ქართველ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს sports.ru-მ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. გთავაზობთ ამონარიდს.

- ახლა მალდივებზე ხართ შვებულებაში. მანდ როგორაა საქმეები?

- დილის 9 საათზე გავიღვიძე და მაშინვე აუზში ჩავხტი. არც დამიბანია. არარეალურად ცხელა, ოთახში ბავშვები არიან (ოქრიაშვილს ორი ვაჟიშვილი ჰყავს, 6 და 3 წლის) და კონდიციონერს ნულზე ვერ ჩავრთავ. დღისით ბანანით გავიკატავეთ, ორჯერ გადავბრუნდით. მართალი გითხრათ, მალდივებზე განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ გააკეთებ. მხოლოდ თუ გაირუჯები, დანაყრდები და ჩოგბურთსა და ფეხბურთს ითამაშებ. ერთი საათის შემდეგ 7х7-ზე თამაში გვაქვს ადგილობრივ ყოფილ ფეხბურთელებთან.

- რატომ აირჩიეთ მანდ დასვენება? - მართლა ძალიან მოსაწყენია.

- აქ პირველად ვარ - ოჯახთან ერთად კარგია. ჩვენთან ერთად ჟიგულევი და ზუევი (როსტოვი) და ობლიაკოვი (ცსკა) არიან. ასეთი სილამაზე არსად არ მინახავს. საერთოდ, შვებულების ბარსელონას დარ დიდ ქალაქებში გატარება მიყვარს. კიდევ ოთხი დღე და საქართველოში წავალ. მინდა მალე დავბრუნდე.

- ხაჭაპური მოგენატრათ?

- არა, მე ხინკალი მიყვარს. როგორც ჩავფრინდები, პირდაპირ ხინკლის საჭმელად წავალ. დედას ხინკლის გაკეთებით არ ვაწვალებ. რესტორანში ნაცნობებთან მივდივარ. არც მოსკოვში, არც მსოფლიოში სხვაგან ასეთ ხინკალს ვერ აკეთებენ. ჩვენთან რომ ჩამოხვალთ, აუცილებლად წაგიყვანთ. საქართველოდან ზედმეტი წონით არასოდეს არ ვბრუნდები. მხოლოდ 6% მაქვს ცხიმი (რონალდოს 7% აქვს - რედ), რამდენიც არ უნდა ვჭამო, მაინც 67 კილოგრამს ვიწონი. ჩემი ყველა ქართველ ფეხბურთელს შურს, განსაკუთრებით "ურალელ" გიორგი ჭანტურიას.

- თქვენ "კრასნოდარი" დატოვეთ და თავისუფალი აგენტი გახდით. რას იზამთ, როდესაც შვებულება დაგისრულდებათ?

- ახლა უცნაური შეგრძნება მაქვს: კარიერაში პირველად ვარ უკლუბოდ და შემოთავაზებებს ველი. დიდი იმედი მაქვს, რომ შვებულების დასასრულს ყველაფერი გაირკვევა და საახალწლო დღესასწაულების შემდეგ ახალ გუნდთან ერთად შეკრებაზე გავემგზავრები. როდესაც საქართველოში ჩავალ, მინი-ფეხბურთის ნაკრების ბიჭებთან ერთად ვითამაშებ.

- მინი? მტკივნეული არ იქნება მაკრატელას შემდეგ დაცემა?

- არა, არა. ასეთი ფანტაზიორი არა ვარ. ხომ ხედავთ, ჩემზე უცბად როგორი ასოციაცია გექმნებათ. იმიტომ მინდა რუსეთში დარჩენა, რომ ყველას დავანახო, რომ მარტო მაკრატელათი კი არ შემიძლია გოლების გატანა, არამედ უბრალოდ ფეხბურთის თამაშიც ვიცი. ბევრი ტრავმა მქონდა და ხეირიანად ვერ წარმოვაჩინე თავი. დარწმუნებული ვარ, მეტი შემიძლია. უბრალოდ, პრაქტიკა მჭირდება.

-ვისი ინიციატივით გაწყვიტეთ "კრასნოდართან" კონტრაქტი?

- "კრასნოდარამდე" არასოდეს არ მქონია ტრავმა. არათუ მძიმე, არამედ არანაირი ტრავმა არ მქონია. ველაპარაკე გალიცკის, ჰაშიგს. არ მიმდიოდა იქ საქმეები და რაღაცის გამოცვლა იყო საჭირო. კონკურენციის არ შემშინებია. არა. მწვრთნელ მუსაევს უნდოდა "როსტოვთან" მატჩში ვეთამაშებინე, მაგრამ შეხვედრის წინ ისევ ტრავმა მივიღე. მადლობა "კრასნოდარს", რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით გამიშვა.

- "კრასნოდარში" კონონოვს მიუსწარით?

- დიახ, მცირე ხნით. ის უფრო უკრაინის ჩემპიონატიდან მიცნობს. ის იქ "კარპატის" წვრთნიდა, მე კი იმ გუნდის წინააღმდეგ ყოველთვის კარგად ვთამაშობდი. კონონოვს ორი წლით ადრე უნდოდა ჩემი "კრასნოდარში" აყვანა. გადასვლის შემდეგ მაშინვე ძირითადში აპირებდა ჩემს დაყენებას. სამწუხაროა, რომ უცბად წავიდა. 4-5-ჯერ მისი ხელმძღვანელობით ვივარჯიშე. ყველაფერი ძალიან მომეწონა. არ ყვირის, არ იგინება. ძალიან კომფორტული იყო, თან მისი თამაშის სტილი ჩემთვის მისაღებია.

- ე.ი. ახლა "სპრტაკში" გადახვალთ?

- ძალიან კარგი იქნებოდა! გადაეცით, რომ სიამოვნებით გადავალ.

- რას ნიშნავს თქვენს გულზე დახატული არწივი?

- რა არწივი? ეს ბუა.

- რატომ ბუ?

- მომწონს ბუ, ოღონდ გემუდარებით, განმარტება არ მომთხოვოთ.

- "კრასნოდარში" საფეხბურთო აზრების მიტანა ფეხბურთელებამდე და მწვრთელებამდე სერგეი გალიცკის ("კრასნოდარის" მფლობელი) უყვარს. გახსოვთ მასთან პირველი საუბარი?

- ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია, გალიცკის ჩემი ვიდეო გაუგზავნეს. მას ჩემი აყვანა მოუნდა და საქართველოში ორი დღის ჰაშიგი გაგზავნა. სერგეი ნიკოლაევიჩს ხომ უყვარს ტექნიკური და ჭკვიანური ფეხბურთი, შეიძლება ამიტომაც ვეწყობოდი "კრასნოდარს".

- ვიცი ისტორია, რომ პოლიციალი დანჯღრეული ავტომობილიდან გამოვიდა და უთხრა: "მეგობარო, ერთი მოაწექი რა". გალიცკიმაც არ დააყოვნა და მიეხმარა.

- ეჭვი არ მეპარება, რომ მასე იქნებოდა. კაცი მილიარდერია, მაგრამ მასთან ნებისმიერ თემაზე საუბარი შეიძლება. როცა სერიოზულად დავშავდი, დამირეკა და მითხრა - "თორნიკე, შენ ჩვენთან დარჩები. არ ინერვიულო, გაიკეთე ოპერაცია და მშვიდად იყავი". ფეხბურთზე მასთან არ მილაპარაკია. ფეხბურთელებთან მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს, როცა ისინი რამეს დააშავებენ. მიდის და კონკრეტულად უხსნის, რომ ასე არ შეიძლება. საბედნიეროდ მე არაფერი დამიშავებია.

- მეორე ტრავმის შემდეგ მოედანზე გასვლის არ შეგეშინდათ?

- არანაირი ეჭვები არ მქონია. ბიჭები მეუბნებოდნენ, ისე ხარ, თითქოს, ორი დღე არ გივარჯიშიაო. ამის გამო, არანაირი შიში არ მქონია და არც თავის დაზოგვა მიცდია. არ უნდა გეშინოდეს. განსაკუთრებით "სევილიასთან" გოლი დამეხმარა. ასეთი ტრავმის შემდეგ, ნებისმიერი გოლი თავდაჯერებულობას გმატებს.

- ასეთი ამბავი წავიკითხე: ზაფხულის შეკრებაზე მამაეევთან, შიშკინთან, სინიცინსა და კრიციუკთან ერთად ღამით სადღაც გაიქეცით და დილას სამედიცინო შემოწმებაზე უარი თქვით. შიშკინი და სინიცინი არ თამაშობენ, თქვენ კი გუნდიდან გაგიშვეს...

- სისულელეა! მეგობარო, "კრასნოდარში" ეს უბრალოდ შეუძლებელია! ასეთი რამ არც ერთ ნორმალურ კლუბში არ ხდება. ჯერ ერთი, შეკრებაზე ყველა ხელისგულზეა. მეორეც, ეს დიდ ჯარიმას უკავშირდება - ხელშეკრულების მიხედვით, 10 ათასი ევროთი დაგაჯარიმებენ. ფიქრობთ, რომ ასე გავრისკავდი? მესამე, პროფესიონალები ასე არ იქცევიან. ეს ამბავი მეც წავიკითხე. კომენტარებში 150-დან 130-მა დაწერა, რომ ყველაფერი ეს სისულელეა. ძალიან გამიხარდა, რომ ხალხს ამის არ სჯერა.

- "გენკში" მსგავსი ისტორია შეგემთხვათ, როცა სახლში ვერ მიხვედით...

- დიახ, ამის გამო ძალიან მრცხვენია. მოდი, ნუღარ გავიხსენებთ, კარგი? დიდი ხანია გავიზარდე და ეს ამბავი დავივიწყე. თუ შენ არ გინდა, რომ ყველაფერი სწორად გააკეთო, მაშინ არავინ დაგეხმარება. საუკეთესო რჩევაა: ვარჯიშის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ გასახდელში არ უნდა შეხვიდე. უნდა დარჩე და ისე უნდა დაიღალო, რომ სხვა არაფერი მოგინდეს. ადრე ვფიქრობდი, რომ საათ-ნახევარი ვარჯიში საკმარისია და ყველაფერი ვიცოდი. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. რაღაცის მისაღწევად საჭიროა ორჯერ მეტი მუშაობა. ხუთი წლით უკან რომ დავბრუნდე, ბევრ რამეს შევცვლიდი. მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი დაკარგული არ არის, უფრო სწორად, ყველაფერი წინაა. და თუ ისტორიები გაინტერესებთ, გეტყვით, ბელგიაში როგორ ვიჩხუბე.

- კაპევერდელ ფეხბურთელთან?

- დიახ. გუნდში ორი კვირის ჩასული ვიყავი და თამაშის შემდეგ სასეირნოდ წავედით. როცა დავბრუნდით, ეს კაპევერდელი ფეხბურთელი, ანელე ნკგონგა, მთვრალი იყო და შეურაცხყოფა მომაყენა. ჩემი გატეხილი ინგლისურით ვუთხარი - "მომისმინე, ასე არ გინდა. ჩვენ ერთმანეთს ორი კვირაა ვიცნობთ. თუ ასეთი ხუმრობა შენთვის ნორმალურია, ჩემთვის მიუღებელია-მეთქი"! ჩვენ წავედით და მან ისევ რაღაც წამოროშა. ამიტომაც მიიღო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არავინ იცოდა. თუმცა დილით ბაზაზე მივედი და აღმოჩნდა, რომ თურმე ყველამ იცოდა, ყველას მოუყვა. ორივე 10-10 ათასი ევროთი დაგვაჯარიმეს.

- ...და პირდაპირ ყბაში დაარტყით?

- არა, რა ყბაში, უბრალოდ, სახეში გავულაწუნე. მერე დაწერეს რუსეთში და საქართველოში, თითქოს რასისტულად შევურაცხყვე. მაგრამ ეს უბრალოდ შეუძლებელია! მე არ ვარ რასისტი და ბევრი მეგობარი მყავს აფრიკიდან, მთელი მსოფლიოდან... სასაცილო ისაა, რომ ამ ჩხუბის შემდეგ ჩვენ გვქონდა დერბი, "გენკი"-"გენტი". 2:2 იყო. 85-ე წუთზე ანელეს პასით გავიტანე და გავიმარჯვეთ. ამის შემდეგ გადავეხვიეთ, შევრიგდით და დავმეგობრდით. ჩვენ დღემდე გვაქვს ურთიერთობა, მუდმივ კავშირზე ვართ.

- კიდევ ერთი ისტორიაა, რომ "მერსედესით" მიდიოდით, საიდანაც ბენზინი ისხმებოდა...

- ღმერთო ჩემო, რაა?! გეფიცებით, ეს პირველად მესმის. მანქანასთან დაკავშირებული ამბავი მხოლოდ ის არის, რომ 180 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მივდიოდი, სადაც მხოლოდ 50-ით შეიძლებოდა. ეს იყო ნორმალური ტრასა, მაგრამ იყო დასახლებული ადგილი, სადაც მდებარეობდა სასამართლო. მართვის მოწმობის ჩამორთმევა სურდათ, მაგრამ ბოდიში მოვიხადე და ვთქვი, რომ შეზღუდვის ნიშანი, უბრალოდ, ვერ შევნიშნე. ისე, მართლა ვერ შევნიშნე სიბნელეში. ისინი ჩემთან სახლში მოვიდნენ, მაგრამ საბოლოოდ პირველ ჯერზე მაპატიეს.

- პოკერში ან სათამაშო აპარატებზე თუ გიმართლებთ?

- ყოფილა, რომ გამმართლებია! თანხებზე არ მკითხოთ: ქართულ კაზინოში რამდენჯერმე მსხვილი თანხა მოვიგე. 10 და 17 ციფრებზე დავდე. თუმცა წამიგია კიდეც. რეალურად, აზარტული თამაშების დიდი მოყვარული არც ვარ, თუმცა საქართველოში ამისთვის ყველა პირობაა, ლამის ყველა ეზოში კაზინოა.

- კითხვა "მაკრატელაზე": რონალდოს გოლი "იუვენტუსის" კარში თუ ბეილისა - "ლივერპულთან" ფინალში?

- ვფიქრობ, ბეილის. რონალდომ დარტყმისთვის მომზადება მოახერხა. ბეილმა უფრო რთული პოზიციიდან დაარტყა, მაგრამ გადაწყვეტილება წამის მეათედებში მიიღო და არარეალური გოლი გაიტანა. მე ბეილის გოლს ხუთი მცდელობიდანაც ვერ გავიმეორებდი, მაგრამ რონალდოსას ზუსტად გავიმეორებ. ვფიქრობ, რონალდოსნაირი მარტო რონალდოა. მას სერიოზული ტრავმები ჰქონდა? მე ვერ ვიხსენებ. მასთან რომ აღმოვჩნდე, უპირველესად გავიგებდი, როგორია მისი ერთი რიგითი დღე. როგორ ახერხებს იცხოვროს ასეთი გრაფიკით და ყველაფერი მოასწროს. ადამიანს აქვს იმდენი ფეხბურთი, ბავშვები, რეკლამები, გადაღებები... არ იღლება, მაგრამ ის ყოველთვის პირველი მიდის ვარჯიშზე და ყველაზე ბოლოს გადის. და მაისურასაც ვთხოვდი. რა თქმა უნდა, "რეალის", მაგრამ თუ არ ექნება, უარს არც "იუვენტუსის" მაისურაზე ვიტყოდი.

ვახტანგი
რუსეთი რუსეთი რუსეთი !!! რუსეთი უშვრება ყველაფერს ცუდს ქართველ ფეხბურთელებს, თვითშეფასებას უმაღლებს მერე სკამზე სვამს სტრესავს და ბოლოს ჩამოდიან და ეს ნიჭიერი ფეხბურთელები საქართველოს მეორე ლიგაში თამაშობენ.... რა არაპროფესიონალი ჟურნალისტია ეს რუსი, იმენა ჭორიკანაა რასაც ჰქვია , აი ესაა რუსული მედია , ჭორ ბიურო ! ხო კიდე... 50 იყო დაშვებული ვერ შევამჩნიეო რომ ამბობს, კარგი 100 ით რო მგაეარა კიდე ხო ცოტა გადააჭარბაო 80ეგონაო და 20 ით გადაჭარბება რა არისო მაგრამ... 180 !?!?! კარგი რა ... 180 ით სადმე შეიძლება ბელგიაში სიარული ?
zvare
ნაკრებში გამაიძახე ვაის, არ გამოგრჩეს, მაკრატელა იცის მაგან თუ მიუვიდა ბურთი, აბა ფეხბურთის თამაში მაგან არ იცის და. არცერთ გუნდში მაგან არ ივარგა. ბარეორმა კიდევ. რატოა ასეთი ხალხი ნაკრებში და ის ვინც შრომობს და წვალობს არ ფასდება, ეს ვერ გამიგია ვერაფრით.
ზუურ
გინდა პუტინ ხუილო მეძახეთ გინდა კლავიატურის მამონტი...ეს ბიჭი ჩემი რაიონიდანაა წარმოშობით მიყვარს ისედაც ასედაც...ათივრ თითზე სანთელს ვუნთებდი აბა თოკო აბა ისე აბა ესე..არა რა ამის დიდი ფეხბურთი ჩავლილია აგერ თქვენ აგერ მე...
sdfffff
კლავიატურის და პუტინ მორდაუნტების მონები.
sdfffff
თვენ ნამდვილად ხართ კლავიატურის მონები.და ხალხი აქ აზრს გამხატავს.
vaxo
შენ და ფეხბურთი ისე ხართ ერთმანეთთან, როგორც გოჭი და ტურნიკი.
Vasili
მიდი ოქრი დაისვენე, იგრიალე ძმაო რა შეგრჩენია მეტი .:D / როცა ჯანმრთელია ეს კაცი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და ყოველთვის გულს დებს... რა მოხდა მერე თუ გამოუჩნდა თავისუფალი დრო და საახალწლოდ ცოლშვილი წაიყვანა 10 დღით დასასვენებლად. მე პრობლემა უფრო ის მგონია რო მალდივიის კუნძულებზეა და ამ ზამთარში ზაგარს რო იღებს, აბა დაენახა ვინმეს ბორჯომში რო ისვენებს, კაციშვილი ხმას არ ამოიღებდა.../ ერთს ვუსურვებდი რო ნორმალურ გუნდში გადავიდეს ანუ ამბიციურ გუნდში...
tngh
კარგი იქნება, თუ თორნიკე ჩამოვა საქართველოში და ეროვნულ ლიგაში ითამასებს. ეს იქნება მისთვის საუკეთესო რეაბილიტაცია ტრამვის შემდეგ... და შესანიშნავი ტრამპლინი მისი შემდგომი კარიერისათვის. თანაც ნაკრებისთვის მზად იქნება.
georgian
ეს ჩასაფრებული კლავიატურის მონებმა თქვენს ოჯახებს მიხედეთ! გავიგეთ რომ ამ კაცს არცთუ ისე სპორტული, პროფესიონალური წარსული აქვს, მაგრამ მთელი კარიერა არ უნდა წამოვაძახოთ. პირიქით მივცეთ მოტივაცია. ოქრი მიდი მეგობარო, დრო გაქვს და ბევრი რამ შეგიძლია სასიკეთოდ შეცვალო. წარმატებები!
TBILISI
სახელი და გვარი არ გაქვს,თუ გიტყდება დაწერა?!
dato
მიდი მოვდივარ .
alexandre
არ უსმინო ამ ტიპებს. თორნიკე, ძალიან კარგი ბიჭი ხარ, საუკეთესო ფეხბურთელი. იღბალიც შენ მხარეს იქნება და ... ბედნიერი 2019 წელი!!! გაიხარე ოჯახთან ერთად. გაახარა საქართველო და ყველა შენი და ნაკრების გულშემატკივარი.
A
ბაკურიანში მივდივარ და დაწერეთ რამე სტატია ჩემზეც... ადრე მეც ვთამაშობდი და მეც დავიკიდე :)
კოტე
აბა სხვა რაღა გასართობი გინდა, ისე ეს დიდი ფეხბურთელი ვერასოდეს გახდება, მაგარი ზარმაცია და მგონი ტრიპაჩიც. აუ მოიყვანა მაგალითად როლანდო.
ლევანი
კაცი ოჯახთან ერთად ისვენებს რას იგესლებით თქვე ჭორიკნებო.
huseina
ფეხბურთის თამაში შენ არ იცი მეტი რაგა დაგრჩენია გულაობას ხარ გადაყოლილი
თაზო
ჩემი აზრით გრუზინობა არაფერ შუაშია. იცის თავის ფასი. ვერ გასცდება რუსეთის დონეს და რა ქნას.
aleko
ტიპიური ჯაგა

სუფთა ჯაგაა ნუ .... ის რუსი ჟურნალისტიც რა ჭორბიუროა ? და ესეც სიხარულით უყვება თავის სისულელეებს :(((
სიმართლე
და ამ ინტერვიუს შემდეგ თორნიკეს ვინმე ამართლებთ?! აქ ხომ კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება და პროფესიონალიზმი! ეეჰ, ძალიან მსურს რომ წარმატებები ჰქონდეს მაგრამ როგორც იტყვიან "რეალობა მწარეა"
დისლაიკი
დარჩი რუსეთში და თავპირიც გიტეხია. მორიგი გრუზინეცი
ika
ავოიეეეეეეე! აუ რას გულაობს :D მიდი მიდი მიაწექი მაგ საქმეს დაიკიდე ფეხბურთი :D
Tato
სახინკლეს და რესტორანს არ მაზავს ტიპი
DDD
მიდი აბა გელოდება კრილია სოვეტოვი. :D ვაი ვაი!!!!
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?