ლეჟავა (22ქ, 5მ, 6პ), ნიკოლაძე (6ქ, 5მ), ი. ბერიშვილი (6ქ), კოტონი (3პ), მარკოიშვილი (3ქ), ტუჯანი, დ. ბარბაქაძე (13ქ, 10მ), იმნაძე (21ქ, 9მ, 2დ), ს. შერმადინი, ტომარაძე (3ქ)

სოხუმი: ფარღალავა (19ქ, 9პ), ჰარისი (3ქ, 4პ), ჩლაიძე (8ქ, 6მ), კვეტენაძე, შანიძე (7ქ), სორდია (4ქ), კანკია, კ. დამუსი (8ქ, 6მ, 2დ), რ. დამუსი (12ქ), ფაცაცია (11ქ, 8მ)

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი

შსს იგებს სერიას 1:0

ციფრებს დაგისახელებთ და თავადაც მიხვდებით, რომელმა გუნდმა როგორ დაიწყო მატჩი: მეორე პერიოდის სტარტზე დავით უსტიაშვილის შსს 29:14 დაწინაურდა. ისევე როგორც "არმიასთან" მატჩში საწყის უპირატესობას შსს-ელებმა პერიმეტრიდან ზუსტი თამაშით მიაღწიეს.

მალე თამაშის სურათი რადიკალურად შეიცვალა: ათამაშდა ყველა სოხუმელი, სამქულიანებს ფარქვეშიდან ზუსტი ტყორცნები მიემატა და "გამოცხვა" 19:0 გაქცევა, რის შედეგადაც აინარს ბაგაცკისის შეგირდები წინაც გავიდნენ (33:29).

მესამე პერიოდი ტრავმამოშუშებული დათო იმნაძის ბენეფისად იქცა: ფარქვეშ მისი შეჩერება გაუჭირდა რიჩარდ დამუსს, თუმცა იმნაძე პერიმეტრიდანაც ზუსტი იყო, ერთმანეთის მიყოლებით 10 ქულა ჩააგდო და 47:42 - შსს-ს სასარგებლოდ. "სოხუმის" ლატვიელმა მწვრთნელმა იმნაძის შესაჩერებლად მოედანზე კარლ დამუსი შეუშვა და მკაფიოდ უთხრა - ფართან ახლოს არ მიუშვაო. კარლი გულიანად ასრულებდა მწვრთნელის დავალებას, თუმცა ერთ ეპიზოდში იმნაძესთან შელაპარაკება მოუვიდა და არაერთი უხეში სიტყვა გაცვალეს, რაც მსაჯებმა შენიშნეს და ორივე ტექნიკური ჯარიმით დასაჯეს. ეს "სოხუმს" აძლევდა ხელს, რადგან მანამდე კარლ დამუსს 1 ფოლი ჰქონდა, ხოლო იმნაძეს - 3. ეს უკანასკნელი მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დასვა, კარლს კი გაბრაზება ძალიან მოუხდა: დამაგვირგვინებელ ფაზაშიც გამოირჩა და დაცვაშიც მეტად სასარგებლო იყო.

მეოთხე პერიოდში თამაში ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. დაღლა არ ეტყობოდა ლაშა ფარღალავას, რომელიც მეტოქეს ჯერ დაწინაურების საშუალებას არ აძლევდა, ხოლო სირენამდე 3:08 წამით ადრე შორეული სამქულიანით "სოხუმი" 5 ქულით წინ გაიყვანა (68:63). სწორედ ამ დროს ბევრს ეგონა, რომ გუშინ იღბალი სოხუმელთა მხარეს იყო, მაგრამ ზუსტად ორ წუთში შსს-ს გამოცდილმა უკანახაზელმა გიორგი ნიკოლაძემ სამქულიანით "ჩარხი" შსს-ს სასარგებლოდ დაატრიალა. მან ეს არ იკმარა და გამარჯვების მომტანი მეორე სამიანი სირენამდე 31 წამით ადრე ჩააგდო (73:70). ეს უპირატესობა ბესიკ ლეჟავამ კიდევ უფრო განავრცო და შსს-ს მეოთხედფინალურ სერიაში პირველი მატჩი მოაგებინა.

მატჩის სტატისტიკა საინტერესო სანახავი იყო: მოხსნებში შსს-მ 48:37 იმარჯვა, თუმცა ფარქვეშიდან ჩაგდებულ ბურთებში დიდი უპირატესობა "სოხუმს" ჰქონდა - 36:22.

ეს მატჩი ჩვენ წავაგეთო, თქვა "სოხუმის" დამრიგებელმა აინარს ბაგაცკისმა. ამ სიტყვების ანარეკლი სოხუმელთა საჯარიმოების რეალიზების მაჩვენებელი უნდა იყოს: 17-დან 4 (23.5%). ბოლო წამებზე, "სოხუმი" 3 ქულით წინ იყო, საჯარიმოს ხაზიდან ორჯერ არაზუსტად ისროლა დიმა ფაცაციამ, რომელიც წლევანდელ სუპერლიგაში პირველ მატჩს ატარებდა. იგი ამერიკიდან შაბათს ჩამოვიდა და როგორც თვითონ ამბობს, ჯერაც ვერ გადმოერთო ქართულ დროზე. ეს ტყორცნების სიზუსტეზე აისახა, თუმცა დაცვაში კარგად ითამაშა, მეორე ტაიმში შსს-ს სნაიპერ ლეჟავას მეურვეობდა.

- ბევრი შეცდომა დავუშვით, თუმცა გადამწყვეტ მომენტში უკეთესად მობილიზებულები აღმოვჩნდით და ჩვენი გულშემატკივრის მოლოდინი გავამართლეთ. "სოხუმი" ძლიერი გუნდია, რაც დღესაც დაამტკიცა. მომდევნო მატჩშიც ასეთივე მძიმე ბრძოლა გველის, - აღნიშნა ნამატჩევს ბესიკ ლეჟავამ.

შსს-ს მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა ყურადღება ტრავმირებულებზე გაამახვილა:

- ტრავმები ვერ მოვიშორეთ... ტუჯანმა ორი დღეა, რაც ვარჯიში განაახლა, წივწივაძეს ხელი აქვს ნატკენი და ვერ გვეხმარება, ხოლო კოტონმა დღევანდელ მატჩში მუხლი დაიზიანა. რამდენად სერიოზულია ტრავმა, ჯერ არ ვიცით. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

3 მაისი

თბილისი, სპორტის სასახლე

თსუ-სტუ 97:81

19:15, 26:21, 30:25, 22:20

თსუ: ფანჩულიძე (19ქ), გაფრინდაშვილი (3ქ, 9მ, 3პ, 3ჩ), მარხვაშვილი, კოხრეიძე (2ქ), ლონდარიძე (11ქ, 8მ), კორკოტაძე (9ქ, 5მ), ჩიტაშვილი (3ქ, 5მ), მათიაშვილი (31ქ, 14მ, 5პ, 2დ), მ. ბერიშვილი (19ქ, 10მ, 3პ, 2დ)

სტუ: ჭოხონელიძე, ვ. ბერუაშვილი (11ქ, 11მ, 3პ, 4ჩ), ჩიკვილაძე (25ქ, 4პ), ლომოური (18ქ, 6ჩ, 5მ), გასიტაშვილი (2ქ), თევზაძე (2ქ, 7მ), კობიძე (2ქ, 2დ), ჯანგველაძე (10ქ, 3პ), ლაშქარაძე, ძიძიგური (7ქ, 3პ), ახალკაცი (4ქ)

მსაჯები: მ. კუპატაძე, გ. მიქელაძე

თსუ იგებს სერიას 1:0

სტუ-ს ახალგაზრდა, ნიჭიერი უკანახაზელები ჰყავს. ფარქვეშ კი თსუ-ს ვერ გაუტოლდება. სწორედ ამიტომ, ტექნიკოსებმა ბედის ძიება სწრაფი თამაშით სცადეს, რაც თსუ-საც კარგად ეხერხება. ამიტომ, ბოლო წუთებამდე სწრაფი თამაში ვიხილეთ.

თსუ-ელები მეტოქეს მოედნის ცენტრთანვე ხვდებოდნენ, რათა ბურთის გათამაშების ან სამქულიანის ტყორცნის უფლება არ მიეცათ, ხოლო შეტევაში რიჩარდ მათიაშვილის იმედად იყვნენ. მან იმედები გაამართლა - 31 ქულა ჩააგდო და 14 მოხსნა მიითვალა.

სტუ-ს მხრიდან ბექა ჩიკვილაძე გამოირჩა - 25 ქულა, აკაკი ლომოურმა კი სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა: 18 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 4-დან 4 სამიანი), 5 მოხსნა, 6 ჩაჭრა.

საინტერესო ფაქტის მომსწრენი გავხდით ჟურნალისტები მესამე პერიოდში: დიდ შესვენებაზე ჰაერის ჩასაყლაპად გარეთ გავედით. რომ დავბრუნდით მატჩი განახლებული დაგვხვდა. პირველსა და მეორე იარუსს შორის იდგა ტექნიკოსთა მთავარი მწვრთნელი ზურაბ ტომარაძე... როგორც აღმოჩნდა, მან მსაჯის შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია მიიღო და სათადარიგოთა სკამის დატოვება მოუწია.

განმეორებითი მატჩები 5 მაისს გაიმართება.

ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს

"ქუთაისმა" თსუ-ს ფინალური სერიის ზედიზედ მესამე მატჩი მოუგო და ჩემპიონი გახდა

ფიბა-ს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ოთხმა ქალაქმა თანამედროვე საკალათბურთო ტაბლოები მიიღო

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!