ტურის მთავარი მატჩი მილანშია, სადაც მასპინძელი "ინტერი" "ნაპოლის" დაუხვდება.

თავდაპირველად ნავსის გატეხვა უნდა ვისურვოთ. საქმე ისაა, რომ ამ გუნდებს შორის ბოლო 2 მატჩი 0:0 მორჩა და ანალოგიურის გამეორება ქომაგებისთვის სახარბიელო პერსპექტივა ვერ იქნება. მით უმეტეს, ორივე გუნდს აქვს იმის პოტენციალი, რომ შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშოს.

"ინტერი" და "ნაპოლი" ერთმანეთს ოპტიმალური შემადგენლობით დაუპირისპირდებიან. ერთადერთი დანაკლისი აქვთ მილანელებს - წესით, ვერ უნდა ითამაშოს ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა მირანდამ. დანარჩენები ჯანმრთელად არიან.

"ნაპოლი", ალბათ, სულ ტყუილად, მაგრამ შეძლებისდაგვარად მაინც მისდევს "იუვენტუსს". "ინტერს" კი ჩემპიონთა ლიგაში თამაში არ გამოუვიდა და ახლა შიდა ჩემპიონატს უნდა მიხედოს.

თუ "მილანი" გასვლით შეხვედრაში ვერ მოუგებს "ფროზინონეს" და მერე სპალ-თანაც წაიფორხილებს, ჯენარო გატუზოს უთუოდ ახალი სამსახურის ძებნა მოუწევს. "მილანს" საკადრო პრობლემებიც აწუხებს - ვერ ითამაშებენ ლუკას ბილია, ჯაკომო ბონავენტურა და მატია კალდარა.

ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგება ბერგამოში, სადაც "ატალანტას" თვით "იუვენტუსი" სტუმრობს. ტურინელებს ფენომენალური (და რეკორდულიც) სტარტი აქვთ სერია A-ში და ახლაც ფავორიტებად ითვლებიან. "იუვეს" რიგებში ტრავმების გამო ვერ ვიხილავთ ფედერიკო ბერნარდესკის, ანდრეა ბარძალის, ჟოაო კანსელოსა და ხუან კუადრადოს.

მასიმილიანო ალეგრის თქმით, "იუვენტუსის" ძირითადი შემადგენლობაში არ იქნება კრიშტიანო რონალდო, რასაც ის ასე ხსნის:

"ჩვენ ერთად ვუყურებთ ამ თამაშს სათადარიგოთა სკამიდან. მოკლე პერიოდში გვიწევს თამაშების ჩატარება და აუცილებელია ძალების ჭკვიანურად გადანაწილება. ეს აუცილებელია რონალდოსთვისაც, რათა ისიც და ყველა ჩვენი ფეხბურთელი ფორმის პიკზე იყოს მარტისთვის, როცა ჩემპიონთა ლიგაში გადამწყვეტი მატჩები გვექნება ჩასატარებელი".

"რომა" ვალდებულია დანიელე დე როსის გარეშეც დაამარცხოს "სასუოლო" - ეუსებიო დი ფრანჩესკოს ყოფილი გუნდი.

დი ფრანჩესკო ახლა "რომაში" დარჩენისთვის იბრძვის. მისი გუნდი ვერ არის იდეალურ ფორმაში და ყოჩაღად მოთამაშე "სასუოლოსთანაც" (რომელიც დღევანდელ მეტოქეს 2 საფეხურით უსწრებს) ვერ ექნება იოლი გასეირნება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, დი ფრანჩესკოს კიდევ ერთ ფეხის დაცდენას ნამდვილად არ აპატიებენ. როგორც იტყვიან, "რომას" უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს.

"ლაციო" თამაშობს "ბოლონიასთან" და უნდა მოიგოს, თუ რეალურად სურს ოთხეულისთვის ბრძოლა. სიმონე ინძაგი თავის ძმას, ფილიპოს უმასპინძლებს. ამიტომ, ეს განსაკუთრებული თამაშია.

"ლაციალემ" წინა ტურში შინ "კალიარი" დაამარცხა და ხასიათი გამოიკეთა. რომაელები ოპტიმალური შემადგენლობით დაუხვდებიან მეტოქეს, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ შანსს.

ფაქტები

"ფროზინონესა" და "მილანის" ბოლო მატჩი 3:3 დასრულდა.

ყველა ფრონტზე "ატალანტასა" და "იუვენტუსის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

"ბოლონიასა" და "ლაციოს" ბოლო მატჩი ფრედ დასრულდა.

"კალიარისა" და "ჯენოას" შორის უკანასკნელ 4 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"ფიორენტინასა" და "პარმას" ბოლო 2 მატჩში ორივეს არ გაუტანია.

"სამპდორიამ" და "კიევომ" ბოლო 4 შეხვედრაში ერთმანეთს მინიმუმ თითო გოლი გაუტანეს.

"რომასა" და "სასუოლოს" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

"უდინეზეს" არასოდეს მოუგია სპალ-ისთვის.

"ტორინოსა" და "ემპოლის" ბოლო 2 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"ინტერისა" და "ნაპოლის" შორი უკანასკნელი 2 დაპირისპირება უგოლო ფრით აღინიშნა.

სერია A. XVIII ტური

ოთხშაბათი, 26 დეკემბერი

ფროზინონე-მილანი 15:30

ატალანტა-იუვენტუსი 18:00

ბოლონია-ლაციო 18:00

კალიარი-ჯენოა 18:00

ფიორენტინა-პარმა 18:00

სამპდორია-კიევო 18:00

რომა-სასუოლო 21:00

სპალ-უდინეზე 21:00

ტორინო-ემპოლი 21:00

ინტერი-ნაპოლი 23:30

ბომბარდირები: 13 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 11 - კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 10 - ჩირო იმობილე (ლაციო), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 9 - ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი), მაურო იკარდი (ინტერი);

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქომაგი
ატალანტა-იუვე 1X მორჩება, უფრო 1-1 ინტერი მოიგებს,
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"ნაპოლიმ" სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"მილანი" "ფიორენტინას" ფორვარდის სამსახურით ინტერესდება
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
გადარჩენაში უნდა დაეხმაროს - "იუვენტუსმა" მცველი "ფიორენტინაში" გაანათხოვრა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ბოვე, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
ოფიციალურად: ედინ ჯეკო "შალკეს" ფეხბურთელია